აერინი 30მლ ფლ

აერინი 30მლ ფლ

აერინი

Aerin

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: აერინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: თხევადი სტაბილიზირებული ჟანგბადი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალება

წამლის ფორმა: წვეთებიუფერო, გამჭვირვალე სითხე, 30 მლ ფლაკონში საწვეთურით.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები:

თხევადი სტაბილიზირებული ჟანგბადი 10.0%

ნატრიუმის ქლორიდი 0.85%

გამოხდილი წყალი 89.15%

ფარმაკოლოგიური თვისებები: აერინი ამარაგებს ორგანიზმს სტაბილიზირებული ჟანგბადით, რომელიც უჯრედშიდა ბიოქიმიური პროცესების უნივერსალური სტიმულატორია. თხევადი ჟანგბადით მკურნალობის შედეგია ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება სხვადასხვა გენეზის ჰიპოქსიის დროს. ასეთი სახით მიწოდებული ჟანგბადი არატოქსიური და მდგრადია, რის გამოც მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საიდანაც სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ შრესა და უჯრედებში და უზრუნველყოფს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

აერინი ხელს უწყობს ორგანიზმს ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების უკეთ შეთვისებაში. იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ფიზიკური დატვირთვისას, ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებთან, საგრძნობლად ზრდის ფიზიკურ გამძლეობას და შესაძლებლობებს.

აერინის გამოყენება ეფექტურია ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. იგი ასტიმულირებს ბუნებრივი მიკროფლორის გამრავლებას და ზრდას. ასევე, ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების, ბაქტერიის, სოკოს, ვირუსის, პარაზიტის და სხვა ინფექციური აგენტების, ზეგავლენას ორგანიზმზე, ვინაიდან ქმნის არახელსაყრელ პირობებს მათი განვითარებისთვის და შლის მათ მიერ წარმოქმნილ ტოქსინებს და დაშლის პროდუქტებს.

აერინი აუმჯობესებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აღადგენს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს და ელექტროლიტურ ბალანსს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას და აციდოზს. აერინი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას ორგანიზმში და აუმჯობესებს რეზისტენტობას სტრესის მიმართ.

აერინი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებების სიმპტომებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აადვილებს მძიმე მეტალების, ქიმიური საწამლავების და ტოქსიური აგენტების გამოდევნას ორგანიზმიდან.

გამოყენების ჩვენება: აერინი გამოიყენება სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს ჰიპოქსიის შესამცირებლად:

  • ნევროლოგიური დარღვევეები: თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითება მიკროცირკულაციის დარღვევის ფონზე, ნევროზი, აგზნება, უძილობა, ფობია, კონცენტრაციის და სიფხიზლის დაქვეითება, გადაძაბვა, სტრესი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტენზია, ანემია;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია: ასთენია, არითმია, ვაზო-მოტორული რეაქციები;
  • რესპირატორული სისტემის დაავადებები, რომელთა სიმპტომოკომპლექსში აღინიშნება დისპნოე, სისხლის ოქსიგენაციის შემცირება: ასთმა, ემფიზემა, ასფიქსია, გაციება და გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, მწეველთა ბრონქიტი;
  • ალერგიული დაავადებები: ზედა სასუნთქი გზების დაცვა თამბაქოს, ალერგენების, გამონაბოლქვის და მტვერის ალერგიული ზემოქმედებისგან;
  • იმუნური სისტემის ლაბილობა: იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმის იმუნური პასუხის დასუსტება გახანგრძლივებული და მორეციდივე ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების ფონზე;
  • ორსულთა ტოქსიკოზის და ჰიპოქსიის სიმპტომური გამოვლინებები: ღებინება, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება;
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მოშლილობა: ვიტამინების, მინერალებისა და ესენციური ნივთიერებების შეწოვის დაქვეითება;
  • პოსტრავმული რეაბილიტაცია, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა;
  • სიმსივნური დაავადებები: ანტიოქსიდანტური თერაპია, ქიმიოთერაპიის შემდგომი სიმპტომების შემსუბუქებისთვის;
  • დამწვრობა, ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება ადგილობრივად)
  • სტომატოლოგიური დაავადებები (სავლების სახით)
  • დაბინძურებული წყლის დეზინფექცია

გამოყენების წესი და დოზირება: აერინი მიიღება პერორალურად. მოზრდილებში ინიშნება 5 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში, 3-ჯერ დღეში კვებამდე 15-30 წუთით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2-კვირიანი ინტერვალის შემდეგ. ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზის ნახევარი.

გარეგანი გამოყენებისთვის საფენები მზადდება: 10 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა  გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. საფენი უნდა გამოიცვალოს 2-3-ჯერ დღეში.

პირის ღრუს სავლები მზადდება: 5 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. რეკომენდებულია მომზადებული ხსნარის გამოვლება 2-3-ჯერ დღეში 2-3 წუთით პირის ღრუში დაყოვნებით.

წყლის დეზინფექციისთვის: 20-30 წვეთი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი წყლის გამოყენება რეკომენდებულია 24 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება: დადგენილი არ არის.

გამოშვების ფორმა: 30 მლ საწვეთურიან ფლაკონში. მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Bio2International, INC.CA 93401, USA. FDA#14247316462.

შეფუთვა: შპსივერთა“ 0108 საქართველო, . თბილისი, სანაპიროს 10 (იურ.მის), . თბილისი, წინანდლის . 9 (ფაქტობრ. მის).