ანტიოქსიკაფსი სელენით
Antioxicaps with selen
Antioxicaps with selen
სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი სელენით.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 20მგ (გაანგარიშებით β_კაროტინზე _ 6მგ), α_ტოკოფეროლის აცეტატი _ 30მგ, ასკორბინის მჟავა _ 100მგ, საფუარის სელენი (გაანგარიშებით სელენზე) _ 0.03მგ.
დამხმარე ნივთიერება _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ფარმაცევტული ჟელატინი, გლიცერინი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.
აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვის დროს შესაძლოა ნარევის განშრევება.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები მიკროელემენტებთან კომბინაციაში.
ათქ კოდი: [A 11 AA04]
გამოყენების ჩვენება
ანტიოქსიკაფსი სელენით, როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდანტური პრეპარატი ნაჩვენებია:
_ (C, E და A) ვიტამინების და სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი სელენით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ, წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და მოზრდილებს _ 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
ანტიოქსიკაფსი სელენით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ A, C და E ვიტამინების მოთხოვნილების გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ანტიოქსიკაფსი სელენით გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში, აგრეთვე ბავშვებში 14 წლამდე, რადგან პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროდუქტების და აგრეთვე A და D ვიტამინების მომეტებული შემცველობა. ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების დროს მცირდება ასკორბინის მჟავის შეწოვა. ვიტამინი ჩ ზრდის რკინის შეწოვას, სალიცილატებითა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 500მგ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.