ანტი-ფიშერ ბარიჯ30გ რექ.კრ+აპლ

ანტი-ფიშერ ბარიჯ30გ რექ.კრ+აპლ

ანტი-ფიშერ ბარიჯი®

Anti-Fissure Barij® 

სავაჭრო დასახელება:

ანტი-ფიშერ ბარიჯი®

ფარმაცევტული ფორმა:

რექტალური კრემი

შემადგენლობა:

გვირილას ექსტრაქტი (Matricaria chamomilla) და  მცირეაზიური მუხა (Quercus infectoria).

აქტიური ინგრედიენტები:

თითოეული 100 გ შეიცავს: 0.077 – 0.104 მგ აპიგენინი და 20.9 – 22.85 მგ ფენოლი პროდუქტის თითოეულ გრამში.

არააქტიური ინგრედიენტები:

სეზამის ზეთი, ვაზელინი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, იონოლი, პროპილპარაბენი, გლიცერინის მონო სტეარატი, გლიცერინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი/ნატრიუმის დოდეცილსულფატი, მეთილპარაბენი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მიორელაქსანტი, ათქ კოდი: C05AE01

ჩვენება:

ანალური ნახეთქების ადიუვანტური თერაპია.

დოზა და მიღების წესი

მალამოს თხელი ფენა დაიტანეთ ანალურ ნახეთქებზე  დღეში 2-ჯერ

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ  ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

კვლევები არ არის ჩატარებული.

გამოყენება პედიატრიულ ასაკში:

პედიატრიულ ასაკში პროდუქტის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.

გამოშვების ფორმა და დოზა:

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ალუმინის ტუბი აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შეფუთვის ზომა: 30გ

შენახვის პირობები:

მოარიდეთ სინათლეს, შეინახეთ 15-300 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატის გამოშვებიდან 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

ირანი, ქაშანი, Barijessence Pharmaceutical Company

ტელ: + 98 86 44465112

ვებ-გვერდი: www.barijessence.com