ანაპრილინი 0.01გ #50ტ (ლატვია)

ანაპრილინი 10მგ, 40მგ       


გენერიული დასახელება:
propranololum hydrochloridum

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
პროპრანოლოლის ჰიდროქლორიდი    10მგ; 40მგ
დამხმარე საშუალება: შაქარი, სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანაპრილინი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს. იგი ამცირებს სიმპათიკური იმპულსაციის ზემოქმედებას გულის ბეტა-ადრენორეპტორებზე, აქვეითებს გულისცემის სიხშირეს და მისი შეკუმშვის ძალას, რის გამოც მცირდება მიოკარდიუმის მოთხოვნა ჟანგბადზე და კლებულობს არტერიული წნევა. ამავე დროს, სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა ზომიერად მატულობს. ბეტა2-ადრენორეპტორების ბლოკადის შედეგად იზრდება ბრონქების ტონუსი. ანაპრილინს გააჩნია ანტიარითმული მოქმედება, ხოლო დიდ დოზებში იგი იწვევს სედაციურ ეფექტს. ამასთან ერთად, იგი იწვევს თირეოსტატული საშუალებების მოქმედების პოტენცირებას.
ანაპრილინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას და შედარებით სწრაფად ელიმინირდება ორგანიზმიდან.

ჩვენება:
-გულის იშემიური დაავადება (გიდ);
-მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდგომი პერიოდის პროფილაქტიკა;
-ტაქიარითმია;
-ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;
-არტერიული ჰიპერტენზია;
-ტრემორი, გამოწვეული დაძაბულობით, შიშის სინდრომით ან თირეოტოქსიკოზით;
-შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.

წინააღმდეგჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-გულის დეკომპენსირებული უკმარიოსბა;
-სინოატრიული ბლოკადა;
-ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
-სინუსური კვანძის სისუსტის  სინდრომი;
-პრინცმეტალის სტენოკარდია;
-კარდიოგენული შოკი;
-გამოხატული ბრადიკარდია;
-არტერიული ჰიპოტონია;
-მეტაბოლური აციდოზი;
-პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა;
-ბრონქული ასთმა და ფილტვების დაავადება, თანმხლები ბრონქოსპაზმით ანამნეზში.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის გაძლიერება. ეს სიმპტომები ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში გულის მოქმედების დარღვევით.
შესაძლებელია სისუსტე და სიცივის შეგრძნება კიდურებში. ბრონქოსპაზმი აღინიშნება ავადმყოფებში მიდრეკილებით მის მიმართ.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
კანი: ქავილი, გამონაყარი. შესაძლებელია ფსორიაზის სიმპტომების გაძლიერება ან ფსორიაზული გამონაყარის გაჩენა.
სისხლში საერთო ქოლესტერინის ნორმალური მაჩვენებლების ფონზე აღინიშნება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის შემცირება და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება.
ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ლიბიდო და პოტენციის დაქვეითება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ართრალგია. ჰემატოლოგიური ცვლილებები: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა  ექიმთან კონსულტაცია.

დოზირება და მიღების წესი:
ანაპრილინი ინიშნება პერორალურად და მისი გამოყენება არ არის დამოკიდებული საჭმლის მიღებასთან.
გულის იშემიური დაავადება: 40მგ 2-3 ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი თერაპია: 120-240მგ დღეში, განაწილებული რამოდენიმე მიღებაზე.
მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის პროფილაქტიკა:  თერაპია იწყება მიოკარდიუმის ინფარქტის მე-5 დღიდან 21-ე დღემდე. ინიშნება 40მგ 4 ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში, შემდგომში _  8-მგ 2 ჯერ დღეში.
ტაქიარითმია და ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია: 10-40მგ 3-4 ჯერ დღეში.
ტრემორი გამოწვეული დაძაბულობით ან თირეოტოქსიკოზით: 40მგ 2-3 ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება, შემანარჩუნებელი თერაპია _ 80-160მგ დღეში.
არტერიული ჰიპერტენზია: 40-80მგ 2 ჯერ დღეში, დოზა იზრდება 160-320მგ-მდე. ცალკეულ ავადმყოფებში _ 640მგ-მდე დღეში. თუმცა დიდი დოზების დანიშვნა არასასურველია, ვინაიდან უფრი ეფექტურია ანაპრილინის კომბინაცია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხანგრძლივია, შესაძლებელია  პრეპარატის გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაში.
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა: საწყისი დოზა შეადგენს 40მგ 2-3 ჯერ დღეში, შემდგომში დოზა იზრდება 160მგ-მდე, ხანდახან 240მგ-მდე. ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა არ არის რეკომენდებული. ანაპრილინით მკურნალობის ხანგრძლივობა გადასახედია ყოველ 6 თვეში ერთხელ.
პრეპარატით მკურნალობა წყდება თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში. ანაპრილინის უეცარი მოხსნისას შესაძლებლია კორონარული უკმარისობის მოვლენების გაუარესება.
თუ შესაფერისი დოზა არ არის შერჩეული, მკურნალობა გრძელდება ადრე დანიშნული დოზით, მისი გაზრდის  გარეშე. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გამოყენების თავისებურებები:
ანაპრილინი აძლიერებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას და მისი გამოყენება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით იწვევს ჰიპოგლიკემიას. მისი წინასწარი სიმპტომები შეიძლება ატარებდნენ ფარულ ხასიათს.
ანაპრილინით მკურნალობის დროს განვითარებული ზომიერი ბრადიკარდია პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ანაპრილინით მკურნალობა იწყება დოზით, რომელიც არ აღემატება 20მგ-ს 3 ჯერ დღეში. საწყისი დოზა მცირდება თირკმელების უკმარისობის დროს.
ავადმყოფებში თირეოტოქსიკოზით სიმპტომატურმა მკურნალობამ ანაპრილინით შეიძლება შენიღბოს თირეოტოქსიკოზის კლინიკური სიმპტომები (ტაქიკარდია, ტრემორი).
ავადმყოფებში ფეოქრომოციტომით ანაპრილინი ინიშნება ერთდროულად ალფა-ადრენოლიზურ საშუალებებთან.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში წინააღმდეგნაჩვენბია. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. შესაძლებელია შემცირდეს ცრემლის გამოყოფა, რაც იწვევს თვალების გაღიზიანებას იმ პირებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ადრენალინინი, იზადრინი, ორციპრენალინი  და სხვა სიმპატომიმეტური საშუალებები ამცირებენ ანაპრილინის თერაპიულ ეფექტს.
ანაპრილინი აძლიერებს ზოგადი ნარკოზის ჩატარებისათვის განკუთვნილი საშუალებების არასასურველ ეფექტებს (უარყოფითი ინოტროპული, ჰიპოტენზიური, ბრონქოსპაზმური მოქმედება) და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.
თეოფილინი ამცირებს ანაპრილინის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, აძლიერებს უკანასკნელის ეფექტს.
ანაპრილინის და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას მატულობს ბრადიარითმიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ასისტოლიის  განვითარების რისკი.
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები ამცირებენ ანაპრილინის ანტიარითმულ მოქმედებას.
ანაპრილინის კომბინაცია ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (იმიპრამინი) ავადმყოფებში იწვევს უძილობას, კოშმარულ სიზმრებს.
ანაპრილინის კომბინაცია აპრესინთან  (ჰიდრალაზინთან) იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ აპრესინის არასასურველი ეფექტები _ ტაქიკარდია, თავის ტკივილი.
ანაპრილინის კომბინაციამ ვერაპამილთან ან დილთიაზემთან შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი, ასისტოლია.
ანაპრილინის კომბინაცია ქოლინოპოზიტიურ საშუალებებთან (კარბაქოლინი, აცეკლიდინი, პილოკარპინი, პროზერინი და სხვა) ან ადრენონეგატიურ პრეპარატებთან (რეზერპინი, კლოფელინი) იწვევს მკევთრად გამოხატულ ბრადიკარდიას.
პრეპარატის კომბინაცია ატროპინის ჯგუფის ქოლინოლიზურ საშუალებებთან ამცირებს ანაპრილინის უარყოფით ქრონოტროპულ მოქმედებას.
ალკოჰოლთან კომბინირებისას ძლიერდება მისი  დამთრგუნველი მოქმედება.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ბრადიკარდია, გულის ბლოკადა, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი. ხანდახან აღინიშნება კრუნჩხვები, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და ბრონქოსპაზმი.
თუ ჭარბი დოზირების შემთხვევაში გავიდა მცირე დრო, შესაძლებელია კუჭის ამორეცხვის ჩატარება და ინიშნება აქტივირებული ნახშირი. ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია არტერიული წნევის სტაბილიზაცია.
ჭარბი დოზირების მსუბუქი ფორმების დროს შეყავთ სითხეები, მძიმე ფორმების დროს _ გლუკაგონი ან სიმპატომიმეტური საშუალებები დიდი დოზებით. ბრადიკარდიის კუპირება ხორციელდება ატროპინით, სიმპატომიმეტური საშუალებებით ან რითმის მატარებლების საშუალებით.

შენახვის ვადა:
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:
50 ტაბლეტი

შენახვის პირობები:
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას