აზიკარი
Azicare
Azicare
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: აზიტრომიცინი
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: აზიტრომიცინი 250 მგ, დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
ჩვენებები: აზიკარი ნაჩვენებია მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით განპირობებული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია), და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ოტიტი). კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები), უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი ან/და ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae, Clamydia trachomatis-ით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან:
ურთიერთმოქმედი პრეპარატები | ეფექტები |
ანტაციდები | მცირდება აზიკარის შეწოვა, ამიტომ მას იყენებენ ანტაციდების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან ანტაციდების მიღებიდან 2 საათში. |
ციტოქრომ P 450 სისტემით მეტაბოლიზირებადი პრეპარატები: კარბამაზეპინი, ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, ფენიტოინი. | სისხლის შრატში ჩამოთვლილი პრეპარატების დონის მომატება. |
დიგოაციკარეინი | იზრდება დიგოაციკარეინის დონე სისხლის შრატში. |
ჭვავის რქის წარმოებულები | ვაზოსპაზმი და პარესთეზია |
ვარფარინი | ძლიერდება ანტიკოაგულაციური ეფექტი |
თეოფილინი | იზრდება შრატში თეოფილინის კონცენტრაცია |
ტრიაზოლამი | ქვეითდება ტრიაზოლამის კლირენსი, რაც იწვევს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას |
საკვების ერთდროული მიღება ანელებს აზიკარის შეწოვას – აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მიღების წესები და დოზირება:
ჩვეულებრივი თერაპიული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500 მგ-ს მკურნალობის I დღეს, შემდეგ 250 მგ-ს დღეში, მკურნალობის კურსი 5 დღემდე. ქლამიდიოზის დროს სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 გ-ს, გონორეული ურეთრიტის და ცერვიციტის დროს – 2 გ-ს. ბავშვების დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 1-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 3 დღე.
გვერდითი ეფექტები: დისკომფორტი მუცელში (ტკივილი, სპაზმი), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის გარდამავალი მომატება, გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, სხვა აზიდების, მაკროლიდების მიმართ, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანებები, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე:
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. აზიკარის და ანტაციდების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა პრეპარატის მიღებებს შორის.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილის მართვაზე.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
შენახვის ვადა:
2 წელი.
შეფუთვა:
250 მგ კაფსულები #6
მწარმოებელი:
Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3