ფარმაკოლოგიური თვისებები
ნახევრადსინთეზური მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp., Shigella spp.; Providencia spp., Enterobacter spp., ასევე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების: Staphylococcus spp..Streptococcus spp.,(მათ შორის პენიცილინის, მეტიცილინის, ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ მდგრადი) Streptococcus spp. მიმართ.
ჩვენებები
- პნევმონია, პლევრიტი, ემპიემა, პერიტონიტი, სეფსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ინფიცირებული დამწვრობები.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში და ბავშვებში პრეპარატი ინიშნება კუნთებში 15 მგ/კგ 2-3-ჯერ დღეში ან ინტრავენურად 2-ჯერ დღეში.
ამიკაცინის ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ.
კუნთებში შესაყვანად 1 ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ საინექციო წყალში. ინტრავენური შეყვანისათვის 0.25-0.5 გ იხსნება 200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, ან გლუკოზის 5% ხსნარში. ვენაში შეყვანისას ამიკაცინის ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ. ინფუზია წარმოებს წვეთოვანი სახით 60 წვეთი წუთში.
მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.
- შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი ინფექციის დროს კუნთებში შეჰყავთ 0.25 გ 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.5 გ.
- ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში საწყისი დოზაა - 10 მგ/კგ, შემდგომში ყოველ 12 საათში ერთხელ - 0.75 მგ/კგ. ამიკაცინით მკურნალობის დროს საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება.
თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
ნეფროტოქსიკური მოვლენები:
ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, სმენის დაქვეითება შეუქცევად სიყრუემდე, ვესტიბულური დარღვევები. შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მომატება სისხლის შრატში ალერგიული რეაქციები - გამონაყარი კანზე, ციება, იშვიათად - კვინკეს შეშუპება.
სისხლის სურათის შეცვლა - ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, იშვიათად - ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
* სმენის ნერვის ნევრიტი.
ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება ინფორმაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- არ შეიძლება ამიკაცინის დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელთაც გააჩნიათ ნეფრო და ოტოტოქსიკური მოქმედება. ფუროსემიდთან, ეთაკრინის მჟავასთან, პოლიმიქსინებთან და კლოპამიდთან ერთდროული დანიშვნისას იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი.
- ამიკაცინი შეუთავსებელია ხსნარში პენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან, ამფოტერიცინთან, ქლორთიაზიდთან, ერითრომიცინთან, ჰეპარინთან, ტეტრაციკლინთან, B ჯგუფის ვიტამინებთან, ვიტამინ C-თან, კალიუმის ქლორიდთან.
- ამიკაცინის ერთდროული დანიშვნა სანარკოზე საშუალებებთან და ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორებთან იწვევს სუნთქვითი აქტივობის მკვეთრ დათრგუნვას.