ა მ პ ი ც ი ლ ი ნ ი კ მ პ
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Ampicillin;
((2R,5R,6R)-6-[[(2R)-2-ამინო-2-დიფენილაცეტილ]ამინო]-3,3-დიმეთილ-7-ოქსო-4-თია-1-აზაბიციკლო[3.2.0]ჰეპტან-2-კარბოქსილატის) ნატრიუმის მარილი;
ჰიგროსკოპული თეთრი ფერის ფხვნილი.
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს სტერილურ ამპიცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0,25გ, 0,5 გ ან 1,0 გ ამპიცილინს;
წამლის ფორმა:
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება. იგი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების გამოკლებით, Streptococcus spp, მათ შორის S. pneumoniae, Corynebacterium diphtheriae, Bacillus anthracis, Clostridium spp., ენტეროკოკების უმრავლესობა) და გრამუარყოფითი (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Neisseria meningitidis, N. gonorrhoeae, Proteus mirabilis, ზოგიერთი შტამები Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.
პრეპარატი იშლება პენიცილინაზათი და ამიტომ იგი არ მოქმედებს პენიცილინაზას წარმომქმნელი ბაქტერიების შტამებზე. იგი აინჰიბირებს პეპტიდოგლიკანის პოლიმერაზას და ტრანსპეპტიდაზას, რითაც აფერხებს პეპტიდური კავშირების წარმოქმნას და არღვევს დაყოფის მდგომარეობაში მყოფი მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის გვიან ეტაპებს. გარსში წარმოქმნილი დეფექტები აქვეითებენ ბაქტერიული უჯრედის ოსმოსურ მდგრადობას, რაც იწვევს მის ლიზისს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის კუნთებსა და ვენაში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება სისხლის პლაზმაში. ვენაში პრეპარატის შეყვანიდან 15 წთ-ის შემდეგ, ხოლო კუნთებში შეყვანიდან 30წთ-1სთ-ის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია. 0,5-1,0 გ ამპიცილინის კუნთებში შეყვანისას 4-6 სთ-იანი ინტერვალით სისხლში შენარჩუნებულია მისი თერაპიული კონცენტრაცია. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. იგი თერაპიულ დოზებში აღწევს პლევრულ, პერიტონეალურ და სინოვიალურ სითხეებში. ნაღველში პრეპარატი შესაძლებელია აღინიშნოს 4-100-ჯერ მეტი კონცენტრაციით, ვიდრე სისხლში. მისი შედარებით მცირე ნაწილი (10-30%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამპიცილინი არ გაივლის ჰემატოენცეფალური ბარიერს. იგი თითქმის არ ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ნაწილობრივ ექსკრეტირდება ნაღველით, ხოლო მეძუძურ დედებში ჴ რძით. 12 სთ-ის განმავლობაში შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 45-70%. თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევისას სისხლში მატულობს პრეპარატის კონცენტრაცია და შენელებულია მისი გამოყოფა. კრეატინინის კლირენსისას (10 მლ/წთ-ში ნაკლები) არსებობისას ანტიბიოტიკის დონე სისხლში 10-ჯერ მეტია, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ამ დროს ხანგრძლივდება 10-12 სთ-ით (1-2 სთ ნორმაში). ხელმეორე შეყვანისას ამპიცილი არ კუმულირებს, რაც მისი დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღების საშუალებას იძლევა.
ჩვენება:
ამპიცილინი-კმპ გამოიყენება სეფსისის, ენდოკარდიტის, პერიტონიტის, მენინგიტის, ოტიტის, სასუნთქი გზების ინფექციების (პნევმონია, ბრონქიტი, ფილტვების აბსცესი, სინუსიტი, ფარინგიტი და სხვა), თირკმელების, საშარდე და ნაღვლმდენი გზების (პიელიტის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, გონორეის, ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის), ყივანახველას, ლისტერიოზის, მუცლის ტიფის და პარატიფის, კანისა და რბილი ქსოვილების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
მიღებისწესიდადოზირება:
ამპიცილინი-კმპ-ს მიღების წინ საჭიროა განვსაზღვროთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა მის მიმართ.
ამპიცილინი-კმპ შეყავთ კუნთებსა და ვენაში (ნაკადით ან წვეთოვანი გზით).
მოზრდილებში პრეპარატის ორივე გზით შეყვანისას მისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,25-0,5 გ ყოველ 4-6 სთ-ში, ხოლო სადღეღამისო დოზა 1-3 გ-ს. მძიმე ფორმის ინფექციების დროს სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 10 გ-მდე და ზევით. პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანისას მისი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს-14 გ-ს. ახალშობილებში პრეპარატს ნიშნავენ სადღეღამისო დოზით 100 მგ/კგ, სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში 50 მგ/კგ. მძიმე ფორმის ინფექციებისას ზემოთაღნიშნული დოზები შესაძლებელია ორჯერ გავზარდოთ. პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეყავთ 4-6-ჯერ 4-6 სთ-ის ინტერვალით.
კუნთებში შესაყვანი ხსნარი მზადდება ექსტემპორალურად, ამისათვის ფლაკონის შიგთავსს (0,25 ან 0,5 გ) უმატებენ 2 მლ საინექციო სტერილურ წყალს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს.
ვენაში შესაყვანი პრეპარატი მზადდება ექსტემპორალურად. პრეპარატის ერთჯერად დოზას (არა უმეტეს 2 გ) ხსნიან 5-10 მლ სტერილურ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეყავთ ნელა 3-5 წთ-ის განმავლობაში.
ერთჯერადი დოზა, რომელიც აღემატება 2 გ-ს, შეყავთ ვენაში წვეთოვანი გზით. მოზრდილებში წვეთოვანი გზით პრეპარატის ერთჯერად დოზას (2-4 გ) ანზავებენ მცირე მოცულობის საინექციო წყალში (7,5-15,0 მლ-ის შესაბამისად), შემდეგ მიღებულ ხსნარს უმატებენ 125,0-250,0 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს ან გლუკოზას 5% ხსნარს და შეყავთ წთ-ში 60-80 წვეთის სიჩქარით.
ბავშვებში წვეთოვანი გზით პრეპარატის შეყვანისას გამხსნელად იყენებენ 5-10% გლუკოზას ხსნარს (30-50 მლ ასაკის მიხედვით).
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა იყოფა 3-4- მიღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს, შემდგომში (აუცილებლობის შემთხვევაში) პრეპარატი შეყავთ კუნთებში.
გვერდითიმოვლენები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუქტივიტი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ეოზინოფილია, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი). თირკმელების ფუნქციის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში ჭარბი დოზირების შემთხვევაში ცნს-ზე მოსალოდნელია პრეპარატის ტოქსიური ზემოქმედება. აგრეთვე დისპეფსიური მოვლენები, კანდიდოზი, ნაწლავების დისბაქტერიოზი, კოლიტი, რომელიც გამოწვეულია C. difficale-თი. პრეპარატის შეყვანის ადგილას მოსალოდნელია შეშუპება, ქავილი, ჰიპერემია, სხეულის ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარება.
ანაფილაქსიური შოკის ნიშნების გამოვლენისთანავე შეყავთ ადრენალინი, გულ-სისხლძარღვთა და ჰორმონული პრეპარატები და მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (პიპოლფენი, სუპრასტინი).
დასუსტებულ პაციენტებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილია ერთდროულად B ჯგუფის ვიტამინების და ვიტამინი C-ს დანიშვნა. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტებს ენიშნებათ ნისტატინი ან ლევორინი.
უკუჩვენება:
პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფის, კარბაპენემების პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ლაქტაციის პერიოდი, ინფექციური მონონუკლეოზი, ლეიკემია, აივ-ინფექცია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში, ავადმყოფ ბავშვებში, თუკი დედის ანამნეზში მითითებულია პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აღნიშნული შემთხვევების დროს, აგრეთვე ბრონქული ასთმის, თივის ცხელების და სხვა ალერგიული დაავადებებისას პრეპარატი ინიშნება მადესენსიბილიზირებელ საშუალებებთან კომბინაციაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი ზრდის ანტიკოაგულანტების, ამინოგლიკოზიდის რიგის
ანტიბიოტიკების და ამცირებს ორალური კონტრაცეპტივების მოქმედების ეფექტს. პრობენეციდი, რომელიც ამცირებს მილაკოვან სეკრეციას, სისხლის შრატში ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას. ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის წარმოშობის ალბათობას.
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცნს-ზე ტოქსიური ზემოქმედება. მკურნალობა სიმპტომატურია.
განსაკუთრებულიმითითებანი:
დაუშვებელია ამპიცილინის სხვადასხვა პრეპარატებთან შერევა ერთ
ფლაკონში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია თირკმელებისა და ღვიძლის, აგრეთვე პერიფერიული სისხლის კონტროლი. თირკმელების ფუნქციით დაზიანებულ პაციენტებში საჭიროა დოზირების კორექცია კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
გაცემა:
რეცეპტით.
შეფუთვა:
ფლაკონები, რომლებიც შეიცავენ 0,25გ, 0,5 გ ან 1,0 გ პრეპარატს.
მწარმოებელი:
“კიევმედპრეპარატები” (უკრაინა)
01032, ქ.კიევი, საკსაგანსკის ქ. 139