თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს პერიოდულად საშინელი თავის ტკივილები,რამდენჯერმე წამიერი გათიშვაც მქონდა,გული არ წამსვლია მაგრამ თითქოს მიბნელდებოდა გონება.რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი 50-მდე დაავადების თანმხლები სიმპტომია, მათ შორის - ქალა-ტვინის ტრავმისა, კვებითი ან სხვა ინტოქსიკაციისა, მრავალი ვირუსული სნეულებისა. ასევე, მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მხედველობის დაქვეითება;
  • სომატური ან ენდოკრინული დაავადება;
  • კვების დეფიციტი;
  • ანემია.

ნევროლოგიური პრობლემებიდან თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • სახისა და კეფის ნერვის დაზიანება;
  • სკოლიოზი;
  • კისრის ოსტეოქონდროზი.

ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა საკმაოდ ხშირად იწვევს თავის ტკივილს.
თუ რა არის ტკივილის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელი და არაკორექტულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება თქვენი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო ლაბორატორიულ-კლინიკური გამოკვლევები, დაისმება დიაგნოზი და ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა