ატრიკანი 250მგ #8კაფს

ატრიკანი 250მგ
(ATRICAN)


გამოშვების ფორმა: შეფუთვაშია 8 რბილი შინაგანად მისაღები კაფსულა.

შემადგენლობა
: 1 რბილი კაფსულა შეიცავს:
ტენონიტროზოლი (Tenonitrozole)………… 250 მგ
დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 კაფსულისათვის: არახისის ზეთი, ჰოდროგენიზირებული სოიოს ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, სორბიტანისა და სორბიტოლის ხსნარი, გლიცეროლი, ჰიპრომელოზის ფტალატი, დიბუთილის ფტალატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიპროტოზოული საშუალება - თიაზოლის სინთეზური წარმოებული აქტიური Trichomonas vaginalis მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან წარმოებს ნელა, რაც იძლევა ტრიქომონოციდური კონცენტრაციის შენარჩუნების საშუალებას სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჩვენება
: გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.

უკუჩვენება
: მომატებული მგრძნობელიბა ტენონიტროზოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ბავშვთა ასაკი. განსაკუთრებული მითითებანი: ატრიკანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება აკრძალულია; საჭიროა თქვენი და თქვენი სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა; მკურნალობისას ნუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ისინი შეიძლება შეიფეროს ყვითლად; მკურნალობისას შესაძლოა სკლერებისა და შარდის ყვითლად შეფერვა; უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ლეიკოციტარულ შემადგენლობას.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას სასურველი არ არის. თუ მკურნალობის დროს დადგინდა თქვენი ორსულობა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია გირჩიოთ, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან იგი აღწევს დედის რძეში.
დოზირების რეჟიმი: ჩვეული დოზა - 2 კაფსულა დღეში. თითო კაფსულა დილა-საღამოს ჭამის დროს 4 დღის განმავლობაში. საჭიროა თქვენი და თქვენი სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
გვერდითი მოვლენები: პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები (გულის რევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, მადის დაქვეითება), ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ასეთი შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ატრიკანის და დისულფირამის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.

შენახვის წესი და გამოყენების ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 30ºC. პრეპარატი არ გამოიყენოთ ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი
: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.