ამიტრიპტილინი - გრინდექსი 25 მგ
Аmitriptilin- Grindeks 25 mg
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ამიტრიპტილინი - გრინდექსი
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდი
სამკურნალწამლო ფორმა:
გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტები
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი დაფარული გარსით, შეიცავს 10 მგ ან 25 მგ ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ლურჯი საღებავი _ Opadry II Blue, კარნაუბის ცვილი.
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ყვითელი საღებავი- Opadry II Yellow, კარნაუბის ცვილი.
აღწერა
გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტები. მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ლურჯი ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები. მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ყვითელი ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიდეპრესიული საშუალება.
ფარმაკოდინამიკა. ამიტრიპტილინი _ ტრიციკლური ანტიდეპრესანტი მონოამინების ნეირონული შეწოვის არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფიდან. ხასიათდება გამოხატული თიმოანალეფსიური და სედატიური მოქმედებით.
ამიტრიპტილინის ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კატექოლამინების (ნორადრენალინის, დოფამინის და სეროტონინის) ნეირონული უკუშეწოვის დათრგუნვასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამიტრიპტილინი მუსკარინული ქოლინერგული რეცეპტორების ანტაგონისტს წარმოადგენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და პერიფერიაზე. მას ასევე გააჩნია ანტიჰისტამინური (H1) და ანტიადრენერგული თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა. ამიტრიპტილინის პერორალური მიღებისას პლაზმაში პიკური კონცენტრაციები მიიღწევა 4-8 საათში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 33-62 %-ს. რადგანაც ამიტრიპტილინი ანელებს კუჭ-ნაწლავში საკვების მიგრაციის დროს, შეწოვა შეიძლება შენელდეს, განსაკუთრებით, ჭარბი დოზირებისას. კუნთის გზით შეყვანისას პლაზმის პიკური კონცენტრაციები უფრო მაღალია და უფრო ადრე მიიღწევა.
ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის (მისი აქტიური მეტაბოლიტის) ეფექტური კონცენტრაციები სისხლში, საშუალოდ, 120 _ 240 ნგ/მლ-ს შეადგენს.
ამიტრიპტილინის კონცენტრაცია ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში, სადაც 92 % შებოჭილია ცილებით.
მეტაბოლიზდება ღვიძლში, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-28 საათს ამიტრიპტილინისათვის და 16-80 საათს ნორტრიპტილინისათვის. გამოიყოფა, ძირითადად, შარდთან ერთად. სრული გამოყოფა _ 7 დღის განმავლობაში.
ამიტრიპტილინი იოლად გადის პლაცენტურ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად პლაზმის კონცენტრაციების ანალოგიურ კონცენტრაციებში.
ჩვენებები გამოყენებისათვის.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
• ნებისმიერი ეტიოლოგიის დეპრესიები. სედატიური ეფექტის გამოხატულების მიხედვით განსაკუთრებით ეფექტურია განგაშის ფონზე მიმდინარე დეპრესიული მდგომარეობებისას;
• შერეული ემოციური მოშლილობები და ქცევის მოშლა; ფობიური შიშები;
• ბავშვთა ენურეზი (გარდა ბავშვებისა ჰიპოტონიური შარდის ბუშტით);
• ფსიქოგენური ანორექსია, ბულემიური ნევროზი;
• ქრონიკული ტკივილის სინდრომი (ნევროგენური ხასიათის), შაკიკის პროფილაქტიკა.
უკუჩვენებანი.
• გულის დეკომპენსირებული მანკები;
• მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
• გულის კუნთის გამტარებლობის დარღვევა;
• ჰიპერტონიული დაავადების მესამე სტადია;
• ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები ფუნქციის გამოხატული დაქვეითების ფონზე;
• სისხლის დაავადებები;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში;
• პროსტატის ჰიპერტროფია;
• შარდის ბუშტის ატონია;
• პილოროსტენოზი, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა;
• მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა;
• ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
• 6 წლამდე ასაკის ბავშვები (ინექციური ფორმები 12 წლის ზევით ასაკზეა გათვლილი);
• ამიტრიპტილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოყენების ხერხი და დოზები.
ინიშნება შიგნით მისაღებად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ).
საწყისი დღე-ღამური დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 50-75 მილიგრამს ( 25 მგ 2-3 მიღებაზე), შემდეგ დოზას თანდათანობით ადიდებენ კიდევ 25-50 მგ-ით, სასურველი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევამდე. ოპტიმალური დღეღამური თერაპიული დოზა შეადგენს 150-200 მილიგრამს (დოზის მაქსიმალური ნაწილი მიიღება ღამით). თერაპიის მიმართ რეზისტენტული მძიმე დეპრესიების დროს დოზას ზრდიან 300 მილიგრამამდე და კიდევ მეტად, მაქსიმალურ ასატან დოზამდე (ამბულატორიული ავადმყოფებისათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ/დღეღამეში). ამ შემთხვევებში მკურნალობა მიზანშეწონილია დავიწყოთ პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანით, ამასთან უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებით, დოზების ზრდის დაჩქარებით სომატური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.
მდგრადი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევის შემდეგ 2-4 კვირის თავზე დოზებს თანდათან და ნელ-ნელა ამცირებენ. დოზების შემცირებისას დეპრესიის ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ისევ საწყის დოზაზე დაბრუნება.
თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 3-4 კვირის შემდეგ, მაშინ მკურნალობის შემდგომი გაგრძელება აღარაა მიზანშეწონილი.
ხანშიშესული პაციენტებისათვის, მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში, ამბულატორიულ პრაქტიკაში, დოზები შეადგენს 25-50-100 მგ-ს (მაქსიმუმ) დაყოფილ დოზებად ან დღე-ღამეში ერთჯერ ძილის წინ.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ენურეზისას 12,5-25 მგ ძილის წინ (დოზა არ უნდა აჭარბებდეს ბავშვის წონაზე გადათვლით 2,5 მგ/კგ-ს).
შაკიკის პროფილაქტიკისათვის, ნევროზული ხასიათის ქრონიკული ტკივილებისას (მათ შორის, ხანგრძლივი თავის ტკივილებისას) 12,5-25 მგ-დან 100 მგ-მდე დღე-ღამეში.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება. ამიტრიპტილინი ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის პოტენცირებას ნეიროლეფსიური საშუალებების, სედატიური და საძილე საშუალებების, კურნჩხვისსაწინააღმდეგო პრეპარატების, ცენტრალური და ნარკოტიკული და ანალგეზიური საშუალებების, სანარკოზე საშუალებებისა და ალკოჰოლის მიერ.
ამიტრიპტილინისა და ნეიროლეფსიურების და/ან ანტიქოლინერგული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიხატოს ფებრილური ტემპერატურული რეაქცია, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა.
ამიტრიპტილინი ახდენს კატექოლამინების ჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირებას, მაგრამ აინჰიბირებს ნორადრენალინის გამოთავისუფლებაზე მოქმედი პრეპარატების (თირამინის) ეფექტს.
ამიტრიპტილინმა შეიძლება დააბლოკიროს გუანეთიდინისა და მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
ამიტრიპტილინისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია პლაზმაში ამიტრიპტილინის კონცენტრაციის მომატება განვითარდეს.
ამიტრიპტილინისა და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება სასიკვდილო გამოსავალი გამოიწვიოს. ამიტრიპტილინითა და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორით მკურნალობებს შორის ინტერვალმა, სულ ცოტა, 14 დღე-ღამე მაინც უნდა შეადგინოს!
გვერდითი მოქმედება. ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატის ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებასთან: აკომოდაციის დარღვევა, თვალშიდა წნევის შემცირება, პირის სიმშრალე, დეფეკაციის შეკავება, ნაწლავთა გაუვალობა, შარდის გამოშვების შეფერხება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ძილიანობა. ყველა ეს მოვლენა, ჩვეულებრივ, ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ ან დოზების დაქვეითების შემდეგ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, ორთოსტატური არტერიული ჰიპოტენზია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, სტომატიტი, გემოვნების მოშლა, ეპიგასტრიუმში დისკომფორტის შეგრძნება, იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციის მოშლა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: გინეკომასტია, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის შეცვლა, ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.
სხვა: აგრანულოციტოზი და სისხლის სხვა ცვლილებები, კანის გამონაყარი, თმების ცვენა, ლიმფური კვანძების გადიდება, სხეულის მასის მომატება ხანგრძლივი გამოყენებისას.
ამიტრიპტილინი უფრო დიდ დოზებში, ვიდრე 150 მგ/დღე-ღამეში, ამცირებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღურბლს, ამიტომაც უნდა გათვალისწინებული იქნას ანამნეზში კრუნჩხვითი შეტევების განვითარების რისკი მსგავსი მოვლენების მქონე პაციენტებში და ავადმყოფთა იმ კატეგორიაში, რომლებიც ამის მიმართ წინასწარგანწყობილნი არიან ასაკის ან ტრავმების გამო.
ამიტრიპტილინით მკურნალობა ხანშიშესულ პაციენტებში უნდა გადიოდეს დეტალურ სომატურ კონტროლს, მკურნალობა უნდა დავიწყოთ პრეპარატის მინიმალური დოზებით და გავზარდოთ ისინი თანდათანობით, რათა არ განვითარდეს დელირიოზული მოშლილობები, ჰიპომანიები და სხვა გართულებები.
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით ავადმყოფი პაციენტები დაავადება შეიძლება ტრანსფორმირდნენ მანიაკალურ სტადიაში.
ამიტრიპტილინის მიღებისას იკრძალება სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმების მომსახურება და მუშაობის სხვა სახეები, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას მოითხოვს.
ჭარბი დოზირება. ძილიანობა, დეზორიენტაცია, ცნობიერების მოშლა, გუგების გაფართოება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოშინი, დიზართრია, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვითი შეტევები, კუნთების რიგიდობა, სტუპორი, კომა, ღებინება, არითმია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა.
დახმარების ზომები: ამიტრიპტილინით მკურნალობის შეწყვეტა, კუჭის გამორეცხვა, სითხეების ინფუზია, ფიზოსტიგმინის შეყვანა 1-3 მგ ოდენობით ყოველ 1/2 - 2 საათში ერთხელ ვენაში ან კუნთებში (ბავშვებში ფიზოსტიგმინის შეყვანას იწყებენ 0,5 მგ-დან, შემდეგ კი დოზას ზრდიან 5-წუთიანი ინტერვალებით მინიმალური ეფექტური დოზის განსასაზღვრავად, მაგრამ არა უმეტეს 2 მილიგრამისა). ფიზოსტიგმინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ კომიან, სუნთქვა-დათრგუნულ, ეპილეფსიური შეტევის, მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და გულის გამოხატული არითმიის მქონე ავადმყოფებში; ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა, არტერიული წნევისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება. ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების მონიტორირება (ეკგ) ხუთი დღის განმავლობაში, რადგანაც რეციდივი შეიძლება დადგეს 48 და მეტი საათის გასვლის შედეგაც კი.
გამოშვების ფორმა. გარსით დაფარული 10 მგ-იანი და 25 მგ-იანი ტაბლეტები. ათ-ათი ტაბლეტი ფირფიტაზე. ხუთ-ხუთი ფირფიტა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები. შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ იხმაროთ პრეპარატი!
აფთიაქიდან გაცემის პირობები. გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი. ს.ს. «გრინდექსი», ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. № 53.