ბლუბერი ტაბლეტები #60
ორიგინალური შვედური ტაბლეტები ჯანმრთელი თვალებისთვის და საუკეთესო მხედველობისთვის!
ბლუბერის შემადგენობაში შედის ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები (ანტიოქსიდანტები, ბიოფლავონოიდები, კაროტინოიდები), რომელიც აღადგენს თვალის ფუნქციას, ამცირებს თვალის დაღლას და გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და მხედველობის ადაპტაციას სიბნელეში, ამაგრებს ბადურა გარსის კაპილარების კედელს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ქსოვილში.
2 ტაბლეტის შემადგენლობა:
- • მოცვის ექსტრაქტი (Vაცცინიუმ მყრტილლუს L.) - 400მგ.
- • კორდისკბილას ექსტრაქტი (Eუპჰრასია ოფფიცინალის L.) - 200მგ.
- • ყურძნის წიპწების ექსტრაქტი (Vიტის ვინიფერა L.) - 40მგ.
- • კალენდულას ექსტრაქტი (თაგეტეს ერეცტა L.) (10% - ლუთეინი) - 120მგ. (12მგ ლუთეინი).
მოქმედების მექანიზმი:
მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები არის ანტოციანიდები, რომელთაც გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანგიოპროტექტორული, ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. ასევე ხელს უწყობს როდოპსინის რეგენერაციას, აძლიერებს მის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებებზე, აუმჯობესებს ბადურა გარსის ტროფიკას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
კორდისკბილას ექსტრაქტი გამოიყენება კონიუქტივიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ამაგრებს თვალის სისხლძარღვთა კედელს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ქსოვილში, ამცირებს შეშუპების განვითარებას და თვალის ასაკობრივი დაავადების განვითარების რისკს.
კალენდულის ექსტრაქტი წარმოადგენს ბუნებრივი ლუთეინის წყაროს, ახასიათებს ანგიოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აქვეითებს თვალის სიწითლეს, ქავილს, ცრემლდენას. ამცირებს თვალის მგრძნობელობას მკვეთრი სინათლის ზემოქმედების მიმართ.
ჩვენება:
- • მიოპია, ასთენოპია პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა (ბავშვებში 13 წლიდან)
- • ბადურა გარსის დისტროფიული დაავადებები
- • ბადურა გარსის სისხლძარღვების ოკლუზია
- • დიაბეტური და ჰიპერტონული რეტინოპათია
- • სიბნელელისადმი მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა, როგორც ღამით ისე შებინდებისას
- • კატარაქტა და გლაუკომა
- • ოპერაციის ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღმდგენითი თერაპია (ბადურის აშრევებისას, ბროლის შემღვრევისას და სხვა).
- • მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები, კაშკაშა სინათლის ზემოქმედების ქვეშ მუშაობისას)
- • საპროფილაქტიკოდ მხედველობის ასაკობრივი გაუარესებისას 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისთვის და 13 წლის ასაკის ზევით მოზარდებისთვის 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს.
გამოიყენება ვეგეტარიანელებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ყოველდღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდირებული არ არის.
უკუჩვენება:
- • ორსულობა; ლაქტაცია;
- • ასაკი 13 წლამდე.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურისა.
გააჩნია GMP სერტიფიკატი.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
მწარმოებელი: Legosan AB, შვედეთი "New Nordic Manufacturing ApS" დანიასთვის
New Nordic Manufacturing ApS, Ny Qstergade 11, DK - 4000 Roskilde, Denmark - www.Newnordic.com