პარასამკურნალო საშუალება
ბრონქოლაქსი
Broncholaks
შიგნით მისაღები
პარასამკურნალო საშუალება ბრონქოლაქსი წარმოადგენს შინაგანი მიღებისათვის განკუთვნილ მცენარეულ ნაყენს. ბრონქოლაქსი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:
ევკალიპტის ფოთლები
ფარსმანდუკის ბალახი
თავშავას ბალახი
ტუხტის ფესვები
ბეგქონდარას ბალახი
დიდი კამას ნაყოფები
ანისულის ნაყოფები
სალბის ფოთოლები
ვირისტერფას ფოთოლები
კულმუხოს ფესვები
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა
ეთილის სპირტი
გამოხდილი წყალი
აღწერა:
მოყავისფრო-ჩალისფერი სითხე, სპეციფიური სუნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ამოსახველებელი და ხველის დამამშვიდებელი თვისებები
ჩვენებები:
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებმა მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 4-5-ჯერ. ვისაც არ სიამოვნებს სპირტის გემო, განაზავეთ წყლით პროპორციით 1:1.
ბავშვებისათვის: 1 ჩაის კოვზი ნაყენის განზავდეს 1 ჩაის კოვზ წყალზე.
მკურნალობის კურსი 10-12 დღე.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ფლაკონის მოცულობა: 150 მლ.
თბილისი, გრ.ხანძთელის 10 შპს შროშანი