ანზიბელი #30ტ საწ.მენთოლით

ანზიბელის ტაბლეტები


ფორმულა

ანზიბელის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინს HCL, 4 მგ ბენზოკაინსა და 3 მგ ენოქსოლონს აქტიური ნივთიერების სახით; და აცესულფამ კალიუმს, სორბიტოლს დამატკობლების სახით.  

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ანზიბელი ხელს უწყობს ოროფარინგეალურ არეში ადგილობრივი გაღიზიანებით გამოწვეული ტიპიური მოუსვენრობის პროფილაქტიკას ქლორჰექსიდინისა ანტისეპტიკური ეფექტით, ლოყა-ხახის ლორწოვანზე ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტითა და ბენზოკაინის ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ბენზოკაინი, სხვა ყველა ადგილობრივი ანესთეტიკების მსგავსად სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და დაზიანებული კანიდან. ბენზოკაინი ეთერის ტიპის ადგილობრივი ანესთეტიკია. ეთერის ტიპის ანესთეზიური საშუალებები ჰიდროლიზდებიან ესთერაზებით პლაზმაში და უფრო მცირე ხარისხით ღვიძლში. ეთერის ტიპის ანესთეტიკების უმრავლესობა მცირედით უკავშირდება ცილებს.
კატიონური ბუნების გამო, ქლორჰექსიდინი ძლიერად უკავშირდება კანს, ლორწოვანს და სხვა ქსოვილებს და ამიტომ ძალიან ცუდად შეიწოვება. პერორალური გამოყენების შემდეგ სისხლში შესამჩნევი კონცენტრაციები არ ვლინდება.
ენოქსოლონი ფერმენტ 11β-ჰიდროქსისტეროიდ დეჰიდროგენაზას ძლიერი ინჰიბიტორია, რომელიც ინაქტივირებს კორტიზოლს, და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ჰიდროკორტიზონთან ერთად გამოყენებისას აძლიერებს კანში ჰიდროკორტიზონის აქტივობას.

ჩვენებები
ანზიბელი იწვევს ადგილობრივ და დროებით სიმპტომატურ შემსუბუქებას ოროფარინგეალური მიდამოს მსუბუქი ინფექციიური და ანთებითი მდგომარეობების დროს.

უკუჩვენებები
ანზიბელი არ გამოიყენება პაციენტებში ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის ან ანესთეზიური აქტივობის მქონე ეთერის ნებისმიერი სხვა წარმოებულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას.
ის არ გამოიყენება პაციენტებში ფენილკეტონურიით.

უსაფრთხოების ზომები
გამოყენება სპორტსმენებში
მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ეს პროდუქტი შეიცავს ბენზოკაინს, რომელმაც შეიძლება დადებითი დოპინგ შედეგი მოგვცეს.
გაფრთხილება არააქტიური ინგრედიენტების შესახებ
ანზიბელის ყოველი ტაბლეტი შეიცავს სორბიტოლს დამატკობლების სახით. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და ფაღარათი.

ანზიბელი არ გამოიყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობით აუტანლობით.
ვინაიდან დამატკბობელი საშუალების სახით შეიცავს აცესულფამ კალიუმს, ძალიან სახიფათოა მისი გამოყენება პაციენტებში, კალიუმის შეწოვის დარღვევებით. პერორალური მიღების შემდეგ, კალიუმის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და ფაღარათი.
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა წამლის გამოყენების შესახებ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში (< 25ºC), ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გვერდითი მოველენები
იშვიათად, აღინიშნება გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები. ჭარბი დოზირების ან ხანგრძლივი გამოყენების შედეგად, შეიძლება განვითარდეს შეშუპება და ჰიპერტენზია. განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ კბილზე მყარი ნადებები, შეიძლება წარმოიქმნას კბილების პიგმენტაცია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს დისგვეზია (გემოს აღქმის დარღვევა), თუმცა მკურნალობის გაგრძლებისას ის ქრება.
ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამლებთან ურთიერთქმედება
ანზიბელის ტაბლეტი გამოიყენება ოროფარინგეალურ მიდამოში.

რეკომენდებული დოზა უფროსებისა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის:
ერთი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირში, სადაც ის ნელა უნდა გაიხსნას 2-3 საათის ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა არის 8 ტაბლეტი.

6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის დოზირება:

ერთი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირში, სადაც ის ნელა უნდა გაიხსნას 4-5 საათის ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი.
არ დაღეჭოთ და არ გადაყლაპოთ ტაბლეტი. დაელოდეთ მანამ სანამ ის ბოლომდე არ გაიხსნება პირში. ტაბლეტის დაღეჭვა და გადაყლაპვა არ შეიძლება იმიტომ, რომ ანზიბელის ტაბლეტს დადებითი თერაპიული ეფექტი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირდაპირი კონტაქტი აქვს ანთებით ოროფარინგეალურ მიდამოზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდიში ანზიბელის ტაბლეტების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.   

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

არ მოიპოვება

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არ მოიპოვება

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში (< 25ºC), ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ანზიბელის ტაბლეტები წარმოდგენილია 30 ტაბლეტიანი ბლისტერებით.
 
დოზირების სხვა ფორმები:
ანზიბელის ტაბლეტები თაფლისა და ლიმონის არომატით, წარმოდგენილია 30 ტაბლეტიანი ბლისტერებით.
ანზიბელის ტაბლეტები პიტნის არომატით წარმოდგენილია 30 ტაბლეტიანი ბლისტერებით.

ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

Barbaros bulvari 76-78
34353 ბეშიკტაში/სტამბული