ადენო-რიცი #60კაფს

ადენო-რიცი
(ADENO-Ritz)


შემადგენლობა
 
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 160 მგ ჯუჯა პალმის (Serenoa serrulata) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ ჭინჭრის (Urtica urens) მშრალ ექსტრაქტს და 50 მგ აფრიკული ქლიავის (Pygeum africanum) მშრალ ექსტრაქტს.

მოქმედების მექანიზმი 
ადენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მის ეფექტს განაპირობებს შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. ჯუჯა პალმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური თვისებები. ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას. ფერმენტ 5-a-რედუქტაზას ინჰიბირებით, ირღვევა ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნა. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის მასტიმულირებელს. ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებები, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს, ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას, აძლიერებს ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას. აფრიკული ქლიავი შეიცავს ფიტოსტეროლებს. ამცირებს და უკუაგდებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას განვითარებულ შარდვის ფუნქციურ დარღვევებს: დიზურიას, ნიქტურიას, პოლაკიურიას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიპროლიფერაციულად მოქმედებს ფიბრობლასტებზე, რითაც აფერხებს ჯირკვლის შემდგომ ჰიპერპლაზიას.

ჩვენება 
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტების მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. 

უკუჩვენება 
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები 
ადენო-რიცის დოზის გადაჭარბების და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი 
ადენო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, ხანგრძლივად მისაღებად (არანაკლებ 30 დღისა). რეკომენდებულია მკურნალობის კურსის პერიოდულად განმეორება. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთნ ერთად. გვერდითი მოვლენები იშვიათად ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო დარღვევებს, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები 
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! გამოშვების ფორმა 20 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები 
ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)