ბეიბიხოლი
საკვები დანამატი
შემადგენლობა: სიროფის 100 მლ. შეიცავს არტიშოკის (Cynara Scolymus) მშრალი ფოთლების ექსტრაქტს - 20 გ. სიროფის 1 მლ. შეიცავს არტიშოკის (Cynara Scolymus) მშრალი ფოთლების ექსტრაქტს - 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დეიონიზებული წყალი, საქაროზა, სორბიტოლი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, გუმიარაბიკი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, კალციუმის აცეტატე, მარწყვის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური დახასიათება: არტიშოკის ექსტრაქტის შემადგენელი კომპონენტია ცინარინი. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცინარინი ასტიმულირებს საკვების მონელებას; აქვს ანტიოქსიდანტური, ჰეპატოპროტექტორული, ნაღვლმდენი, ანტიქოლესტაზური მოქმედება. არტიშოკის ექსტრაქტი აინჰიბირებს ჰეპატოცელულური ქოლესტერინის ბიოსინთეზს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპოროტეიდების ჟანგვას; ზრდის თანაფარდობას მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს შორის (HDL:LDL). თრგუნავს HMG-CoA - რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-CoA რედუქტაზა) აქტივობას, შესაბამისად, ამცირებს ,,მავნე ცხიმის” კონცენტრაციას ორგანიზმში. არტიშოკი, მისი ნაღვლმდენი ეფექტის წყალობით ამცირებს დისპეფსიის სიმპტომების სიმწვავეს. გარდა ამისა, არტიშოკს გააჩნია ღებინებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი და აირების წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტი. არტიშოკი იცავს ღვიძლს ტოქსინების, ანტიბიოტიკებისა და სინთეზური პრეპარატების დამაზიანებბელი ზემოქმედებისგან.
ბეიბიქოლი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
*სანაღვლე გზების დისკინეზია (ჰიპოკინეზური ტიპის), *დისპეფსია, *ქრონიკული ქოლეცისტიტი, *ქრონიკული ჰეპატიტი, *ქრონიკული ნეფრიტი, პიელონეფრიტი, *თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური მკურნალობა), *სიყვითლე, *აცეტონემია, *ინტოქსიკაციები (მძიმე მეტალებით, ალკალოიდებით, ნიტრატების შემცველი ნივთიერებებით).
დოზირება და მიღების წესი:
- 0-1 წელი: 0,3 - 0,5 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
- 1-5 წელი: 0,5 - 1,0 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
- 5 - 12 წელი: 2 - 3 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
- 12 წლის ზევით და მოზრდილები: 5 მლ. 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურისა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
განსაკუთრებული მითითებები: ნუ გადააჭარბებთ მითითებულ ასაკობრივ დოზას. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.
ვადა მითითებულია კოლოფზე
გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ. მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით.
მწარმოებელი: VEFA ILAҪ, სტამბოლი - თურქეთი.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.