ბერლიპრილი-10 #30ტ

ბერლიპრილი-10 #30ტ
ბერლიპრილი® 10
Berlipril® 10

 

საერთაშორისო დასახელება - enalapril maleate

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09AA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

10 მგ.: 30ტ.

1 ტაბლეტი 10 მგ ენალაპრილ მალეატს შეიცავს

ჩვენებები
-მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია)
-გულის მოქმედების სისუსტე (გულის უკმარისობა) – შარდმდენი საშუალებების დამატება და, კერძოდ გულის მძიმე უკმარისობის დროს – გულის გამაძლიერებელ მედიკამენტებთან ერთად (სათითურას პრეპარატები)
-მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 35%)

მიღების წესები და დოზები

პრეპარატ ბერლიპრილ ® 10-ის დოზირებას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის – სისხლის წნევის მიხედვით. სხვა დანიშნულების არარსებობისას, მოქმედების შემდეგი დოზირება: მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია) საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ბერლიპრილ ® 10-ის ტაბლეტის ¼1/4-ს, დილით. თუ ამ დოზით სისხლის წნევის ნორმალიზაცია ვერ მოხერხდა, შეიძლება დოზის გაზრდა ბერლიპრილ ® 10-ის 1 ტაბლეტამდე დღე-ღამეში. დოზის მომატება რეკომენდებულია მხოლოდ 3 კვირის შემდეგ. შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ®10-ის 1 ტაბლეტს, მაქსიმალური დოზა – 2 ტაბლეტი დღე-ღამეში ორჯერ. გულის ფუნქციონირების სისუსტე (გულის უკმარისობა) დღიური დოზა შეადგენს ტაბლეტის 1/4-ს, დილით, რომელიც დილით მიიღება. დოზის მომატება შეიძლება მხოლოდ თანდათანობით, თერაპიაზე ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ® 10-ის 1/2-1 ტაბლეტს, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ® 10-ის 2 ტაბლეტს დღე-ღამეში. დოზირება თირკმლის ზომიერად შეზღუდული ფუნქციის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) და ხანდაზმული პაციენტებისათვის (65 წელს ზემოთ) საწყისი დოზა შეადგენს ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის 1/4-ს დილით. შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის ½-1 -ს. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ®10-ის 2 ტაბლეტს დღე-ღამეში. დოზირება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ და დიალიზის მეთოდით მკუნალობისას) საწყისი დოზა შეადგენს ბერლიპრილ®10-ის ტაბლეტის 1/4-ს, დილით. ჰემოდიალიზის მეთოდით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, ღებულობენ ამ დოზას დიალიზის ჩატარების შემდეგ. შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ®10-ის ტაბლეტის 1/2 -ს. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ®10-ის 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. წამლოის გამოყენების ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ ბერლიპრილი ® 10 კარგად აიტანება.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ბერლიპრილ ® 10-ით თერაპიის დასაწყისში ან ასევე დოზის მომატებისას, ასევე პაციენტებში ორგანიზმში მარილების და/ან სითხის უკმარისობით (მაგ. შარდმდენი საშუალებებით მკურნალობით გამოწვეული), გულის მოქმედების სისუსტის, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს (ან თირკმლების დაავადებით გამოწვეული) შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის წნევის ძლიერ დაქვეითებას, ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორებიცაა თავბრუ, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, იშვიათად გონების დაკარგვით.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს მშრალი ხველა (სასუნთქი გზების გაღიზიანების შედეგად) ან სხვა დარღვევები სასუნთქი გზების მხრივ, თავის ტკივილი, დაღლილობა, დარღვევები საჭმლის-მომნელებელი სისტემისმხრივ ამ კანის ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი და ქავილი, ცალკეულ შემთხვევებში განვითარდა ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) ხორხის, ხახის და/ან ენის ან, შესაბამისად კიდურების ჩათრევით. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს! ეს აგრეთვე ეხება მკურნალობის დროს ისეთი სიმპტომების გამოვლენასაც, როგორებიცაა სხეულის ტემპერატურეს მომატება, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან ხახის ღრუს ანთება (აუცილებელია სისხლის გამოკვლევა).
სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატებისას და პრეპარატის შეცვლისას, ასევე ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას, ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის განვითარების გამო რეაგირების უნარი შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ დაარღვიოს ქუჩის მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ტექნიკის მომსახურეობის უნარი.

უკუჩვენება

ენელაპრილ მალეატის და იმავე აქტიური ნივთიერებების ჯგუფში (ანუ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების) შემავალი სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; ქსოვილების შეშუპებისადმი მიდრეკილება (ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების პრეპარატებით ადრე ჩატარებული მკურნალობის შედეგად); თირკმლის არტერიების შევიწროება (ორმხრივი ან ერთადერთი თირკმლის); თირკმლების ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომაეობა; გულის სარქველის ხვრელის სტენოზი ან, შესაბამისად გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდინების შემაფერხებელი სხვა დაბრკოლებანი; სისხლში ალდოსტერონის კონცენტრაციის პირველადი მომატება; ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ორსულობა; ძუძუთი კვება; ბავშვთა ასაკი (მკურნალობის სათანადო გამოცდილების არარსებობა).
ბერლიპრილ® 10-ით მკურნალობის დროს განსაზღვრული მემბრანების [პოლი (აკრილონიტრილ, ნატრიუმი-2-მეთილალილსულფონატი)-high-flux- მემბრანა] სისხლის გასაწმენდად (დიალიზით მკურნალობა) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება (ანაფილაქტოიდური რეაქციები) შოკის განვითარებამდეც კი. ამიტომ ასეთ კომბინაციას უნდა ავარიდოთ თავი ან მომატებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი, ან შესაბამისად გულის უკმარისობის სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გზით, ან დიალიზის დროს სხვა მემბრანების გამოყენებით.
დექსტრანსულფატის გამოყენებით (LDL- აფერეზი), პლაზმის ჩამნაცვლებელი მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მწერების შხამებზე (მაგ. ფუტკრის, ბზიკის ნაკბენის დროს) ორგანიზმის ალერგოლოგიური მიდრეკილების შესუსტებისა და აღმოფხვრისაკენ (მადენსიბილიზებელი თერაპია) მიმართული მკურნალობის წინ აგფ ინჰიბიტორები სხვა სამკურნალო საშუალებებით უნდა შევცვალოთ. უიდურეს შემთხვევაში არსებობს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების საშიშროება.
ბერლიპრილ ® 10-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შემდეგი მდგომარეობების დროს: თირკმლების მძიმე დარღვევები, შარდთან ერთად ცილის გაძლიერებული გამოყოფა, წყალ-მარილოვანი ბალანსის მძიმე დარღვევები, დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის, ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის დარღვევა, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), ორგანიზმის დაცვითი რეაქციების დამთრგუნველი წამლებით ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის და ლითიუმის შემცველი სამკურნალო საშუალებებით ერთდროული მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული ასაკის ქალებში ბერლიპრილ ® 10-ის დანიშვნამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ბერლიპრილ ® 10-ით მკურნალობისას, ორსულობის თავიდან ასაცილებლად ქალებმა შესაბამისი ზომები უნდა გამოიყენონ.
თუ მკურნალობის მსვლელობისას მაინც დადგინდა ორსულობა, აუცილებელია სხვა შესაძლებელ მკურნალობაზე გადასვლა (არა აგფ ინჰიბიტორებით).
აგფ ინჰიბიტორები გადადიან დედის რძეში. ადამიანში ძუძუთი კვების დროს გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ ამ დროს ბერლიპრილ®10-ის გამოყენება არ შეიძლება (შეწყდეს ძუძუთი კვება).

ჭარბი დოზირება
პრეპარატ ბერლიპრილ ® 10-ის დოზირებას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის – სისხლის წნევის მიხედვით.
სხვა დანიშნულების არარსებობისას, მოქმედების შემდეგი დოზირება:
მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია)
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ბერლიპრილ ® 10-ის ტაბლეტის ¼1/4-ს, დილით. თუ ამ დოზით სისხლის წნევის ნორმალიზაცია ვერ მოხერხდა, შეიძლება დოზის გაზრდა ბერლიპრილ ® 10-ის 1 ტაბლეტამდე დღე-ღამეში. დოზის მომატება რეკომენდებულია მხოლოდ 3 კვირის შემდეგ. შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ®10-ის 1 ტაბლეტს, მაქსიმალური დოზა – 2 ტაბლეტი დღე-ღამეში ორჯერ.
გულის ფუნქციონირების სისუსტე (გულის უკმარისობა)
დღიური დოზა შეადგენს ტაბლეტის 1/4-ს, დილით, რომელიც დილით მიიღება. დოზის მომატება შეიძლება მხოლოდ თანდათანობით, თერაპიაზე ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ® 10-ის 1/2-1 ტაბლეტს, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ® 10-ის 2 ტაბლეტს დღე-ღამეში.
დოზირება თირკმლის ზომიერად შეზღუდული ფუნქციის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) და ხანდაზმული პაციენტებისათვის (65 წელს ზემოთ)
საწყისი დოზა შეადგენს ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის 1/4-ს დილით. შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის ½-1 -ს. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ®10-ის 2 ტაბლეტს დღე-ღამეში. დოზირება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ და დიალიზის მეთოდით მკუნალობისას)
საწყისი დოზა შეადგენს ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის 1/4-ს, დილით. ჰემოდიალიზის მეთოდით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, ღებულობენ ამ დოზას დიალიზის ჩატარების შემდეგ.
შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, ბერლიპრილ® 10-ის ტაბლეტის 1/2 -ს.
მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბერლიპრილ® 10-ის 1 ტაბლეტს დღე-ღამეში.
წამლოის გამოყენების ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სამკურნალო საშუალებებს შეუძლია ზეგავლენა იქონიონ ერთმანეთის მოქმედებაზე და გვერდით მოვლენებზე. ასე მაგალითად, გარდა სხვებისა, ცნობილია ენალაპრილ მალეატის ურთიერთქმედება სხვა ანტიჰიპერტონიულ, ტკივილგამაყუჩებელ და ანტირევმატულ, შარდმდენ, სანარკოზე საშუალებებთან (აცნობეთ ექიმს ბერლიპრილ® 10-ით მკურნალობის შესახებ), ანტიდეპრესიულ საშუალებებთან, ანტისიმსივნურ პრეპარატებთან ან ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
ალკოჰოლის მოქმედება ძლიერდება პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას. მარილით მდიდარი კვება აქვეითებს ბერლიპრილ ® 10-ის მოქმედებას. თუ ერთდროულად ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებთ – გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პიროებებში.
ამ შეფუთვის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია კოლოფზე და ფოლგაზე.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BERLIN-CHEMIE AG

გერმანია