ასპროვიტ C 0.4გ #10ტ შუშხუნა

ასპროვიტი C
(Acetylsalicilic acid+Ascorbic acid) 


სავაჭრო სახელწოდება: ასპროვიტი C
წამლის ფორმა: შუშხუნა ტაბლეტები
შემცველობა: ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 300 მგ ასკორბინის მჟავას, დამხმარე ნივთიერებები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს სიცხის დამწევ, მაანალგეზირებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ასკორბინის მჟავა შესაძლებლობას იძლევა დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება C ვიტამინში იმ დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს ტემპერატურის მომატება, და ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას.

გამოყენების ჩვენებები.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია და მსგავსი მტკივნეული მდგომარეობები); ცხელების მდგომარეობები ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში; «ასპირინისებური ასთმა»; აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით გამოწვეულ ჭინჭრის ციებაზე, რინიტზე ჩვენებების არსებობა ანამნეზში; ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოთრომბინემია; K ავიტამინოზი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; ორსულობა (I და III ტრიმესტრები), ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა სალიცილატების მიმართ, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები.
მიიღება შიგნით. წინასწარ ტაბლეტი იხსნება ოთახის ტემპერატურის ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ). დოზა მოზრდილებისათვის: 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში. დღე-ღამის უმაღლესი დოზა 8 ტაბლეტი.

გვერდითი მოქმედება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეა; იშვიათად – კნტ ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევების, სისხლდენები განვითარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის გამოფიტვა. ცნს-ს მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევები, შუილი ყურებში.
სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ანემია.
სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

ორსულობა და ლაქტაცია.
უკუნაჩვენებია გამოყენება ორსულობის I და III ტრიმესტრებში. ორსულობის II ტრიმესტრში შესაძლებელია ერთჯერადი გამოყენება მკაცრი ჩვენებებით.
აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, რაც ზრდის ბავშვში სისხლდენების განვითარებას თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის შედეგად, ამიტომ ხანგრძლივი გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით, ბრონქული ასთმის, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, მომატებული სისხლდენის ან შედედების საწინააღმდეგო თერაპიის ერთდროული ჩატარების დროს. აცეტილსალიცილის მჟავა მზირე დოზებშიც კი ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც შეიძლება გახდეს პოდაგრას მწვავე შეტევფის მიზეზი მიდრეკილ პაციენტებში. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების და/ან აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენების დროს დიდი დოზებით საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და ჰემოგლობინის რეგულარული კონტროლი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ურიკოზული პრეპარატების (პრობენეციდი, მენზბრომარონი, სულფინპირაზონი), დიურეზულების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, პერორალური მაჰიპოგლიკემიზირებელი საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას. გლუკოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენება ზრდის კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების რისკს. აცეტილსალიცილის მჟავა ასუსტებს დიურეზულების, ანტიჰიპერტენზიული, ასევე პოდაგრას საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას გამოყოფას.
აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატებისა და ლითიუმის მარილების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის და/ან ალუმინის ჰიდროქსიდს, ნელდება და უარესდება აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვას.

ჭარბი დოზა.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება; სხეულის ტემპერატურის მომატება, ჰიპერვენტილაცია, კომა, სუნთქვის უკმარისობა.
მკურნალობა: ჭარბი დოზის პირველი სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა; გამოხატული ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, სასწრაფო ჰოსპიტალიზირება.

გამოშვების ფორმა.
10 ტაბლეტი პენალებში.

შენახვის პირობები.
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა.
2 წელი.

მწარმოებელი.
ვიტალე-XD