არგენტო-სეპტი ( Lamyra )
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი. შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალო პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ყელისა და პირის ღრუს სპრეი ფლაკონში, დასაკეცი დოზატორის მოწყობილობით, მოცულობით 25 მლ.
შემადგენლობა: გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, ვერცხლის ნანოკოლოიდი, გლიცერინი, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტი, კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მინერალური მარილები, მენთოლის ზეთი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილის სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: არგენტო-სეპტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, დამცავი, დამატენიანებელი, დამარბილებელი, მკვებავი თვისებები. პრეპარატის სამკურნალო თვისებები – ეს არის წყლის შემადგენლობაში შემავალი მინერალების, მიკრობების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, კვებითი, ბაქტერიოციდული კომპონენტების ერთობლივი მოქმედების კომპლექსი. ვერცხლის ნანოკოლოიდი აფერხებს მიკროორგანიზმების განვითარებას, ვინაიდან ახდენს ფერმენტების დეზაქტივაციას, რომლებსაც ისინი იყენებენ აერობული მეტაბოლიზმის დროს. ვერცხლის ნანონაწილაკებთან კონტაქტში ყოფნისას მიკროორგანიზმების ცოტოპლაზმური მემბრანა კარგავს ელექტრო სიგნალების შერჩევით გატარების უნარს, რაც არღვევს მათი ცხოველმოქმედების პროცესებს (კვება, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფა). მეცნიერულ კვლევებში არ იქნა აღმოჩენილი ვერცხლის მოქმედების მიმართ მდგრადი ბაქტერიების შტამების განვითარება. არგენტო-სეპტში არსებული მენთოლი ხსნის ანთების სიმპტომებს, ტკივილს, წვას, აგრილებს სუნთქვას. გლიცერინი-ატენიანებს ყელისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსს.
ჩვენება: არგენტო-სეპტი გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
პირველი გამოყენების წინ აუცილებელია დოზატორზე რამოდენიმეჯერ დაჭერა, იმისთვის რომ დოზატორი შეივსოს პრეპარატით. დოზატორი უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად პირის ღრუში და დაჭერისას, გაფრქვეულ იქნას ყელის მიმართულებით, დღეში 2-3 ჯერ 3-4 დოზა. პრეპარატის შეშხურების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში აკრძალულია სითხის და საკვების მიღება.
უკუჩვენება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
წამლის გვერდითი მოქმედება არ გამოვლინდა.
განსაკუთრებული მითითებები მოერიდეთ თვალში მოხვედრას.
პრეპარატი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიკური მოწყობილობების მომსახურებაზე. გამაფრქვევლის დაბინძურებისას მოხსენით ის, გამორეცხეთ და მოასხით მდუღარე წყალი.
შეფუთვა: პლასტიკის ფლაკონი დოზატორით მუყაოს შეფუთვაში, ჩანართის ფურცლით.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის ძნელად მიღწევად ადგილში.
აფთიაქებიდან გაშვების პირობები - რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი Arkona Trade and Science Sp.J, პოლონეთი Lamyra LLP-სთვის, დიდი ბრიტანეთი.