ბაქტრიმი ფორტე 800+160მგ №10ტ
გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
1.) შემოგარსული ტაბლეტები-ფორტე: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ. შეიცავს 160 მგ ტრიმეტროპრიმს (ტმპ), 800 მგ სულფამეტოქსაზოლს (სმზ).
2) სიროფი: ფლაკონში 10 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.
5 მლ შეიცავს 40 მგ ტრიპეტროპრიმს და 200 მლ სულფამეტოქსაზოლს.
მწარმოებელი:
F. HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტმიკრობული კომბინირებული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული ბაქტერიოციდული ქიმიოთერაპიული საშუალება ბაქტრიმი შეიცავს ორ აქტიურ, სინერგულად მოქმედ ნივთიერებას სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტოპრიმს, რომლებიც შესაბამისად აბლოკირებენ დიჰიდროპტეროატსინთეტაზასა და დიჰიდროფოლატრედუქტაზას, რომლებიც ხელს უწყობენ მიკროორგანიზმების პურინებისა და პირიმიდინების ბიოსინთეზის თანმიმდევრული სტადიის კატალიზებას. ამ მექანიზმის საშუალებით ირღვევა მიკრობის დნმ-ისა და შემდგომში ცილის სინთეზი და ხორციელდება პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც in vitro განპირობებულია იმ კონცენტრაციით, რომელშიც მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული კომპონენტები ავლენენ მხოლოდ ბაქტერიოსტატურ ეფექტს. სწორედ ამიტომ ბაქტრიმი ხშირად ეფექტურია იმ გამომწვევების მიმართ, რომლებიც მდგრადია პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი. ბაქტრიმის in vitro ანტიბაქტერიული მოქმედება მოიცავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრს. მგრძნობელობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე.
მგრძნობიარე გამომწვევები (მიკ < 80მგ/ლ სულფამეტოქსაზოლისათვის)
კოკები: Branhamella catarralis.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemopilus influenzae (β – ლაქტამაზაწარმომქმნელი და β – ლაქტამაზაარაწარმომქმნელი შტამები), aemopilus parainpluenzae, E. Coli, Citrobacter freundii, Citobacter სხვა სახეობები, Klebsiella oxytoca, Klebsiella სხვა სახეობები, Enterobacter cloaceae, Enterobacter aerogenes, Hafnia alvei, Serratia marcescens, Serratis liliquefaciens, Serratia sxva saxeobebi, Proteus mirabilis, Proteus vulgarris, organella morganii, Shigella spp., Yersinia enterocolitica, Yersinia სხვა სახეობები, Vibrio cholerae.
სხვადასხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: tarda, Alcligenes faecalis, Pseudomonas cepacia, urkholderia (Pseudomonas) pseudomallei.
კლინიკური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მგრძნობიარე შეიძლება იყოს ასევე Brucella spp., Listeria monocytogenes, Nocardia asteroides., Pneumocystis carini, Cyclospora cayetanensis.
ნაწილობრივ მგრძნობიარე გამომწვევბი (მიკ = 80-160მგ/ლ სულფამეტოქსაზოლისათვის)
კოკებიStaphylococcus aureus (მეტიცილინმგრძნობიარე და მეტიცილინრეზისტენტული შტამები), Stapilococcus spp. (კოაგულაზანეგატიური), Streptococcus pneumoniae (პენიცილინმგრძნობიარე და პენიცილინრეზისტენტული შტამები).
გრამუარყოფითი ჩხირები: Haemophilus ducreyi, Providentia rettgeri, Providentia სხვა სახეობები, Salmonella typhi, Salmonella enteritidis, Stenotrophomonas maltophilia (ძველი სახელწოდება Xanthomonas maltophilia ).
სხვადასხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter lwoffi, Acinetobacter antiratus, Aeromonas hidrophilia.
მდგრადი გამომწვევები (მიკ > 160მგ/ლ სულფამეტოქსაზოლისათვის)
Mycoplazma spp., Mycobacterium tuberculosis, Treponema palidum.
იმ შემთხვევაში, როცა ბაქტრიმი ინიშნება ემპირიულად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ბაქტრიმისადმი მდგრადი შესაძლო გამომწვევების ლოკალური თავისებურებები კონკრეტული ინფექციური დაავადებისას. ინფექციური პროცესებისას, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაწილობრივ მგრძნობიარე შტამებით, რეკომენდირებულია ჩატარდეს სინჯი მგრძნობელობაზე, რათა გამოირიცხოს გამომწვევების რეზისტენტობა. ბაქტრიმისადმი მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს სტანდარტული მეთოდით, მაგ., დისკების ან განზავების მეთოდით, რომელიც რეკომენდებულია კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის (კლსნკ) მიერ. კლსნკ რეკომენდაციას უწევს მგრძნობელობის შემდეგ კრიტერიუმებს:
დისკების* მეთოდი, ზრდის ზონის დათრგუნვის დიამეტრი (მმ) -
ნაწილობრივ > 16
მგრძნობიარე 11-15
მგრძნობიარე <10
მდგრადი
განზავების** მეთოდი, მიკ (გ/მლ) – ტმპ
ნაწილობრივ < 2
მგრძნობიარე 4
მგრძნობიარე > 8
მდგრადი
განზავების** მეთოდი, მიკ (გ/მლ) – ტმპ
ნაწილობრივ < 38
მგრძნობიარე 76
მგრძნობიარე >
მდგრადი 152
* დისკი: 1,25 გ ტმპ და 23,75გ სმზ
** ტმპ და სმზ თანაფარდობა 1:19
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ტრიმეტოპრიმი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ტმპ-ის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, 160მგ ტმპ + 800მგ სმზ ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 1.5-3 გ/ლ-ში, ხოლო სმზ-ათვის 40-80 გ/ლ. ყოველ 12 საათში პრეპარატის მიღებისას მისი მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 2-3 დღის შემდეგ მერყეობს 1.3-2.8 გ/მლ-ის ფარგლებში ტმპ-თვის, ხოლო სმზ - სთვის 32-63 გ/მლ დიაპაზონში. განაწილება ორგანიზმში ტრიმეტოპრიმის განაწილების მოცულობა შეადგენს 130 ლ-ს, სულფამეტოქსაზოლის – დაახლოებით 20ლ. პლაზმის ცილებს უკავშირდება ტრიმეტოპრიმის 45%, ხოლო სულფამეტოქსაზოლის - 66%.
ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლისგან განსხვავებით, ადვილად აღწევს წინამდებარე ჯირკვლის არაანთებად ქსოვილში, სათესლე ჯირკვლის სითხეში, საშოს სეკრეტში, ნერწყვში, ფილტვების როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ქსოვილებში და ნაღველში. რაც შეეხება ზურგის ტვინის სითხესა და თვალის სკლერას, ორთავე პრეპარატი მათში აღწევს თანაბრად. ტრიმეტოპრიმის დიდი რაოდენობა და შედარბით ნაკლები რაოდენობა სულფამეტოქსაზოლისა აღწევენ ორგანიზმის ინტერსტიციალურ და სხვა ექსტრავაზალურ სითხეებში, რა დროსაც ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციები მიკ – ს პათოგენურ მიკრობთა უმეტესობისათვის.
ტრიმეტოპრიმი და სულფამეტოქსაზოლი ნანახია პლაცენტაში, ჭიპლარის სისხლში, სანაყოფე წყლებში და ნაყოფის ქსოვილებში (ღვიძლი, ფილტვები), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორივე ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს.
როგორც წესი, ტრიმეტოპრიმის კონცენტრაცია ნაყოფის და დედის სისხლში თითქმის თანაბარია, ხოლო სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაცია ნაყოფის სისხლში შედარებით ნაკლებია. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. Kკონცენტრაცია დედის რძეში უტოლდება (ტმპ), ან შედარებით დაბალია (სმზ) მათი დედის პლაზმაში კონცენტრაციასთან შედარებით.
მეტაბოლიზმი
ტრიმეტოპრიმის დაახლოებით 50-70% და სულფამეტოქსაზოლის 10-30% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით. ტრიმეტოპრიმის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 1- და 3- ოქსიდები და 3’ და 4’-ჰიდროქსილის წარმოებულები. ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. სულფამეტოქსაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, უშუალოდ N4-აცეტილირების გზით, ნაკლები ხარისხით კი გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით.
გამოყოფა
ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახლოს დგას ერთმანეთთან (ტრიმეტოპრიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 სთ-ს, ხოლო სულფამეტოქსაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ უტოლდება 11 სთ-ს). ორივე პრეპარატი, ასევე მათი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან თირკმელებით, როგორც გორგლოვანი ფილტრაციით, ასევე მილაკოვანი სეკრეციის გზით, რის გამოც ორივე აქტიური მივთიერების კონცენტრაცია შარდში გაცილებით მეტია, ვიდრე სისხლში. მცირე ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხანდაზმულ და თირკმელების მძიმე უკმარისობიან პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15 – 30 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც მოითხოვს დოზების კორექციას.
ჩვენება:
სტანდარტული დოზირება:
მოზრდილები და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები:
ტაბლეტი დილა საღ. | ტაბლეტი ფორტე დილა საღ. | სიროფი (დოზ. კოვზით) დილა საღ. | |
სტანდარტული | 2 2 | 1 1 | 4 4 |
მინიმალური დოზა და ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზა (14 დღეზე მეტი) | 1 1 | 0,5 0,5 | 2 2 |
მომატებული დოზა (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში) | 3 3 | 1,5 1,5 | 6 6 |
პრეპარატი უნდა დაინიშნოს ისეთ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით სარგებელი ასეთი თერაპიისა აღემატება შესაძლო რისკს; აუცილებელია გაირკვეს შესაძლებელია თუ არა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთი ანტიმიკრობული საშუალებით. იმის გამო, რომ ბაქტერიების მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ ინ ვიტრო ცვალებადობს გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით, პრეპარატის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბაქტერიულური მგრძნობელობის ლოკალური თავისებურებანი.
საუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, შუა ყურის ანთება ბავშვებში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია ვამჯობინოთ ანტიბიოტიკებით მონოთერაპიას.
მოზრდილებსა და ბავშვებში Pneumocystisნ carinii-ით გამოწვეული (პირველადი და მეორადი) პნევმონია, როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე სამკურნალოდ.
შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები: საშარდე გზების ინფექციები, რბილი შანკრი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: მუცლის ტიფი და პარატიფი, შიგელოზები (გამოწვეული მგრძნობიარე შტამებით Shigella flexneri და Shigella.
sonnei, თუ კი ნაჩვენებია ანტიმიკრობული თერაპია). მოგზაურთა დიარეა, გამოწვეული Escherichia coli–ს ენტეროტოქსიური შტამებით. ქოლერა.
სხვა ბაქტერიული ინფექციები: ინფექციები გამოწვეული მთელი რიგი გამომწვევებით (შესაძლებელა კომბინაცია სხვა ანტიბიოტიკებთან), მაგ., ბრუცელოზი, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტი, ნოკარდიოზი, აქტინომიკოზი, ტოქსოპლაზმოზი და სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზი.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი
ბაქტრიმის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის გახანგრძლივება: მწვავე ინფექციების არსებობისას საჭიროა ბაქტრიმის მიღება არანაკლებ 5 დღის განმავლობაში ან დაავადების სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით.
დოზირება განსაკუთრებული შემთხვევების დროს
ა) რბილი შანკრი - 2 ტაბლეტი ან 1 ტაბლეტი ფორტეს მიღება დღეში ორჯერ. თუკი 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი საჭიროა კიდევ 7 დღით გავაგრძელოთ პრეპარატის მიღება. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ
სასურველი ეფექტის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს გამომწვევის რეზისტენტობით.
ბ) გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებები: ქალებში გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია 2-3 ტაბლეტი ფორტეს ერთჯერადი მიღება. იგი უნდა მივიღოთ შეძლებისდაგვარად საღამოს ჭამის შემდეგ, ან ძილის წინ.
გ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები - პრეპარატის ჩვეული დატვირთვის დოზის მიღების მერე, განმეორებითი დოზირება შეადგენს სტანდარტული დოზის ნახევარს ან მესამედს. უნდა მიიღონ ყოველ 24-48 საათში.
დ) Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონია 20 მგ-მდე ტმტ და 100მგ-მდე სმზ კგ წონაზე გაყოფილი თანაბარ დოზებად, ყოველ 6 საათში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
დოზის ზედა ზღვარს ითვლიან შემდეგი სქემით:
სხეულის წონა (კგ) | დოზირებული კოვზი | ტაბლ. | ტაბ. ფორტე |
8 | 1 (5მლ) | ||
16 | 2 (10მლ) | 1 | |
24 | 3 (15მლ) | 1,5 | |
32 | 4 (20მლ) | 2 | |
40 | 5 (25მლ) | 2,55 | 1 |
48 | 6 (30მლ) | 3 | 1,5 |
64 | 8 (40მლ) | 4 | 2 |
80 | 10 (50მლ) | 5 | 2,5 |
მოზრდილებში Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი-ფორტეს მიღება. სუმარული დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 320მგ/1600მგ-ს, ამასთან შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციით სარგებლობა.
ყოველ 12 საათში მისაღები დოზები
სხეულის ზედაპირის ფართობი | დოზირებული კოვზი | ტაბლეტები |
0,26 | 0,5 (2,5მლ) | |
0,53 | 1 (5მლ) | 0,5 |
1,06 | 2 (10მლ) | 1 |
ე) ბავშვები 6 კვირიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1/2 დოზირებული კოვზით ან დოზით 1/2 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1 დოზირებული კოვზით ან 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 2 დოზირებული კოვზით ან 2 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); აღნიშნული დოზირება შეესაბამება დღიურ 6მგ ტმპ და 30მგ სმზ კგ წონაზე. ბავშვებში მძიმე ფორმის ინფექციების არსებობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 50%-ით.
ვ) ნოკარდიოზი - პრეპარატი ინიშნება არა ნაკლებ 3 თვის განმავლობაში 3-4 ტაბლეტი-ფორტეს ოდენობით. დოზის კორექცია შესაძლებელია პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, თირკმელების ფუნქციისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. ხანდახან მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.
ზ) პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით -კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ-ში, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა, ხოლო 15-დან 30 მლ/წთ-ში კრეატინინის კლირენსის არსებობისას კი დოზა ნახევრდება. როდესაც პაციენტს აღენიშნება კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ-ში, პრეპარატის მიღება საერთოდ იკრძალება.
თ) ხანდაზმულ პაციენტებში - თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის მისაღები დოზა მოზრდილებში რეკომენდებული დოზის იდენტურია.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში ბაქტრიმი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანზე გამონაყარი და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
უკუჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში, გრეთვე თირკმელების გამოხატული დაზიანების ან თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
კანის გამონაყარის პირველივე გამოჩენის, ან ნებისმიერი სხვა მძიმე გართულების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმით და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ბაქტრიმით თერაპიის ხანგრძლივობა უნდა იყოს რამდენადაც შესაძლებელია მოკლე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. თირკმელების ფუნქციის დაზიანებისას საჭიროა დოზის კორექცია, როგორც ეს ნაჩვენებია პარაგრაფში “დოზირება განსაკუთრებული შემთხვევების დროს”. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას, საჭიროა რეგულარულად განვსაზღვროთ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვი. სისხლში ყველა სახის უჯრედის მნიშვნელოვნად დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ბაქტრიმის მიღების შეწყვეტა. მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში ბაქტრიმი ინიშნება გამონაკლის შემთხვევაში. ხანდაზმულ, ფოლის მჟავას უკმარისობის ან თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ისეთი ემატოლოგიური ცვლილებების განვითარება, რომლებიც დამახასიათებელია ფოლის მჟავას უკმარისობისათვის. ეს ცვლილებები ქრება ფოლის მჟავას დანიშვნის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ბაქტრიმით (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობით პაციენტებში საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება სითხით, ხოლო კრისტალურიის დასათრგუნად ადეკვატური დიურეზი. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს ბაქტრიმი ენიშნებათ მინიმალური დოზით. ტრიმეტოპრიმი არღვევს ფენილალანინის ცვლას, თუმცა ეს ვერ ახდენს გავლენას ფენილკეტონურიით დავადებულ პაციენტებზე, თუ ისინი დაიცავენ შესაბამის დიეტას. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პორფირიით ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებში ძალიან დიდი დოზებით კოტრიმოქსაზოლის დანიშვნა იწვევდა, ფოლის მჟავას უკმარისობისათვის დამახასიათებელ, ნაყოფის განვითარების მანკებს. ორსული ქალების გამოკვლევების, ლიტერატურული მონაცემებისა და მანკების განვითარების შესახებ ცალკეული შეტყობინებების გათვალისწინებით ირკვევა, რომ ბაქტრიმის მიღება ადამიანებში არ არის დაკავშირებული ტერატოგენობის სარწმუნო რისკთან. ვინაიდან პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში, მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. ორსულებმა, რომლებიც იღებენ ბაქტრიმს, საჭიროა დამატებით დღე-ღამის განმავლობაში მიიღონ ფოლის მჟავა დოზით 5 მგ. ორსულობის III ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, ვინაიდან ახალშობილებში არსებობს სიყვითლის განვითარების საშიშროება. იმის გამო, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში, მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ზედოზირება:
მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების მხრივ დარღვევები და მხედველობის დაქვეითება. მძიმე შემთხვევების დროს – კრისტალურია,ჰემატურია და ანურია.
ქრონიკული ჭარბი დოზირების სიმპტომები: სისხლწარმოქმნის დათრგუნვა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია) ასევე სხვა პათოლოგიური ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას უკმარისობით.
მკურნალობა (სიმპტომატიკაზე დამოკიდებულებით): თირკმლის ექსკრეციის გაზრდა ფორსირებული დიურეზის გამოყენებით (შარდის გატუტიანება აუმჯობესებს
სულფამეტოქსაზოლის გამოყოფას), ჰემოდიალიზი (პერიტონიალური დიალიზი არაეფექტურია). აუცილებელია სისხლის სურათის და ელექტროლიტების ბალანსის შემოწმება. სისხლის სურათში გამოხატული პათოლოგიური ცვლილებეის არსებობისას, ან სიყვითლის შემთხვევაში პაციენტებს ენიშნებათ სპეციფიური მკურნალობა. სისხლმბად სისტემაზე ტრიმეტოპრიმის ზემოქმედების გასანეიტრალებლად შეიძლება დაინიშნოს ფოლიანტ კალციუმი დოზით 3-6 მგ ი/მ 5-7 დღის განმავლობაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატისა და დიურეზული საშუალებების (ძირითადად თიაზიდების) კომბინირებული გამოყენება იწვევს თრომბოციტოპენიის სიხშირის მომატებას. ხანდაზმულ პაციენტებში ბაქტრიმისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენება იწვევს შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას, რის გამოც საჭიროა ამ უკანასკნელის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი. ბაქტრიმი იწვევს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერებას. ასეთი ურთიერთქმედების არსებობა უნდა გვახსოვდეს ბაქტრიმის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობდნენ ანტიკოაგულანტებს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა გადამოწმდეს სისხლის შედედების დრო. იგი თრგუნავს ფენითოინის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. ბაქტრიმის ჩვეულებრივი კლინიკური დოზებით დანიშვნის შემთხვევაში აღინიშნება ფენითოინის ნახევარგამოყოფის პერიოდის 39%-ით გაზრდა და მისი კლირენსის 27%-ით შემცირება. ბაქტრიმისა და ფენითოინის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფენითოინის ტოქსიკური მოქმედების პროგნოზირება. პაციენტებში, რომლებიც თირკმელების გადანერგვის შემდეგ ერთდროულად იყენებდნენ ბაქტრიმსა და ციკლოსპორინს, შესაძლოა გამოვლინდეს თირკმელების ფუნქციის შექცევადი გაუარესება, რაც გამოიხატება სისხლში კრეატინინის დონის მომატებით. სავარაუდოდ აღნიშნულ ეფექტს იწვევს ტრიმეტოპრიმი. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა კრეატინინის კლირენსის შექცევადი დაქვეითება, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო კრეატინინის მილაკოვანი სეკრეციის შექცევადი დათრგუნვით. ბაქტრიმი ამცირებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას. სულფონამიდები, მათ შორის სულფამეტოქსაზოლი კონკურირებენ ცილებთან შეკავშირებაზე და თირკმლისმიერ ტრანსპორტზე მეტოტრექსატთან, ამის გამო იზრდება თავისუფალი მეტოტრექსატის ონცენტრაცია და მისი სისტემური ეფექტი. პაციენტებში, რომლებიც რთდროულად იღებდნენ ტრიმეტოპრიმს და მეტოტრექსატს, აღწერილი იყო პანციტოპენიის შემთხვევები. თრიმეტოპრიმს ახასიათებს დაბალი აფინიტეტი ადამიანის დეჰიდროფოლატრედუქტაზას მიმართ, თუმცა შეუძლია გააძლიეროს ეტოტრექსატის ტოქსიურობა, განსაკუთრებით სხვა რისკ ფაქტორების არსებობის პირობებში. ისეთი როგორიცაა ხანდაზმული ასაკი, ჰიპოალბუმინემია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ძვლის ტვინის დათრგუნვა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა იზრდება, თუ მეტოტრექსატი ინიშნება დიდ დოზებში. ძვლის ტვინის სუპრესიის პროფილაქტიკის მიზნით ასეთ ავადმყოფებში, რეკომენდებულია ფოლის მჟავას, ან ფოლიანტ კალციუმის დანიშვნა.
შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პაციენტებში, რომლებიც მალარიის პროფილაქტიკისათვის იღებენ პირიმეთამინს კვირაში 25 მგ-ზე მეტი დოზით და ასევე ბაქტრიმს, მოსალოდნელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება. როგორც სხვა სულფონამიდები, ბაქტრიმიც აძლიერებს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. ინდომეტაცინისა და ბაქტრიმის ერთდროული გამოყენება სისხლში ზრდის სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციას. ამანტადინისა და ბაქტრიმის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია ერთი შემთხვევა - ტოქსიკური. დელირიუმის განვითარების შესახებ. ლაბორატორიული გამოკვლევები ბაქტრიმს და ნაწილობრივ მასში შემავალ ტრიმეტოპრიმს შეუძლიათ გავლენა იქონიონ შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის განსაზღვრის რეზულტატზე, რომელიც ტარდება ცილებთან კონკურენტული შეკავშირების მეთოდით, ბაქტერიული დიჰიდროფოლატრედუქტაზას გამოყენებით, როგორც ლიგანდის. თუმცაღა მეტოტრექსატის რადიოიმუნური მეთოდით განსაზღვრისას ინტერფერენცია არ ვითარდება. ტრიმეტოპრიმსა და სულფომეტოქსაზოლს შეუძლიათ ასევე გავლენა იქონიონ კრეატინინის განსაზღვრის შედეგზე, პიკრინის მჟავას რეაქციით ტუტე გარემოში. შედეგში ცდომილება ამ დროს შეიძლება იყოს 10%-ის ფარგლებში.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
ბაქტრიმი და ბაქტრიმი ფორტე ინახება არაუმეტეს 35oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. სიროფი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.