ბისაკოდილი - ნიჟფარმი
საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება ბისაკოდილი
წამლის ფორმა
რექტალური სუპოზიტორები
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორი შეიცავს: ბისაკოდილი – 0,01გ; ფუძეები სუპოზიტორებისათვის (ვიტეფსოლი) – საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,19-დან 1,31გ-მდე.
აღწერა
თეთრი, თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე სუპოზიტორები, ტორპედოს მაგვარი ფორმის.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი
შემამსუბუქებელი საშუალება (კოდი A06AB02).
ფარმაკოლოგიური თვისებები
იწვევს ნაწლავის რეცეპტორული აპარატის გაღიზიანებას, გააჩნია უშუალო ზემოქმედება ნაწლავების ლორწოვან გარსზე აძლიერებს რა მის პერისტალტიკას და ზრდის ლორწოს სეკრეციას მსხვილ ნაწლავში. მოქმედება ვლინდება პირველი საათის განმავლობაში.
ჩვენებები
ჰიპოტონური და ატონური ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულებში; ყაბზობა ოპერაციისა და მშობიარობის შემდეგ). კუჭის მოქმედების რეგულირება (ბუასილი, პროქტიტი, ბზარები ანუსის ბზარები). ქირურგიული ოპერაციებსათვის მომზადება, ინსტრუმენტალური და რენტგენოლოგიური კვლევებისათვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, ჩაჭედელი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიკური ყაბზობა, მწვავე ჰემოროი, მწვავე პროქტიტი, მეძუძური ბავშვის ასაკი.
სიფრთხილით – ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა.
მიღების წესი და დოზები
მიიღება რექტალურად, გამოყენებამდე ამოიღეთ სუპოზიტორი კონტურული შეფუთვიდან. მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზევით – 1-2 სუპოზიტორი, 8-14 წლის ბავშვებში 1 სუპოზიტორი, 2-7 წლის – ½ სუპოზიტორი.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ნაწლავის კოლიკა, დიარეა (დეჰიდრატაცია, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, არტერიული წნევის დაწევა), აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა, გაუწყლოება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპოკალიემია, მსხვილი ნაწლავის ატონია.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატი არ გამოიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა
ბისაკოდილ-ნიჟფარმი, რექტალური სუპოზიტორები 5 ცალი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, ორი კონტურული შეფუთვა კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-03