ბეკანტი #30კაფს

ბეკანტი #30კაფს

ბეკანტი
სავაჭრო დასახელება – ბეკანტი (Bekant)


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი – 125მგ, ასკორბინის მჟავა – 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჯელატინი E171, E172
კლინიკურ -ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეკანტის შემადგენლობაში შემავალი ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი ბუნებრივი პოლისაქარიდული ნაერთია, რომელიც მიიღება სოკო შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-ს უჯრედის კედლიდან. ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანის მოლეკულა შედგება ბეტა-1,3 კავშირების შეერთებით D-გლუკოზის მონომერებთან ძირითადი და გვერდითი ჯაჭვების საშუალებით.
ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანის მოქმედების მექანიზმში დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სელექტიური მოქმედება მაკროფაგების გარეთა მემბრანის სპეციფიურ რეცეპტორებთან. ეს რეცეპტორები უკავშირდება ბეტა-გლუკანის დაუტოტავ ნაწილებს, შედეგად, ხდება მაკროფაგების აქტივირება, რაც თავის მხრივ ახდენს ორგანიზმის დამცველობითი იმუნური ტრიგერული მექანიზმების რეალიზებას.
ერთის მხრივ აქტიურდება მაკროფაგების ფაგოციტური ფუნქცია, მეორე მხრივ – მოქმედება ხდება იმუნური სისტემის სხვა უჯრედებზე, მაგალითად თ-ლიმფოციტებზე, ეპიდერმული უჯრედების განვითარების ფაქტორზე, ციტოკინების (ინტერლეიკინების, ინტერფერონის) სინთეზის გაძლიერებაზე.
ბეტა-გლუკანის ნაწილი, ხვდება რა სისხლნაკადით ღვიძლში, მიიტაცება კუპერის უჯრედების მიერ და პოლისაქარიდებთან ურთიერთქმედების შედეგად იწვევს ციტოკინების პროდუქციას, რაც თავის მხრივ ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ამგვარად, ბეტა-გლუკანი ააქტიუირებს როგორც ადგილობრივ იმუნიტეტს ორგანიზმში ანტიგენების შეჭრის ბლოკირებით, ისე - სისტემურ იმუნიტეტს ააქტიურებს რა ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების დამაზიანებელი ეფექტების მიმართ მგდრადობას და აღადგებს იმუნურ ჰომეოსტაზს.
აღსანიშნავია, რომ ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანის იმუნომოდულატორული ეფექტის განმასხვავებელ მახასიათებელს წარმოადგენს იმუნური პასუხის ადექვატური გააქტივება ზესტიმულაციის გარეშე, რაც გამორიცხავს აუტოიმუნური პროცესების განვითარებას.
იმუნური სისტემის ფუნქციონალური აქტივობის რაციონალური მედიკამენტოზური კორექცია წარმოადგენს არაერთი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარების თერაპიის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილი და პათოგენურად გამართლებულია ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც ააქტიურებს იმუნიტეტის საწყის რგოლს-მაკროფაგებს. აქტივატორები შეიძლება იყოს სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები, მაგალითად ენდოტოქსინები, ვირუსები, ბაქტერიები. თუმცა, მათი გამოყენება ყოველთვის არ არის ეფექტური და უსაფრთხო. ბეკანტის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. აღნიშნული ფარმაკოლოგიური მახასიათებელი განსაზღვრავს ბეკანტის კლინიკურ პრაქტიკაში ფართო გამოყენებას.
სპეციფიურ და არასპეციფიურ იმუნიტეტზე იმუნომოდულატორული თვისებების გარდა ბეკანტი ხასიათდება ანტიოქსიდანტური ეფექტითაც. ექსპერიმენტულ კვლევებში დადასტურებულია რეპერფუზიული დაზიანებებისას იშემიური უბნის შემცირება.
ამას გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ კლასის პოლისასქარიდების (ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანის) სიმსივნის საწინააღმდეგო (სიმსივნის განვითარება და დისემინაცია) და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ადგილობრივი ეფექტებიდან აღსანიშნავია რეგენერაციის სტიმულაცია კერატოციტებისა და ფიბრობლასტების აქტივაციის გზით.
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ფარმაკოდინამიკური შედეგების მიხედვით, ბეტა-გლუკანი რეკომენდებულია პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტისას, რეკურენტული ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ასევე ალერგიული დაავადებებისას (ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური ეგზემა).

ჩვენებები:
• ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციური დაავადებები;
• იმუნური სისტემის დარღვევებით მიმდინარე დაავადებები;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, დისბიოზი);
• ფიზიკური და ფსიქოგენური სტრესი;
• ონკოლოგიური დაავადებები (ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და სხივური თერაპიის ფონზე);
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

მიღების წესები და დოზები
12 თვიდან 3 წლამდე ბეტა გლუკანი მიიღება 30 მგ ერთჯერ დღეში
3-6 წლამდე – 60 მგ ერთჯერ დღეში
6-8 წლამდე – 90 მგ ერთჯერ დღეში
8-12 წლამდე – 1 კაფსულა ერთჯერ დღეში
12-18 წლამდე – 2 კაფსულა ერთჯერ დღეში
მოზრდილები – 2-3 კაფსულა ერთჯერ დღეში
მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე

გამოშვების ფორმა
30 კაფსულა შეფუთვაში

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

LABORATOIRE L.H.S.
Address: Immeuble Agropole-5 Avenue
B.P.646-06517 CarrosCedex. FRANCE.
Tel.:+33(0)492088282
Marketing authorization belongs to GMG AG.