ბიოდორნაზა, სანთლები
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია: სტრეპტოკინაზა 15 000 სე და სტრეპტოდორნაზა არანაკლებ 1250 სე.
დამხმარე ნივთიერებებია: თხევადი პარაფინი და მყარი ცხიმი. ერთი სანთლის წონაა 1,4 გ.
ჩვენებები: ქრონიკული ადნექსიტი; ოპერაციის შემდგომი ინფილტრაციული დაზიანებები; ენდომეტრიტი; ვენების ვარიკოზული გაგანიერება მწვავე და ქრონიკულ ანთებით სტადიაში. სწორი ნაწლავის ირგვლივ აბსცესი და ფისტულები ფართო ანთებითი ინფილტრაციით. გავა-კუდუსუნის მიდამოს ჩირქოვანი კისტები.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიღების გზაა - სწორი ნაწლავიდან. სანთელი უნდა მოთავსდეს ღრმად სწორ ნაწლავში, დეფეკაციის შემდგომ.
რეკომედებული დოზებია: მოზრდილები და ბავშვები: 2-9 დღემდე მკურნალობის კურსის განმავლობაში პაციენტმა უნდა მიიღოს 4-18 სანთელი. დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ დაავადების სიმწვავის მიხედვით. სერიოზული და ქრონიკული მდგომარეობების დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგნაირად გამოყენება: 1 სანთელი 3-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი ყოველდღე 3 დღე. მაქსიმალური დოზა შეადგენს 18 სანთელს 9 დღე. ნაკლებად სერიოზული მდგომარეობებისას დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგი რაოდენობის გამოყენება: 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი დღეში 4 დღე. მაქსიმალური დოზაა 10 სანთელი 7 დღიანი კურსის მანძილზე. მსუბუქი მდგომარეობების დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგი რაოდენობის გამოყენება: 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 2 დღე. მაქსიმალური დოზაა 4 სანთელი 2 დღიანი კურსის მანძილზე. უეფექტობის ან მდგომარეობის რეციდივის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს მკურნალობის განმეორებითი კურსი.
გვერდითი მოვლენები: ლოკალური ტკივილი; ადგილობრივი შეშუპება; მაღალი ტემპერატურა; სისხლდენა გამოყენების ადგილიდან; ალერგიული რეაქციები გამოყენების ადგილას.
უკუჩვენებები: ალერგია სტრეპტოკინაზას, სტრეპტოდორნაზას ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ; ახალი, ახლად ჩამოყალიბებული ქერქით დაფარული ჭრილობები, ქირურგიული ნაკერები და დაახლოებით 10 დღის სისხლდენის შემდგომი პერიოდი. ანტიკოაგულანტებთან კომბინირებული გამოყენება, რადგან შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი სისხლდენა; პაციენტები სისხლის შედედების დარღვევებით; კალციუმის მარილების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პროდუქტის მიღება დაუშვებელია ანტიკოაგულანტებთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი სისხლდენა. ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, უნდა ეცნობოს ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: ბიოდორნაზას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ჩირქოვანი ან ჰემორაგიული ექსუდატების ან ადგილობრივი კოლტების გასათხიერებლად. ბიოდორნაზას სანთლების მიღების დავიწყების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: დადგენილი ან შესაძლო ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: რეკომენდირებულზე დიდი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მუყაოს კოლოფი შეიცავს ფარმაცევტული ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერს #6 სანთლით.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში 2-8 C ტემპერატურაზე. არ უნდა მოხდეს გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი: ფარმინა სპ. ზ.ო.ო. ლიპსკას ქ. 44, 30-721 კრაკოვი პოლონეთი
წარმოების ლიცენზიის მფლობელი: ფარმინა სპ. ზ.ო.ო. ლიპსკას ქ. 44, 30-721 კრაკოვი, პოლონეთი