ბრონქოცინი სიროფი 125მლ ფლ

ბრონქოცინი
Bronchocin

სიროფი 125 მგ



შემადგენლობა: სიროფის 5 მლ (ერთი მზომი კოვზი) შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებებს:
გლაუცინის ჰიდრობრომიდი       5.75 მგ
ეფედრინის ჰიდროქლორიდი       4.60მგ
რეჰანის ზეთი                    5.75 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, შაქარი, მეტილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, პოლისორბატ 80, დისტილირებული წყალი.

სამკურნალო ფორმა:
სიროფი.


მოქმედება:
კომბინირებულ პრეპრატ ბრონქოცინს ახასიათებს კომპლექსური მოქმედება სასუნთქ სისტემაზე, რაც განპირობებულია სხვადასხვა სახის აქტიური მოქმედი ნივთიერების არსებობით. Aალკალოიდ გლაუცინს ახასიათებს კარგი ხველის საწინააღმდეგო აქტივობა, თანაც სუნთქვის დათრგუნვის გარეშე. ის აადვილებს ნახველის გამოყოფას და ხელს უყწყობს ბრონქების ობსტრუქციის შემცირებას.

ეფედრინი აფართოებს ბრონქებს, აძლიერებს გულის მუშაობას, ზრდის არტერიულ წნევას, აფართოებს გუგებს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.
რეჰანის ზეთი თრგუნავს ხველის რეფლექსს და ავლენს სუსტ ანთების საწინააღმდედგო და სპაზოლიზურ მოქმედებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ეფედრინი სწარაფად და მთლიანდ აბსორბირდება კუჭნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა უპირატესად შარდით.
გლაუცინი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილში, და სისხლში კონცენტრაციას ავლენს მიღებიდან 1-2 საათში. გამოიყოფა უპირატესად შარდის საშუალებით.

თერაპიული ჩვენებები:

გამოიყენება ხველის დასათრგუნად და სეკრეტის გასათხელებლად შემდეგი დაავადებების დროს:
•    მწვავე ტრაქეიტი;
•    მწვაე კატარალური ბრონქიტი;
•    ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
•    ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
•    მწვავე ბრონქოპნევმონია;
•    მწვავე ბრონქოპნევმონია ბრონქების ობსტრუქციული სინდრომით;
•    ბრონქოექტაზიები.

ინფორმაცია, რომელიც აუცილედბელია სამკურანალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე
.

უკუჩვენებები:
ბრონქოცინის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენეტის მიმართ, ასევე კორონალური სკლეროზის, სტენოკარდიის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქიის და არტერიული ჰიპერტონიის შეთხვევაში.

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
ბრონქოცინი სიფრთხილით უნდა მიიღონ მოუსვენარმა და აღგზნებულმა ავადმყოფებმა, ასევე მაღალი არტერიული წნევის, გლაუკომისა ადა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის შემთხვევებში.
თუ თქვენ გაწუხებთ უძილობა, რეკომენდირებულია სიროფის მიღება დაძნებამდე რამდენიმე საათით ადრე.
აუცილებელი ქირურგიული და სტომატოლოგიური ჩარევების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იყვნენ სამკურნალო პრეპარატის მიღების შესახებ, რომელიც შეიცავს ეფედრინს.
ბავშვები და ხანდაზმული პაციენტები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ეფედრინის ეფექტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ბრონქოცინის მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან, სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთად, ასევე ვიტამინებთან.
მისი ერთდროული გამოყენებისას გუანეტიდინთან ერთად ითრგუნება ამ უკანასკნელის მოქმედება.
ბრონქოცინის კომბინირებამ ანტიდეპრესიულ საშუალებებთან, ნერვული სისტემის სტიმულატორებთან, მადის დასაქვეითებელ პრეპარატებთან, გულის მუშაობის გამაძლიერებელ პრეპარატებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან და ზოგადი ნარკოზის სამედიცინო საშუალებებთან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვებისას
თავიდან უნად ავიცილოთ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ეფედრინი გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ახლშობილებში. Aამიტომ, ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება არ არის სასურველი.
პრეპარატის ეფექტები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისას
იმდენად, რამდენადც ბრონქოცინის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი აგზნებადობა და ძილიანობა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ისეთი სამუშაოების შესრულებისას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
ინფორმაცია დამატებითი ნივთიერებების შესახებ
ბრონქოცინის სიროფი დამატებითი ნივთიერებების სახით შეცავს პარაბენზოატებს, რომლებიც შეძლება გახდნენ ალერგიული რეაქციების, ხანდახან კი ბრონქოსპაზმებისა და ქოშინის მიზეზი.
სამკურნალო ფორმა შეიცავს შაქარს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. პრეპარტი ასევე შეიცავს ეთანოლს.

ინფორმაცია პრეპარატის სწორი გამოყენების შესახებ
მიღების წესი და დოზირება
•    მოზრდილთთათვის – 2 მზომი კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
•    3-დან 10 წლამდე ბაშვებისთვის – 1 მზომი  კოვზი 3-ჯერ დღეში
•    10 წელზე მეტი ასკის ბავსვებსი – 2 მზომი  კოვზი 3-ჯერ დღეში
•    ერთი მზომი  კოვზი შეიცავს 5 მლ სიროფს.

დოზის გადაჭარბება

დიდი რაოდენობით პრეპრატის მიღებისას შეიძლება ნერვული აგზნებადობის, დაძაბულობის, უძილობის, კიდურების კანკალის, უხვი ოფლდენის, გულისრევის, ხანდახან გაფანტულობის და ძლიანობის გამოვლენა.
მკურნალობა მოიცავს კუჭის ამორეცხვას და სიმპტომური საშუალებების მიღებას.

გვერდითი მოვლენები

ეფედრინის შემცველობის გამო, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: გულისრევა, ღებინება, ალერგიული გამონაყარი, ქავილი, სახის და ტუჩების შეშუპება, ქოშინი, თავსი ტკივილი, სისხლის წნევის, აღგზნებადობის, დაძაბულობის მომატება, მხედველობის დარღვევა, შარდის გაძნელებული ან მტკივნეული გამოყოფა, ძალების გამოლევა და ძილიანობა, კანის საფარველის სიფერმკრთალე და სიცივე. გლაუცინის შემცველობის გამო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. მაღალი აგზნებადობა ხშირად შეიმჩნევა ბავშვებში. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ყაბზობა

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

125 მგ შუშის ფლაკონებში ან პოლიეთილენტერეფტალატი* ფლაკონებში. ერთი ფლაკონი მუყაოს კოლოფში  საზომი კოვზიტთ და გამოყენების ინსტრუქციით.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC-ზე
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა
4 (ოთხი) წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ ეტიკეტზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
ბალკანფარმა-ტროიან ად, ბულგარეთი, 5600, ქ ტროიანი, კრაირეჩნას ქუჩა#1.