ბიოსეპტი #10ტ

ბიოსეპტი #10ტ

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 104ტიტრის მქონე ინტესტიბაქტერიოფაგსა და საფუარი უჯრედების ნარევს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის კომპონენტი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ნაწლავური ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკრობებს, ხოლო საფუარის ცოცხალი უჯრედები ანტიმიკრობული და ანტიტოქსინური მოქმედებისაა. პრეპარატი ასტიმულირებს იმონოგლობულინის Ig A სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს ნაწლავებში. ბიოსეპტი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიკრობების გავრცელებას, ანთებითი კერების წარმოქმნას, ტოქსინებისგან ასუფთავებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები
ბიოლოგიური პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
ბიოსეპტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:
- სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების: სალმონელოზი, დიზენტერია.
- მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები
- დიარეა
- დისპეპსია

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ თითო ტაბლეტი დღეში სამჯერ მოზრდილებისთვის და დღეში ორჯერ ან ერთხელ ბავშვებისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და გამოიყენება ახალშობილებისთვის და ორსულებისთვის.

უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები
ბიოსეპტი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლების ყურადღებას საჭესთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, რადგან მისი აქტივობა დაითრგუნება.

შენახვის პირობები და ვადები
5 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ