ანბერი 500მგ/20მგ#10ტ

ანბერი 500მგ/20მგ#10ტ

ანბერი
(ANBER)


ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
დიციკლოვერინი და პარაცეტამოლი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.
 
შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ, პარაცეტამოლს _ 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური, ანტიპირეტული და ანალგეზიური საშუალება.
N02BE51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანბერი   კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სუსტ მუსკარინულ ქოლინობლოკატორს პირდაპირი ანტისპაზმური ეფექტით. იგი ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” დროს.
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ანალგეზიურ და ანტიპირეტულ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სუსტი ანთებითი პროცესების დროს “გაღიზიანებული
ნაწლავის სინდრომისადმი” განწყობილ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება და
60-90 წთ-ში აღწევს სასურველ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელების საშუალებით (79.5%). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.2 _ 1.8 სთ-ს.
პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება.
მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1 სთ-ში.
ანალგეზიური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წთ-დან 2 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:
ტკივილითა და მსუბუქი ანთებით მიმდინარე ნაწლავური პროცესები.
• ნაწლავის კოლიკა;
• ღვიძლის კოლიკა;
• თირკმლის კოლიკა;
• პილოროსპაზმი;
• ალგოდისმენორეა;
• “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან” ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ანბერის მიღება კვების წინ 15 წთ-ით ადრე 2_4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 1/4-1/2 ტაბლეტი 3_4-ჯერ დღეში,
7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის -½1/2 ტაბლეტი 3_4-ჯერ დღეში.
 
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე,  გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა,  ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
მხედველობის მხრივ: აკომოდაციის დარღვევა. 
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
სხვა: ძილიანობა,  მოუსვენრობა, შფოთვა, გაფანტულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე.

უკუჩვენება:
ობსტრუქციული უროპათია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,  მწვავე წყლულოვანი კოლიტი, რეფლუქს- ეზოფაგიტი, ჰემატოლოგიური დაავადებები, გლაუკომა, მიასთენია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერმგრძნობელობა დიციკლომინის ჰიდროქლორიდისა და სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი,
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქინიდინის ჯგუფის ანტიარითმიული, ანტიჰისტამინური, ნეიროლეპსიური საშუალებები (ფენოთიაზინები), ბენზოდიაზეპინები, მაო-ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მეპერიდინი), ნიტრატები და ნიტრიტები, სიმპათომიმეტური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატები ახშირებს გვერდით მოვლენებს.
ანტიქოლინერგული პრეპარატები ეწინააღმდეგებიან გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას. მათი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაცია ინტრაოკულარული (თვალშიდა) წნევის მომატების შემთხვევაში  სახიფათოა.
ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების, მაგალითად, დიგოქსინის შეწოვის დარღვევა.  ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებისას ფერხდება იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილებებს (მეტოკლოპრამიდი). რადგან ანტაციდური პრეპარატები გავლენას ახდენენ ანტიქოლინერგული საშუალებების აბსორბციაზე, მათი კომბინირებული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
ანტიქოლინერგული პრეპარატები აინჰიბირებს რა მარილმჟავის სეკრეციას, წარმოადგენს აქლორჰიდრიის სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტს. ამიტომ ისინი გამოიყენება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დიაგნოსტიკის დროს.

ჰიპერდოზირება:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი:
ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, ტემპერატურის მომატება,  კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, აგზნებადობა. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის დროს შეიძლება გამოვლინდეს კურარეს მსგავსი ეფექტი, რომელიც წინ უძღვის კუნთოვანი სისუსტისა და  დამბლის შესაძლო განვითარებას.
მკურნალობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ქოლინერგული ანტიდოტი.
პარაცეტამოლი:
პირველ 24 სთ-ში პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის ნიშნებია: სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს 12 სთ-დან 48 სთ-მდე. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევასა და თირკმლის დაზიანებას.
მკურნალობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ნაწლავების გაწმენდა, კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ანტიდოტი, როგორიცაა აცეტილცისტეინი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის   მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.  
ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.
აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.


შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 1 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე,  მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი : რეცეპტით)

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.