სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: გამარჯობა ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ დიდი მადლობა წინასწარ,უკვე 4 თვეა მაქვს ტემპერატურა 37-37.5 ესე თამაშობს ოღონდ დღის მეორე ნახევარში დილით და გვიან ღამე არ მაქვს მოვიარე ექიმები და ვერაფერი გამიგეს არადა ვიცი რომ ტყუილად სიცხე არარსებობს იყოს თან როცა ადის 37.5 ზე. გთხოვთ ის ჩამონათვალი მითხრათ რაც იწვევს ესეთ ტემპერატურას რომ გავიკეთო კიდევ ანალიზები ყველაზე საშიშ ი ამ შემთხვევაში რა არის რომ პირველ რიგში ეგ გამოვრიცხო უკვე ჩემით დავიწყე ძებნა დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე , შეგვიძლია მოგახსენოთ შემდეგი : ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს. გაზომვა საჭიროა დღეში ორჯერ: დილით 7-დან 9 საათამდე და საღამოს დაახლოებით 18 სთ-ზე.--10 წუთით. თუ სხეულის ტემპერატურამ 37 გრადუსზე ზემოთ აიწია და ასე გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს - ეს ორგანიზმის ნორმალური დაცვითი რეაქციაა. ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს. ციკლის პირველ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 36-35,5 გრადუსამდეც კი დაიწიოს, ხოლო მენსტრუაციის დასასრულისთვის 37,2 გრადუსამდე აიწიოს. რაც დღეღამურ რიტმს და ჰორმონთა დონის ბუნებრივ ცვლილებებს უკავშირდება. იმუნიტეტის დაქვეითების დროს შეინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება გაურკვეველი მიზეზით 37,3 გრადუსამდე. თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, უნდა , მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს, ინფექციონისტს (რომ გამოირიცხოს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, Epstein-barr virus რომელიც, ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება , იგი ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს , ხომ არ ისინჯება საზარდულის , ოღლიის და ლავიწის არეში ლიმფური კვანძები გადიდებული, აუცილებელი არაა მტკივნეული იყოს) იმუნიტეტის დაქვეითების გამოვლენა შეუძლია იმუნოლოგს. სხეულის ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა. თუ რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ , ამას თავად ექიმი სპეციალისტი გეტყვით. ასე დისტანციურად ჩვენ ვერ გირჩევთ , არაკორექტული იქნება ჩვენი მხრიდან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა