ანესტოცილი 0.4% 10მლ თვ/წვ

ანესტოცილი®

Anestocil®

ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი 0.4%

4მგ/მლ თვალის წვეთები, სტერილური ხსნარი 

ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

- შეინახეთ მოცემული ფუცელი -ჩანართი, შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია მათ ზიანი მიადგეთ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში

  1. რა არის ანესტოცილი და რისთვის გამოიყენება ის
  2. რა უნდა იცოდეთ ანესტოცილის გამოყენებამდე
  3. ანესტოცილის მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. ანესტოცილის შენახვის პირობები
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

 

  1. რა არის ანესტოცილი და რისთვის გამოყენება ის?

ანესტოცილის თვალის წვეთები, ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ოქსიბუპროკაინის ჰიდროლორიდი 4მგ/მლ, რასაც აქვს რქოვანას ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება. ანესტოცილი ინიშნება ზედაპირული ანესთეზიისთვის, აუცილებლობისას გარკვეული სამედიცინო ჩარევებში, როგორიცაა ტონომეტრია, კონტაქტური ლინზების შემოწმება და რქოვანადან და კონიუნქტივადან  უცხო სხეულის ამოღება.

  1. რა უნდა იცოდეთ ანესტოცილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ანესტოცილი

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

- კონტაქტური ლინზების მიმართ ამტანობის გასაუმჯობესებლად

- მცირე ასაკის ბავშვებში სამედიცინო დანიშნულების გარეშე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ანესტოცილის გამოყენებამდე.

- საანესთეზიო თვალის წვეთებს არ აქვთ სამკურნალო მოქმედება, ამგვარად, სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისას, გუგაში ტკივილის გაყუჩების მიზნით, მსგავსი გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე;

- მოცემული თვალის წვეთების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას მრავლობითი დაზიანება და მხედველობის შეუქცევადი დარღვევა;

- დაუშვებელია მოცემული პროდუქტის გამოყენება გუგაში ტკივილის გაყუჩების მიზნით ოფთალმოლოგისგან მანამდე დასმული დიაგნოზის გარეშე, ვინაიდან შეიძლება შენიღბოს ან გააძლიეროს რქოვანას დაზიანება;

- სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ალერგიის და ჰიპერთირეოზის დროს.

სხვა პრეპარატები და ანესტოცილი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ანესტოცილთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხარ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე. კვლევები არ ჩატარებულა მსგავს სიტუაციებში. ამიტომ მოცემული თვალის წვეთების გამოყენება დაუშვებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

  1. ანესტოცილის მიღების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

დოზირება დგინდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ თითოეული შემთხვევის მიხედვით. რეკომენდებული დოზაა 1-2 წვეთი, სამედიცინო ჩრევამდე 2 წუთით ადრე.

თვალის წვეთები ჩაიწვეთეთ კონიუნქტივალურ ჩანთაში (ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს).

პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ჩაწვეთების მომენტისთვის შეიძლება განვითარდეს ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, მაგრამ ეს არ არის პრობლემა არამედ დროებითი დისკომფორტი.

თვალის დონეზე: კონიუნქტივიტი, რქოვანას ედემა, რქოვანას წყლული, რქოვანას შეხორცების შეყოვნება და პუნქტატური კერატიტი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეეფქტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმარეოთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5.ანესტოცილის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე EXP-სთან მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სანათლის და ნესტისგან დაცულ ადგილას.

სხვა თვალის წვეთების მსგავსად ანესტოცილის გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ 28 დღის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ანესტოცილი

  • აქტიური ნივთიერებაა ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი.
  • დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ფენილმერკურული ნიტრატი 0.02მგ/მლ კონსერვანტის სახით, მაღალგასუფთავებული წყალი და ჰიდროქლორის მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის).

ანესტოცილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ანესტოცილის თვალის წვეთები მოცემულია სტერილურ, გაუმჭვირვალე თეთრი ფერის LDPE ბოთლებში გამჭვირვალე საწვეთურით და გაუმჭვირვალე HDPE თავსახურებით. ყოველი ბოთლი შეიცავს 10მლ ანესტოცილის თვალის წვეთებს, ხსნარს.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველჰა

პორტუგალია