თავის ტკივილი

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 26 წლის. მაწუხებს ძლიერი თავის ტკივილები,(ზოგჯერ გამაყუჩებელიც არ მშველის,ყრუდ მაინც მტკივა) ყურებში ხმაური,თავბრუსხვევა იშვიათად და წონასწორობის დაკარგვა, გულის ცემის აჩქარება, ტკივილი გულ- მკერდის არეში. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ? დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით ქალბატონო ანი!  თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად:

ათეროსკლეროზი –რომელიც იწვევს არტერიებში ქოლესტერინის შემცველი, ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვს და აფერხებს სისხლის დინებას. როცა ასეთი ფოლაქები თავის ტვინის არტერიებში ჩნდება, ირღვევა, უფრო ზუსტად, მცირდება არტერიული, ანუ ჟანგბადით მდიდარი სისხლის დენა თავის ტვინისკენ, სასმენი ნერვებისა და ნერვული დაბოლოებებისკენ - რეცეპტორებისკენ, შედეგად კი ყურებში ხმაური და თავბრუხვევა ვითარდება.

 გულის უკმარისობა – თუ არტერიულმა ჰიპერტენზიამ, ათეროსკლეროზმა ან რომელიმე სხვა კარდიოლოგიურმა დაავადებამ გულის უკმარისობა გამოიწვია, ყურებში ხმაური გაძლიერდება, რაც თავის ტვინისა და სასმენი აპარატისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითებით აიხსნება. როცა ყურებში ხმაური გულის უკმარისობის შედეგია, პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას, ქვედა კიდურების შეშუპებას. გულის უკმარისობის შედეგად აღმოცენებული ხმაური მნიშვნელოვნად ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას  მედიკამენტები–ასეთი პრეპარატებია, მაგალითად, ასპირინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი და სხვა. სამწუხაროდ, ასეთი მედიკამენტების ნუსხა არცთუ მცირეა და ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია, თვითმკურნალობას ერიდოთ და ნებისმიერი წამლის მიღებისას ექიმს მოეთათბიროთ. მედიკამენტური გენეზის ხმაური ხშირად პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე გაივლის.

ოსტეოქონდროზი – ხერხემლის, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზი შესაძლოა ყურებში ხმაურის მიზეზად იქცეს. ეს პათოლოგიური პროცესი იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის ვიწრო არხებში გამავალი ხერხემლის არტერიების სპაზმს ან მათზე ზეწოლას. შედეგად ვესტიბულურ სისტემას ნაკლები სისხლი მიეწოდება. ყურებში აღმოცენდება ხმაური,.

სტრესი, ნევროზი – ნევროზი, დეპრესია ან უბრალოდ ძლიერი გადაღლა პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების იმიტაციას ახდენს. არცთუ იშვიათად მათი ერთადერთი გამოვლინება ყურებში ხმაური და თავბრუხვევაა. ასეთ დროს დიაგნოსტიკა ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით (თვის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ტრავმა, სიმსივნე) გამოწვეული ხმაურის გამორიცხვით იწყება. ნევროზის დროს პაციენტი ზედმეტად არის კონცენტრირებული თავისი ჩივილების ირგვლივ, ძლიერ უქვეითდება შრომის უნარი, გუნება-განწყობილება, გამოკვლევა კი ორგანულ მიზეზს არ ავლენს. ამავე დროს, ნევროზი და სტრესი საგრძნობლად აძლიერებს ყურებში სხვა მიზეზით (ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით) განპირობებულ ხმაურს.

 არტერიული ჰიპერტენზია –  რომლის დროსაც ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი გულის არეში და არტერიული წნევის მომატება, რასაც იოლად დაადგენთ წნევის გაზომვით.

ეს და კიდევ სხვა ბევრი გამომწვევი მიზეზით შეიძლება აიხსნას თქვენი ჩივილები, რასაც დისტანციურად ვერ გადავწყვიტავთ, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ისარგებლოდ პარასკევს აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციით, რისთვისაც აუცილებლია ჩაწერა წინასწარ  ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა