ბათბაქტამი 1.5გ ფლ+გამხს

ბათბაქტამი


გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

ამპიცილინი+სულბაქტამი.

სამკურნალო ფორმა:

ფხვნილი ფლაკონებში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად კუნთებში ინიექციისათვის, კომპლექტში გამხსნელთან.

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:                                  0,75გ.      1,5გ.
ამპიცილინი (ნატრიუმის მარილის სახით)      0,5გ.       1,0გ.
სულბაქტამი (ნატრიუმის მარილის სახით)      0,25გ.      0,5გ.
ამპულა გამხსნელით შეიცავს:
0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი   1,8მლ.      3,5მლ.
ათქ კოდი:  J01CR01.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატები. პენიცილინები კომბინაციაში ß-ლაქტამურ ინჰიბიტორებთან.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბათბაქტამი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შედგენილობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი.
ამპიცილინი - 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ბაქტერიციდული მოქმედებით, როგორც გრამდადებით და გრამუარყოფით აერობებზე, ასევე ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას ახდენს უჯრედის მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით.
ბათბაქტამი იწვევს ß-ლაქტამაზას ინჰიბირებას, რომელსაც გამოყოფენ ზოგიერთი მიკროორგანიზმები, რაც ხდის მათ მდგრადს პენიცილინისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
ბათბაქტამი ინ ვიტრო მოქმედებს ß-ლაქტამაზას გამომყოფ და არა გამომყოფ გრამდადებით მიკროორგანიზმებზე. ასევე ß-ლაქტამაზას გამომყოფ და არა გამომყოფ გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ანაერობული მიკროორგანიზმები: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები, B.Fragilis ჩათვლით არიან ძალიან მგრძნობიარე ამპიცილინ/სულბაქტამზე.
კუნთში შეყვანის შემდეგ წარმოქმნის მაღალ კონცენტრაციას სისხლში. ავადმყოფებში, თირკმელის ნორმალური ფუნქციით, მიღებიდან 8 საათის შემდეგ, პრეპარატის 75_85% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა მოქმედებს ელიმინაციაზე. ამპიცილინი უერთდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი-38%. ამპიცილინი/სულბაქტამი მაღალი კონცენტრაციებით აღინიშნება სხვადასხვა ორგანოებსა და ორგანიზმის სითხეებში, ზურგის ტვინის სითხეში ზურგის ტვინის გარსის ანთებისას.

ჩვენებები:

გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-ინტრააბდომინალური ინფექციები;
-გინეკოლოგიური ინფექციები;
-სასუნთქი გზების ინფექციები;
-შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები.
ასევე გამოიყენება ბაქტერიალური სეპტიცემიის, ძვლებისა და სახსრების ინფექციების და ჰონოკოკური ინფექციების დროს.

მიღების წესი და დოზები:

ბათბაქტამი გახსნის შემდეგ შეიყვანება მხოლოდ კუნთში.
მოზრდილებში: სადღეღამისო დოზა-1,5-დან (1გ ამპიცილინი/0,5გ სულბაქტამი) 12გ-მდე (8გ ამპიცილინი/4გ სულბაქტამი).
სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4გ. მიიღება პრეპარატი ყოველ 6-8 საათში. საშუალო სიმძიმის ინფექციებისას ყოველ 12 საათში.
გახსნის შემდეგ პრეპარატი შეყავთ ღრმად კუნთში; ხსნარი გამოიყენება 1 საათის განმავლობაში გამზადების შემდეგ.
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას ამპიცილინის და სულბაქტამის ელიმინაცია იცვლება, ხოლო პლაზმური დონე არ იცვლება, რაც გასათვალისწინებულია დოზირებისას.
ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის: სადღეღამისო დოზა 150მგ/კგ ყოველ 12 საათში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 48 საათი ტემპერატურის დაკლების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-14 დღე.

გვერდითი მოვლენები:

ბათბაქტამი კარგად გადაიტანება. მაგრამ იშვიათად შეიძლება წარმოიშვას შემდეგი რეაქციები:
-ადგილობრივი: ტკივილი შეყვანის ადგილას;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი;
-კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, ერითემა;
-ჰემატოლოგიური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ლიმფოციტების, ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ეს ცვლილებები ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

 ბათბაქტამი არ გამოიყენება მომატებული მგრძნობელობისას პენიცილინზე. გამხსნელი, რომელიც შეიცავს ლიდოკაინს, არ გამოიყენება ადგილობრივ ანესთეტიკებზე მომატებული მგრძნობელობისას.
ორსულობისას და ლაქტაციისას მიიღება სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა გულდასმით ანამნეზის შეგროვება. ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. საჭიროა ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
 შეუთავსებელია სისხლის პროდუქტებთან, ცილოვან ჰიდროლიზატებთან და ამინოგლიკოზიდებთან. არ შეიძლება ერთ ფლაკონში ან შპრიცში სხვა ანტიბიოტიკებთან შერევა. ანტაციდები, გლუკოზამინი, ამინოგლიკოზიდები ამცირებენ მის აბსორბციას. ბაქტერიციდული პრეპარატები ბათბაქტამთან ერთობლიობაში ავლენენ სინერგიზმს. ბათბაქტამი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. ალოპურინოლთან კომბინაცია ზრდის კანზე გამონაყარის განვითარების საშიშროებას.

გამოშვების ფორმა:
0,75გ ბათბაქტამის საინიექციო ფხვნილი ფლაკონში, კომპლექტში გამხსნელთან ერთად - 1,8მლ 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში. მუყაოს კოლოფში  №1.
1,5გ ბათბაქტამის საინიექციო ფხვნილი ფლაკონში, კომპლექტში გამხსნელთან ერთად – 3,5მლ 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში. მუყაოს კოლოფში  №1.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მწარმოებელი:

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა                     
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.