ზაფხული და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი

ზაფხული და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ:

– ყოველ სამშაბათს, 16:00 საათზე LIVE ლექციას „ექიმის რჩევა“;

– ლექცია ჩატარდება კლინიკის „ფეისბუქის“ გვერდზე პირდაპირ ეთერში;

– ყოველ სამშაბათს თქვენ გელით სხვადასხვა, საინტერესო თემა;

– არ გამოტოვოთ, დაუსვით შეკითხვა ექიმს პირდაპირ ეთერში;

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! 


მოგეხსენებათ რომ ზაფხულში გვიწევს აქტიურად დასვენება, ვიცვლით ჰაერს , წყალს, საკვებს, გვიწევს მოგზაურობა, აკლიმატიზაციის გავლა, რის დროს ან შემდეგ შეიძლება დაიწყოს მთელი რიგი პრობლემები: როგორიცაა გასტრიტის გამწვავება, ქოლეცისტიტი, ნაწლავური ინფექციები, ყაბზობის და ფაღარათის პრობლემები და ა. შ. შევეცდები ორიოდე სიტყვით შევეხო რამდენიმე მადგანს. ზაფხულში როდესაც გვიწევს დასასვენებლად წასვლა, გვიწევს გარკვეულწილად კვების რეჟიმის და რაციონის შეცვლაც, რაც გამოიხატება ძირითადად გარეთ კვებაში -რესტორნებსა და კაფეებში,გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის ჭარბად მიღებაში,  რაც შემდგომ ადვილად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, განსაკუთრებით იმ პირებში , ვისაც ადრე ჰქონიათ ამ მხრივ სხვადასხვა პრობლემა, სწორედ ამ დროს თავს იჩენს გასტრიტის გამწვავება, რაც  გამოიხატება შემდეგი ჩივილებით: გულძმარვა, ტკივილი ეპიგატსრიუმის არეში, გულისრევა ღებინება, სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ და ა.შ. ამ დროს სასურველია მიმართოთ ექიმს და დროულად დავეხმაროთ  ორგანიზმს, ხოლო ამ პრობლემის ასაცილებლად პირველ რიგში უნდა დავარეგულიროთ კვებითი რეჟიმი, მივირთვათ დღის განმავლობაში ხშირად მცირე ულუფებით, მოვერიდოთ ქუჩაში დამზადებულ საკვებს, და ისეთ პროდუქტებს რომლებიც ადვილად აღიზიანებს ლორწოვანს. გარეთ კვებას და ძირითადად მშრალ საკვებს უკავშირდება ასევე ყაბზობის პრობლემაც, რომელსაც ასევე ხელს უწყობს წყლის და ჰაერის შეცვლა. ამ დროს  რაციონში აუცილებლად უნდა დავამატოთ წვნიანი კერძი, ხილი და ბოსტნეული რომელიც შეიცავს უჯრედისს, წყალი 2-3 ლიტრი დღეში.ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ამ დროს პაციენტები თვითნებურად იღებენ საფაღარათო საშუალებებს, რომელთა მიღება ხანგრძლივი დროით არ არის რეკომენდებული, შედეგად კი ვიღებთ უფრო მეტად გაღმავებულ ყაბზობის პრობლემას. საჭიროა პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, დაინიშნოს სწორი კვება და რეჟიმი და სამკურნალო საშუალებები და არა საფაღარათო.  ზაფხულის პერიოდში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს  ნაწლავური ინფექციები და ფაღარათი, აქაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ზ/ა პრობლემას: ეს არის წყალი, არასრულად გასუფთავებულ-დამუშავებული ხილი და ბოსტნეული და ა.შ . ამ დროს პაციენტს  შესაძლოა ჰქონდეს ფაღარათი, გულისრევა-ღებინება, ტემპერატურის მატება, სისხლიანი განავალი და ა.შ . ამ დროსაც აუცილებელია დროულად მივმართოთ ექიმს.ასევე მინდა შევეხო ნაღვლის ბუშტის პრობლემებს. ზაფხულის  პერიოდიდში აღინიშნება მარხვის გახსნილების შემდეგ  როგორც გასტრიტების, ასევე ქოლეცისტიტების გამწვავება, რაც გამოიხატება გულისრევა ღებინებაში, ბოყინში, ტკივილში მარჯვენა ფერდვეშა არეში, შებერილობაში, დეფეკაციის ცვლილებებში და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორად და ეტაპობრივად  გადავიდეთ  სრულფასოვან კვებაზე.