ბაკლოსანი 25მგ #50ტ

ბაკლოსანი 25მგ №50ტ
(Baclofen)


გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
ტაბლეტები - შეფუთვაში 50 ც.

ტაბლეტები - შეფუთვაში 50 ც.

შემადგენლობა:           1 ტაბ.
                         
ბაკლოფენი-----------------------------------   10 მგ
ბაკლოფენი---------------------------------------    25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ეთილცელულოზა.

მწარმოებელი 
პოლონეთი POLPHARMA

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი, გამა-ამინოერბოს მჟავის წარმოებული (გაემსტიმულატორი). ამცირებს რა აფერენტული მგრძნობიარე ბოჭკოების დაბოლოებების აგზნებადობას, იგი თრგუნავს შუალედურ ნეირონებს. თრგუნავს ნერვული იმპულსების მონო და პოლისინაფტურ გადაცემას. ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას. არ ახდენს გავლენას ნერვულ-კუნთოვან გადაცემაზე. ნევრალგიური დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ჩონჩხის კუნთების სპასტიკურობა, ასუსტებს ტკივილს, სპაზმებსა და კლონურ კრუნჩხვას; აუმჯობესებს სახსრის მოძრაობის არეალს, აიოლებს პასიური და აქტიური კინეზოთერაპიის ჩატარებას (ფიზიკური ვარჯიში, მასაჟი, მანუალური თერაპია).

ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია - მაღალი. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათში. ცილებთან კავშირი - 30%. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძეში, მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით (უპირატესად უცვლელი სახით).

ჩვენება: 
კუნთების ტონუსის მომატება გაფანტული სკლეროზის დროს; ინფექციური, დეგენერაციული და ტრავმული გენეზის ზურგის ტვინის დაავადება (მაგალითად, სიმსივნე, სირინგომიელია, მამოძრავებელი ნეირონების დაავადება, ტრავმები); ინსულტი, ბავშვის ცერებრალური დამბლა, მენინგიტის, ქალა-ტვინის ტრავმა, ალკოჰოლიზმი (აფექტური მოშლილობა).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
შინაგანად, ჭამის დროს. მორიგი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.
მოზრდილები: საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), 3-ჯერ დღეში. ყოველ მესამე დღეს თანდათან უმატებენ პრეპარატის დოზას თერაპიული ეფექტის მიღებამდე (როგორც წესი, 30-75 მგ დღეში). იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც ბაკლოსანის დიდი დოზის მიღება სჭირდებათ (75 მგ-დან 100 მგ-მდე), სასურველია 25 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება. პაციენტთათვის 65 წლის ასაკის ზევით დოზის გაზრდა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა თავიდან იქნეს აცილებული გვერდითი მოვლენების რისკი. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა 100 მგ შეადგენს.
ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), 3-ჯერ დღეში. საჭიროებისამებრ, ყოველ მესამე დღეს თანდათან უმატებენ პრეპარატის დოზას. როგორც წესი, რეკომენდებულია შემდეგი დოზები: 1-2 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 10-20 მგ, 2-6 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 20-30 მგ, 6-10 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 30-60 მგ. 10 წლის ასაკის ზევით მაქსიმალური დოზა შეადგენს სხეულის მასის 1.5-2.0 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა, სიმშრალე პირის ღრუში, ცნობიერების დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა ან დიარეა, არტერიული წნევის დაცემა, აპათია; ეიფორია, დეპრესია, პარესთეზიები, მიალგია, კუნთების სისუსტე, ატაქსია, ტრემორი, ნისტაგმი, აკომოდაციის პარეზი, ჰალუცინაციები, დიზურია, ენურეზი, კრუნჩხვები. ხანგრძლივი გამოყენების დროს - თირკმლის ფუნქციის მოშლა.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, ეპილეფსია, კრუნჩხვა (ანამნეზში), ფსიქოზები, პარკინსონის დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, ხანდაზმულები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის დაავადებისა და შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, პერიოდულად გაკონტროლებულ უნდა იქნეს "თირკმელების" ტრანსამინაზები, ტუტოვანი ფოსფატოზები და სისხლის გლუკოზა. მკურნალობის პროცესში თავი უნდა შევიკავოთ საქმიანობის პოტენციურად საშიში ნაირსახეობისგან, რომელიც დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფიზიკურ  და ფსიქიკურ რეაქციასთან.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: კუნთების ჰიპოტონია, სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა, ცნობიერების დარღვევა, კომა (გონების დაბრუნების შემდეგ, კუნთების ჰიპოტონია შესაძლოა 72 საათის განმავლობაში გაგრძელდეს).
მკურნალობა: ბევრი სითხე, დიურეზულები, გაძნელებული სუნთქვის დროს - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აძლიერებს იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე ჰიპოტენზიურ საშუალებებსა და ეთანოლზე. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ კუნთების ტონუსის დაწევას; ლევოპადასა და კარდიდოპას ზეგავლენით იზრდება ჰალუცინაციების გაჩენის, ცნობიერების დარღვევისა და აგზნებადობის რისკი. პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს ყველა სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც მკურნალობის პროცესში ღებულობს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.