A 313 მალამო 50გ

A313 მალამო

საერთაშორისო დასახელება: A313

მწარმოებელი: ლაბორატორიეს ფარმა დეველოპმენტი, საფრანგეთი

კომპანია: Fardi Medicals, დიდი ბრიტანეთი   

 

მოქმედი ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი(კონცენტრატი)  ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამოში.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კანის დამცავი საშუალება (დერმატოლოგია)

შემადგენლობა:ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი (კონცენტრატი)  ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამო

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400. მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80.

 

გამოშვების ფორმა:

მალამო 50 გ ტუბი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი A გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება. კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირების გზით ხელს უწყობს კანზე არსებული ჩანაჭდევების ამოვსებას და ნაოჭების გადასწორებას. კანს ანიჭებს ჯანსაღ ელფერს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას.  მალამო A313 უზრუნველყობს კანის ღრმა შრეების დატენიანებას და ამავდროულად იწვევს ეპიდერმისის (ზედა შრის) გამოშრობას და ამის გამო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.  

ჩვენება:

 

კანის გაღიზიანება

დოზირება და მიღების წესი:

გამოიყენება კანის ზედაპირზე ერთხელ ან ორჯერ დღეში

უკუჩვენება:

 

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში რადგან დედის რძესთან ერთად პრეპარატი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს.

 

განსაკუთრებული მითითებები:

A ვიტამინის სისხლში შეწოვის რისკის გამო მოერიდეთ მალამოს კანის დიდ ფართობზე გამოყენებას, ასევე არ გამოიყენოთ იგი ოკლუზიური სახვევების ქვეშ, დაზიანებულ კერძოდ დამწვარ კანზე, ლორწოვან გარსებზე დღენაკლულებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაგდან არსებობს აქტიური ნივთიერებების სისხლში შეწოვის რისკი

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 

მითითებულია კოლოფზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.