ალფლუტოპი
(Alflutop)
შემადგენლობა: 1 მლ სტერილური ხსნარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10 მგ ზღვის ორგანიზმებისგან (ამინომჟავები, პეპტიდები, ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, სპილენძისა და თუთიის იონებს) მიღებულ ექსტრაქტს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალფუტოპს ოსტეოართროზის სხვადასხვა ფორმის დროს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი თრგუნავს ნორმალური ქსოვილების მაკრომოლეკულურ სტრუქტურას, იგი ინტერსტიციური ქსოვილებისა და სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს. ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილების რეგენერაციის უნარი დამოკიდებულია გიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვასა და გიალურინის მჟავას ბიოსინთეზის ნორმალიზაციასთან. ზემოთაღნიშნული ორივე მოვლენა სინერგულია და განაპირობებს ქსოვილებში ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასა და ქსოვილების აღდგენითი პროცესების აქტივაციას (ნაწილობრივ, ხრტილის სტრუქტურის აღდგენას).
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დეგენერაციული რევმატიული დაავადებების გონართროზი, კოკსქრთროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: პოლიოსთეოართროზისა და ოსტეოარტროზის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთებში 1 მლ-ის ოდენობით დღეში (სულ 20 ინექცია). მსხვილი სახსრების უშუალო დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ სახსარშიდა ინექციის სახით დოზით 1-2 მლ თითოეულ სახსარში 3-4 დღის ინტერვალით. თითოეულ სახსარში სულ 5-6 ინექცია. შესაძლებელია სახსარშიდა და კუნთებში ინექციის კომბინაცია. მკურნალობის კურსის განმეორება დასაშვებია 6 თვის სემდეგ.
წინააღმდეგჩვენებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ქავილით მიმდინარე დერმატიტი, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება ინექციის ადგილზე. ცალკეულ შემტხვევებში სახსარშიდა ინექციის დროს შესაძლებელია ტკივილის სინდრომი.
გამოშვების ფორმა: 1 მლ #10 ამპულა შეფუთვაში.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება გრილ (8-25°C) , სინათლისაგან და დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი ფირმა: “ბიოტექნოსი” რუმინეთი