მოგესალმებით,
სასურველია, დაგვიზუსტოთ ტომოგრაფიის რომელი მეთოდით კვლევა გირჩიათ თქვენმა ექიმმა?
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის შემთხვევაში, არსებობს კვლევის ორი გზა - ერთი არის კვლევა ანესთეზიის პირობებში, რაც ჩვენს კლინიკაში გვაქვს აპრობირებული და დანერგილი, ხოლო მეორე ე.წ. ღია მაგნიტი, რომელიც ჩვენთან, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
რაც შეეხება ჩაკეტვას, მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფს, მოკლე და შედარებით ფართო გვირაბი აქვს. სწორედ ამ გვირაბში შეჰყავს პაციენტი მოძრავ საკაცეს, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში, მას გაუნძრევლად წოლა მოუწევს.
მთავარია, რა უნდა დადგინდეს, რადგან შესაძლოა, კომპიუტერული ტომოგრაფიაც ინფორმაციული იყოს და შეგვიძლია, გირჩიოთ ვინაიდან, კტ კვლევის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა.
პაციენტს შეუძლია, მობრძანდეს ნევროლოგთან უფასო გასინჯვაზე, რათა დაზუსტდეს კვლევის არეალი, მიზნები და შეირჩეს რადიოლოგიური აპარატი, შემდეგ შეუძლია გაესაუბროს რადიოლოგს და შეაფასოს აპარატთნ დაკავშირებული ფობიების რისკი ვიზუალურად და ასევე წინასწარ გადაწყვიტოს, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის არჩევის შემთხვევაში, უნდა თუ არა კვლევის ანესთეზიით ჩატარება.
ასევე, ამ ყველაფერში გასარკვევად და გზამკვლევად შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ამბულატორიული სამსახურის უფროსის ეკა იაშვილის დახმარება.
თუ გადაწყვეტთ ანესთეზიით მრტ კვლევას შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!