ბრონქოსანი 25მლ წვეთები

ბრონქოსანი 25მლ წვეთები
ბრონქოსანი®

100გ ხსნარი შეიცავს ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 0,8000გ; ბაღის პიტნის ზეთი 0,0250გ; ევკალიპტის ზეთი 0,0250გ; ცერეცოს ზეთი 0,0750გ; ანისულის ზეთი 0,0250გ; თავშავას ზეთი 0,0250გ; ლევომენთოლი 0, 1500გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
: ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალება.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი რომელიც ავლენს მუკოლიზურ ამოსახველებელ სპაზმოლიზურ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.


მიღების ჩვენება
ხველებით და მომატებული წებოვნების მქონე ძნელად მოსაცილებელი ნახველის წარმოქმნით მიმდინარე სასუნთქი გზების დაავადებები:

- ტრაქეობრონქიტი
- ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვების ემფიზემა
- ბრონქოექტაზიური დაავადება
- ბრონქული ასთმა
- პნევნოკონიოზი
- მუკოვისციდოზი

უკუჩვენება

- პრეპარატის კომპონენტებზე აწეული მგრძნობელობა
- ორსულობა
- ლაქტაციის პერიოდი
- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
პრეპარატი ფრხილად გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

გამოყენების მეთოდები და დოზები
         

შიგნით მისაღებად. მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 20 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
ბავშვები 6-12 წლამდე: 15 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
ბავშვები 3-6 წლამდე: 10 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
პრეპარატი მიიღება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობა სითხეში გახნილი ან შაქრის ნატეხზე დაწვეთებული, საკმაო რაოდენობა სითხის დაყოლებით. ბრონქოსანის® მუკოლიზური ეფექტი  ძლიერდება დიდი რაოდენობის სითხის გამოყენების დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიდინარეობაზე.
თირკმლის ფუნქციების მწვავე დარღვევებისას აუცილებელია დოზების შემცირება, ან ცალკეულ დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა. პრეპარატის 1მლ შეიცავს 25 წვეთს.

გვერდითი მოქმედება
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას, პირღებინებას, დისპეპსიურ დარღვევებს, ზოგიერთ შემთხვევებში სისხლის შრატში ,,თირკმლის” ტრანსამინაზების აქტიურობის შექცევად გაზრდას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებას, ალერგიულ რეაქციებს (ლიტერატურაში ძალიან იშვიათად გვხვდება ანაფილაქსიური ტიპის ძლიერი რეაქციები და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიც)

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გაძლიერდეს ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები. აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება, რაც წარმოადგენს სიმპტომურ მკურნალობას.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბრონქოსანის® შემადგენლობაში შემავალი ბრომჰექსინი აუმჯობესებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (ოქსიტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი) ფილტვის ქსოვილში შეღწევადობას

არ არის რეკომენდირებული ბრონქოსანის დანიშნვა კოდეინის შემცველ და ხველის საწინნაღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, რადგანაც ეს აძნელებს გათხიერებული ნახველის ამოხველებას.

განსაკუთრებული მითითებები
ბრონქოსანის შემადგენლობაში შედის 36% ეთანოლი


გამოშვების ფორმა
25მლ მუქი შუშის ფლაკონში თავსახური-საწვეთურით. ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები
15-250Cტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.


ვარგისიანობის ვადა
3 წელი; არ გამოიყენოთ ვშეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ


მწარმოებელი
ზენტივა ა.ს.  სლოვაკეთის რესპუბლიკა