არიფონი რეტარდი 1.5მგ #30ტ

არიფონი რეტარდი 1.5მგ #30ტ
არიფონ რეტარდი
ARIFON RETARD
 
 
 
საერთაშორისო დასახელება - indapamide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C03BA11

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით
; თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ.1,5 მგ. 30ც

აქტიური კომპონენტი: ინდაპამიდი 1,5მგ
არაქტიური ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.
აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევისთვის. (არტერიული ჰიპერტენზია)
ის წარმოადგენილია პროლონგირებული მოქმედების აპკიანი ტაბლეტების სახით, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ინდაპამიდი
ინდაპამიდი - დიურეზული საშუალება. უმეტესობა დიურეზული საშუალებები ზრდიან თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან იმით, რომ მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელების მიერ წარმოქმნილი შარდის მოცულობას.

ჩვენებები

მომატებული არტერიული წნევა

მიღების წესები და დოზები

1 ტაბლეტი დღეში, სასურველია დილით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა და გატეხვა. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების მიღება ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლე.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატს, არიფონ რეტარდსაც (თუმცა არა ყველა პაციენტში) შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მათ მიეკუთვნება:
- გავრცელებული (10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში): სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება, რამაც შეუძლია გამოიწვიოს კუნთური სისუსტე.
- არაგავრცელებელი (100-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში): ღებინება, ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიუური ხასიათის, ისეთები როგორიცაა, გამონაყარი, პურპურა, (კანზე წითელი წერტილები) ალერგიული და ასთმური რექციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
- იშვიათი (1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში): - დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია),
- დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (ისეთი როგორიცაა გულისრევა და ყაბზობა), პირის ღრუს სიმშრალე;
- გაუწყლოების მომატებული რისკი ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის უკმარისბით.
- ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე უფრო ნაკლები):
- გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა,
- თირკმლის დაავადებები,
- პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს ტკივილს მუცლის ზედა არეში), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება);
- სისხლის სურათის ცვლილება, ისეთი როგორიცაა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სილურჯეების და ცხვირიდან სისხლდენის ადვილად გაჩენას), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს უმიზეზო ცხელების, ყელის არეში ტკივილის ან გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომების განვითარებას – ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია) და ანემია (ერითროციტების შემცველობის შემცირება),
- ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება, კანის მწვავე რეაქციები. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის, ტუჩების, ენის, ყელის ან სასუნთქი გზების ლორწოვანი მემბრანების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში (კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადების ტიპი) შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. არსებობს ფოტომგრძნობელობის მონაცემები (ცვლილებები კანის მხრივ) მზის ან ხელოვნური ულტრაისფერი სხივების მოქმედების შემდეგ.

შესაძლებელია ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრის ცვლილება, ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლაბორატორიული მონაცენ]მების შემდეგ ცვლილებებს:
- სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა,
- სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, არტერიული წნევის შემცირება,
- შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს პოდაგრა (ტკივილი სახსრებში, განსაკუთრებით ფეხებში),
- დიაბეტით დაავადებულებში სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, სისხლში კალციუმის დონის მომატება.
თუ ეს ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს და თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენება

- ალერგია ინდაპამიდზე, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე და არიფონ რეტარდის ნებისმიერ კომპონენტზე.
- თირკმლის სერიოზული დაავადება
- ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

სიფრთხილის ზომები:
არიფონ რეტარდი სიფრთხილით მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
- დიაბეტი,
- პოდაგრა,
- გულისცემის რითმის დარღვევა, თირკმლის დაავადებები,
- პარათირეოიდული სისტემის გამოკვლევის წინ.

თუ პაციენტს აქვს მომატებული ფოტომგრძნობელობა, საჭიროა ექიმის გაფრთხილება.
ექიმმა ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დონეების შესაფასებლად შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი.
ნებისმიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების და მოცემული პრეპარატის მიმართ ეჭვის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სპორტსმენებმა უნდა იცოდენ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელმაც შეიძლება მისცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე სჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდა ორსულობის ფაქტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე. ორსულობის დაგეგმვისას საჭიროა მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენება.
აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში, ამიტომ მოცემული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

არიფონ რეტარდის დოზის გამორჩენის შემთხვევაში, მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვეულებრივ, ჰიპოტენზიური მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლე, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების გაჩენისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის დაუყოვნებელი კონსულტაცია. არიფონ რეტარდის ძალიან დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების გამომუშავებული შარდის მოცულობის შეცვლა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს და ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ის ღებულობს ან ღებულობდა, იმის მიუხედავად, თუნდაც ისინი გაიცემოდეს ურეცეპტოდ.
არიფონ რეტარდის ერთდროული მიღება ლითიუმთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) არ შეიძლება, რადგანაც ამან შეიძლება გამოწვიოს სისხლში ლითიუმის შემცველობის გაზრდა.
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს შემდეგი პრეპარატების შესახებ, რადგანაც მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილს ზომები:
- გულისცემის დარღვეული რითმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუთილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი),
- მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ისეთების როგორიცაა დეპრესია, განგაში, შიზოფრენია, და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები),
- ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
- ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებისას),
- სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
- ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
- პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის დროს),
- მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, მაგალითად თივის ცხელების დროს),
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები,
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) (გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
- პერორალური კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით.
- საფაღარათე საშუალებები,
- ბაკლოფენი (ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სკლეროზის დროს განვითარებული კუნთების სისუსტის დროს),
- კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი),
- მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
- იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები (გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევისას)
- კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის შემავსებელი სხვა პრეპარატები,
- ციკლოსპორინი, ტაკრომილუსი, ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ, აუტოიმუნური, მწვავე რევმატიული და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
- ტეტრაკოზაკციდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ)

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მხედველობის არიდან მოშორებულ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის მითითებისას, იგულისხმება თვის უკანასკნელი რიცხვი.
შენახვის ვადა 2 წელი
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება წამლის ჩაგდება გამდინარე წყლებში და კანალიზაციაში. იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა გადააგდოს ის წამალი რომელიც მას აღარ სჭირდება, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ფარმაცევტს. ეს საჭიროა გარემოს დასაცავად.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი