ბეტაბიოპტალი 5მლ თ/წვეთები

ბეტაბიოპტალი
თვალის წვეთები

ბეტაბიოპტალი ნაჩვენებია მომატებული მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის არა-ჩირქოვანი ინფექციების დროს. თვალის წინა სეგმენტის ანთება, განსაკუთრებით პოსტოპერაციულ პერიოდში; ბაქტერიული და ალერგიული კონიუქტივიტი; მწვავე ირიდოციკლიტი.
თვალის მალამოს ფორმულა მოსახერხებელია ღამით გამოსაყენებლად ან თუ არის თვალის დამცავი სახვევი. რქოვანას დაავადებები, გარდა კომბინაციისა ჰერპეს ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკურ წამლებთან; კონიუქტივიტი წყლულოვანი კერატიტით, საწყის სტადიაზეც კი (ფლუორესცეინ დადებითი ტესტი). პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰერპეს ვირუსის კერატიტის დროს, თვალის ექიმის სათანადო კონტროლის გარეშე; თვალის ტუბერკულოზი, თვალის მიკოზი, მწვავე ჩირქოვანი ოფთალმია, ჩირქოვანი კონიუქტივიტი და ჩირქოვანი და ჰერპეს ბლეფარიტი, რომელიც შეიძლება შეინიღბოს ან გაუარესდეს კორტიკოსტეროიდებით; ჯიბლიბო.
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის  მიმართ. 
 
განსაკუთრებული მითითებანი
მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულ ქალებსა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულობის დროს ადგილობრივი სტეროიდებით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

დოზირება
თვალის წვეთები
1 ან 2 წვეთი კონიუქტივის პარკში 3-6-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
  
მალამო
წაუსვით კონიუქტივის პარკს 3-6-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
ქლორამფენიკოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიტიზაცია (წვა, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ვეზიკულარული და წერტილოვან-პაპულოზური დერმატიტი): ამ სიმპტომების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება
ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია თვალის ტონუსის მონიტორინგი. გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, რასაც მოჰყვება თვალის ნერვის დაზიანება, მხედველობის დარღვევა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წინა სუბკაფსულარული კატარაქტას განვითარება, ან ხელი შეუწყოს თვალის ქსოვილის მიერ გამოყოფილი პათოგენებით გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციის სტაბილიზაციას.
ბეტაბიოპტალით მკურნალობა ერთ თვეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული, თუ არ არის ექიმის მკარცი მეთვალყურეობა.
მონიტორინგი უფრო გულმოდგინე უნდა იყოს იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის  გასქელებას და მხედველობაშია მისაღები სტეროიდების შესაძლო უარყოფითი რეაქცია (აღინიშნებოდა რქოვანას პერფორაციის შემთხვევები).
ლოკალური სტეროიდების და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა მიკროორგანიზმების ინტენსიური ზრდა, სოკოების ჩათვლით; ამ შემთხვევაში და მკურნალობის უშედეგობისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
იშვიათ შემთვევებში, ქლორამფენიკოლის გახანგრძლივებული გამოყენების შედეგად აღინიშნება ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია.
ამიტომ, პროდქტის გამოყენება შეიძლება ხანმოკლე პერიოდით, თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება.

ვარგისიანობის ვადა
თვალის წვეთები: კონტეინერის გახსნის შემდეგ პროდუქტის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 15 დღის განმავლობაში. 
  

მწარმოებელი
ფარმილა – თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.