ართროკოლი
ARTROCOL
ARTROCOL
სავაჭრო დასახელება
ართროკოლი, Artrocol
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
კეტოპროფენი, Ketoprofen
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
შემადგენლობა
თითოეული ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M01AE03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ართროკოლი - არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავის წარმოებული. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, და ცენტრალურით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ასევე მოქმედებით სხვა ნეიროტროპული სუბსტანციების ბიოლოგიურ აქტივობაზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ზურგის ტვინში ტკივილის მედიატორების გამოთავისუფლებაში. ამის გარდა, კეტოპროფენს გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შენელებას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
გამოყენების ჩვენებები
ტკივილის თანხლებით მიმდინარე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია:
- რევმატოიდური ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
- რევმატიზმი სახსრის დაზიანების გარეშე (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის კაფსულიტი).
ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ოპერაციისშემდგომი და პოსტტრავმატული ტკივილები, ალგოდისმენორეა, ტკივილები სიმსივნის მეტასტაზების დროს).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- მიდრეკილება სისხლდენისადმი;
- არაკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- ოპერაციისშემდგომი პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ;
- ანამნეზში მითითება ბრონქულ ასთმაზე, ჭინჭრის ციებასა და რინიტზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილცალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაცია;
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
სხვა: იშვიათად – ტრანზიტორული დიზურია, გამონაყარი კანზე.
მიღების წესი და დოზირება
ართროკოლი გამოიყენება კუნთებში შესაყვანად. შეყავთ პრეპარატის 2 მლ 1-2 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს. გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე დღეს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვინაიდან კეტოპროფენი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ართროკოლთან ერთდროულად გამოყენებადი ანტიკოაგულანტების, დიფენილჰიდანტოინის ან გოგირდის შემცველი პრეპარატების დოზები უნდა იქნას შემცირებული.
აძლიერებს ჰეპარინის, ტიკლოპიდინის, კორტიკოსტეროიდების, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების და ალკოჰოლის ეფექტს, ასუსტებს სპირონოლაქტონის, პერიფერიული ვაზოდილატორების ეფექტს.
კეტოპროფენი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიურობას.
კეტოპროფენის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება პრობენეციდის (თრგუნავს თირკმლის ექსკრეციას) ფონზე.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
არტროკოლი სიფრთხილით გამოიყენება ერთდოულად აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, დიურეტიკებთან, მეტოტრექსატთან და ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
სიფრთხილით ენიშნებათ პრეპარატი პაციენტებს ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის
დარღვევით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, ბრონქული ასთმის,
რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
დროს, ხანდაზმულ ადამიანებს. ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნისას
იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატ ართროკოლის გამოყენების ფონზე საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვლემა, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს; აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ თერაპიას.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლებელ რისკს. ართროკოლის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ართროკოლის გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 2 მლ ამპულებში.
6 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).
მწარმოებელი
ართროკოლი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინ“, დიდი ბრიტანეთი, სავაჭრო მარკას.
დამზადებულია:
"სპეშიალ პროდაქტს ლაინ ს.პ.ა." ქ. კამპობელო, 15, 00040 პომეცია (რომი), იტალია, "სო.სე. ფარმ ს.რ.ლ.", იტალია, ლიცენზიით.