აერომაქსი 100მლ ფლ

აერომაქსი 100მლ ფლ

აერომაქსი

შემადგენლობა:

 ხსნარის თითოეული 2 მლ შეიცავს 0,02 გ აქტიურ (სტაბილიზირებულ) ჟანგბადს.

დამხმარე ნივთიერებები:  წყალი, სოდიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

  ჟანგბადი- უმნიშვნელოვანესი ქიმიური ელემენტია ადამიანის სიცოცხლისთვის. ჟანგბადი ღებულობს მონაწილეობას ქიმიური რეაქციების ჯაჭვში, რის შედეგადაც საკვები ელემენტები ტრანსფორმირდება ენერგიაში. ჟანგბადის არასათანადო რაოდენობის შემთხვევაში ეს რეაქციები მიმდინარეობს სხვა ბიოქიმიური გზით, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება ტოქსიური ნივთიერებები და ზედმეტი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები, რასაც თავის მხრივ მივყავართ სხვადასხვა დაავადების განვითარებისკენ. გარემოს დაბინძურებასთან ერთად ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში კლებულობს, შესაბამისად მოთხოვნილება ამ ელემენტისადმი იზრდება. სტაბილიზირებული ჟანგბადი - აერომაქსი აღწევს სისხლში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აერომაქსი ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას, ავსებს მას ენერგიით, აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ პროცესებს.

ჩვენება:

  • ბავშვების და ახალშობილების ჰიპოქსია
  • ნაყოფის ჰიპოქსია
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები (ემფიზემა, ბრონქიალური ასთმა)
  • სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ჰიპერტონიული დაავადება...)
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (მახსოვრობის და ძილის დარღვევა, დისცირკულარული ენცეფალოპათია, ეპილეფსია, პოლინევრიტები).

დოზირება:                                        

1წლამდე ბავშვები:  1-2 წვეთი  10-20 მლ  წყალში,  2-დან 6 წლამდე:  2-3 წვეთი 30-40 მლ წყალში, 7-დან 12 წლამდე:  4-5 წვეთი 50-70 მლ წყალში, უფროსები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 10 წვეთი 100 მლ წყალში. ზემოთ აღნიშნული რაოდენობა ასაკის მიხედვით მიიღება პერორალურად დღეში 2-3 ჯერ.

ორსულობა და ლაქტაცია:

  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:

აერომაქსი ხსნარი 100 მლ ფლაკონში.

შენახვის პირობები:

ინახება  ბნელ, მშრალ,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:  ფორტექსი, ბულგარეთი