ანტიფლუ (ANTIFLU)
გარსით დაფარული აბები
სავაჭრო დასახელება
ანტიფლუ
სამკურნალწამლო ფორმა
გარსით დაფარული აბები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (ფსიქოლეპტიკების გარდა).
აღწერილობა
კაფსულისმაგვარი აბები ჭია ყვითელი ფერის, გამჭირვალე აპკით დაფარული, ტვიფრული აღნიშვნით „Antiflu” ცალ მხარეს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები (1 აბი): აცეტამინოფენი (აცეტამინოფენის გრანულების* სახით) 325მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური, D&C ყვითელი №10 ლაქი (E104) მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ზეთი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი.
*გრანულების შემადგენლობაში შედის: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი, სტეარინმჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი)ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და სუსტ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში და ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე გავლენაში.
ქლორფენირამინის მალეატი-ანტიჰისტამინური საშუალება, H1-ჰისტამინერგული რეცეპტორების ბლოკატორი. აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ცხვირის, ცხვირ-ხახის და ცხვირის დამატებითი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს და ცრემლდენას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი-ალფა ადრენომიმეტიკი, რომელიც სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების ხარჯზე ამცირებს შეშუპებას და ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას.
ფარმაკოკინეტიკა
აცეტამინოფენი სწრაფად და სრულიად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს -2.5 საათს და ხანგრძლივდება ღვიძლის დაავადებებით დაავადებულ პირებში.
აცეტამინოფენი ძირითადად მეტაბოლიზირდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასა და გოგირდმჟავასთან კონიუგაციის ხარჯზე, ნაწილობრივ განიცდის დეაციტილირებას ან ჰიდროქსილირებას. გამოიყოფა შარდთან ერთად (85% 24 საათის განმავლობაში). გამოყოფა ნელდება თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში აცეტამინოფენის და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება ორგანიზმში,
ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან , აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში, ცნს-ის ჩათვლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-დან 15-მდე საათს. მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლში. გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბილიტების ფორმით და ნაწილობრივ უცვლელი სახით.
ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ აქვს შეზღუდული ბიოჭეღწევადობა პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო.
გამოყენების ჩვენება
მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის სიმპტომური მკურნალობა, რომელთაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთ-სახსროვანი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რინორეა.
გამოყენების წესი და დოზირება
აბები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
უფროსები: 1-2 აბი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 აბისა დღე-ღამეში.
ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 აბი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში.
12 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის დღე-ღამური დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
გვერდითი მოქმედება
აცეტამინოფენი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, მადას დაქვეითება, შეკრულობა, დიარეა ან მეტეორიზმი. პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზის ხანგრძლივად მიღებისას-ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
სისხლის სისტემის მხრივ: ძალზედ იშვიათად-ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის კოლიკა, ასეპტიური პიურია, ინტერსტიციალური გლომერულონეფრიტი, ძალზედ იშვიათად-ნეფროტოქსიური მოქმედება, პაპილარული ნეკროზი.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად-გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, ძალზედ იშვიათად-ბრონქიალური ობსტრუქცია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერთეულ შემთხვევებში-ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება.
ზოგჯერ შეიმჩნევა ალერგიული ტიპის რეაქციები, ასთმური შეტევის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აცეტილსალიცილისმჟავის აუტანლობა აქვთ.
სხვა: იშვიათად-ჰიპოგლიკემია, საერთო სისუსტე, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა.
ქლორფენირამინის მალეატი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის და ხახის სიმშრალე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალზედ იშვიათად-მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-ტაქიკარდია.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად - ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალზედ იშვიათად-შარდის შეკავება და სტრანგურია (შარდვის გაძნელება).
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ცნს-ის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-ტაქიკარდია, რეფლექტორული ბრადიკარდია, ქოშინი, გულის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში), არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ღვიძლის ან/და თირკმლის გამოკვეთილი დარღვევები, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი, სისხლის დაავადებები, მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისადმი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, შარდვის გართულება წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, ფილტვის ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ბრონქიალური ასთმა, ფეიქრომაციტომა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, ალკოჰოლიზმი, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მიღება და მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობასი, ორსულობა, ლაქტაცია.
დოზის გადაჭარბება
უფროსებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში 10გ პარაცეტამოლზე მეტის მიღებისას შესაძლოა მოხდეს ღვიძლის დაზიანება. 5გ პარაცეტამოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება პირებში შემდეგი რისკის ფაქტორებით (იხ. ქვემოთ):
- ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას;
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
- გლუტატიონის აშკარა დეფიციტი (შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მონელების დარღვევისას, მუკოვიციდოზისას, აივ-ინფექსიებისას, შიმშილობისას, კახექსიისას);
პარაცეტამოლის დოზის გადამეტების სიმპტომები: პირველ დღეს-სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შესაძლებელია გლუკოზის მეტაბოლიზმის ცვლილებები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა მოხდეს თირკმლის უკმარისობის პროგრესირება ენცეფალოპათიის, სისხლდენის, ჰიპოგლიკემიის, ტვინის შეშუპების, სიკვდილის განვითარდებამდე. თუ პაციენტს გაუჩნდა ჩივილები წელის ტკივილზე, ჰემატურიასა და პროტეინურიაზემ ეჭვის უნდა მივიტანოთ მწვავე თირკმლის უკმარისობაზე მწვავე ტუბულარული ნეკროზით, რაც შესაძლოა შეინიშნოს ღვიძლის დაზიანების არარსებობის დროსაც კი.
მკურნალობა:
უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია სიმპტომების გამოვლენის ხარისხის მიუხედავად ორგანოების დაზიანების რისკის გამო.
აქტივირებული ნახშირის მიღება ეფექტურია, თუ პარაცეტამოლის მიღებიდან გასულია არაუმეტეს 1 საათისა. პარაცეტამოლის პლაზმური კონცენტრაციები უნდა შეფასდეს მიღებიდან 4 საათის შემდეგ. პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა -აცეტილცისტეინით (აუცილებლობის შემთხვევაში -შიდავენურად). მაქსიმალური ეფექტი - 8 საათის ფარგლებში პარაცეტამოლის ზედმეტი დოზის მიღებიდან, შემდეგ მკვეთრად ეცემა. ღებინება არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს მეთიონინი პერორალურად.
ფენილეფრინი
ფენილეფრინის დოზის გადამეტების სიმპტომები-იხილეთ შესაბამის განყოფილებაში აღწერილი გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰიპერტენზია და რეფლექტორული ბრადიკარდია. ფენილეფრინის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული გამოვლინებების გამოწვევა, ბევრად ნაკლებია პარაცეტამოლის შესაბამის რაოდენობაზე, რომელიც საკმარისია ღვიძლის ტოქსიკურობის განსავითარებლად.
მკურნალობა სიმპტომური. გამოკვეთილი ჰიპერტენზიის წარმოქმნისას მიზანშეწონილია ალფა-ადრენობლოკატორების, მაგალითად ფეტნოლამინის გამოყენება.
ქლორფენირამინი
დოზის გადამეტების სიმპტომები: შესაძლებელია სედაცია, ცნს-ის პარადოქსალური აგზნება, კრუნჩხვა, ანტიქოლონერგიული ეფექტები, დოსტონიური რეაქციები, არითმია.
მკურნალობა. სიმპტომატური და ხელშემწყობი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის, სასუნთქი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციებს, წყალ-ელექტროლიტურ ბალანსს. უკუჩვენების და ბოლო დროს დოზის გადამეტების არარსებობისას-აქტივირებული უკუჩვენების და ბოლო დროს დოზის გაფამეტების არარსებობისას-აქტივირებული ნახშირი პერორალურად (ეს შედარებით უფრო ეფექტურია, თუ პრეპარატის მიღებიდან ერთ საათზე მეტი არაა გასული). ჰიპერტონიისა და არითმიის მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. კრუნჩხვის წარმოქმნისას ეფექტურია დიაზეპამი. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოპერფუზია.
უსაფრთხოების ზომები
მკურნალობის ხანგრძლივობა-არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობისას, მაღალი ტემპერატურისას, რომელიც ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის მკურნალობის ფონზე, აგრეთვე ახალი სიმპტომების გაჩენისას საჭიროა მხედველობაში იქონიოთ უფრო სერიოზლი დაავადებების შესაძლებლობა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის გადამეტების რისკთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, რეინოს სინდრომი, პროსტატის გადიდება, პრეპარატის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი არ უნდა მიიღოთ დეკონგენსტატებთან და გაციების და გრიპის სიმპტომების შემამსუბუქებელ სხვა პრეპარატებთან ერთად.
მკურნალობის პერიოდსი საჭიროა თავი შეიკავოთ ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი (ტრანკვილიზატორების) სამკურნალწამლო საშუალებების მიღებისგან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის ტარებასა და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცეტამინოფენის ჰეპატო და ნეფროტოქსიურობა ძლიერდება ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან კომბინირებისას. აცეტამინოფენი ანელებს ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების გამოყოფას. ტეტრაციკლინები ზრდის ანემიის და მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკს აცეტამინოფენის მიღებისას. აცეტამინოფენის შეწოვის სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდსა და დომპერიდონთან ერთად მიღებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. ხანგრძლივი რეგულარული მიღებისას აცეტამინოფენი აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულანტიურ ეფექტს და ზრდის სისხლდენის რისკს, იშვიათი მიღებისას არსებით გავლენას არ ახდენს.
საძილე და სედატური საშუალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება არსებითად აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველ გავლენას. ქლორფენირამინი ახდენს მეტაბოლიზმის ინჰიბირებას და ზრდის ფენიტოინის ტოქსიკურობის რისკს. ლოპინავირს შეუძლია გაზარდოს ქლორფენირამინის პლაზმური კონცენტრაცია. ქლორფენირამინი აძლიერებს ატროპინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების სპაზმოლიტიკების, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტიქოლინერგულ ქმედებას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ასუსტებს რეზერპინის და ოქტადინის ჰიპოტენზიურ ქმედებას. მონოამინოქსიდაზას და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზული კრიზის განვითარება. ფენილეფრინის სხვა სიმპტომიმეტურ ამინებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკი. ფენილეფრინმა შესაძლოა შეასუსტოს ბეტა-ბლოკატორების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი და გაზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი და სხვა არასასურველი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ამიტრიპტილინი) ფენილეფრინთან ერთად მიღებისას ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობას. ინჰალაციური ანესთეზიის ჩატარების წინ ფენილეფრინის მიღება ზრდის გულის რითმის დარღვევის რისკს. ფენილეფრინის დიგოქსინთან და გულის გლიკოზიდებთან ერთად მიღება ზრდის გულის არითმიისა და ინფარქტის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები
არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყონოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
12 აბი პოლივინილქლორიდ/ალუმინის ბლისტერში. ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
კონტრაკტ ფარმაკალ კორპორეიშიონ,
135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ იორკი, 11788 აშშ.