კალციუმი ხენდროს გემოთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
150მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
სიროფის 5მლ შეიცავს 116 მგ კალციუმის იონებს კალციუმის გლუბიონატის სახით (Calcii glubionas), ასევე დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზა, პროპიონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ხენდროს არომატი AR 0012/F, მარილმჟავა, გაწმენდილი წყალი.
ჩვენებები
კალციუმ აფლოფარმი (ბანანის გემოთი) წარმოადგენს 116მგ/5მლ კალციუმის იონების შემცველ სიროფს.
პრეპარატ კალციუმ აფლოფარმის (ხენდროს გემოთი) გამოყენებია ნაჩვენებია:
• განსაკუთრებით კალციუმის გაზრდილი მოთხოვნილებით მიმდინარე მდგომარეობებისას კალციუმის დეფიციტის შესავსებად (ორსულობა, ძუძუთი კვება, ბავშვების ინტენსიური განვითარების პეროიდები, რეკონვალესცენცია, ძვლების მოტეხილობა, რაქიტი)
• როგორც დამხმარე საშუალება ალერგიული დაავადებების, ზემო სასუნთქი გზების ინფექციების, ოსტეოპოროზის მკურნალობისას.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად. შეფუთვა შეიცავს საზომ ჭიქას.
ჩვეულებრივ გამოსაყენებელი დოზებია:
- ბავშვები 0-2 წლამდე _ 2,5 მლ სიროფი 1-ჯერ დღეში
- ბავშვები 2-11 წლამდე – 2,5 - 5მლ სიროფი 2-ჯერ დღეში
- ბავშვები 12-17 წლამდე – 5-10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში
- მოზრდილები – 15მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა კალციუმი ხენდროს გემოთი, ისევე როგორც სხვა საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება.იშვიათ შემთხვევებშიშეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, რომლის სიმპტომია უმადობა, დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, კუნთური სისუსტე, პოლიურია.
უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატ კალციუმ აფლოფარმის (ხენდროს გემოთი) სიროფის გამოყენება:
• მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ გამოხატული ზემგრძნობელობის მქონე პაციენტებისათვის;
• ჰიპერკალციემიის (კალციუმის გაზრდილი კონცენტრაცია სისხლში), ჰიპერკალციურიის (კალციუმის გაზრდილი კონცენტრაცია შარდში), გალაქტოზემიის მქონე პაციენტებისათვის.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს კალციუმს. ჭარბი დოზირების რისკის არსებობის გამო, მიღებამდე საჭიროა შემოწმდეს, ხომ არ შეიცავენ პაციენტის მისაღები სხვა პრეპარატები კალციუმს.
შარდ-კენჭოვანი დაავადების, თირკმლის და გულის დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღების წინ უნდა გაიარონ ექიმთან ან ფარამცევტთან კონსულტაცია.
საგულე გლლიკოზიდების და კალციუმის ნაერთების ერთობლივი მიღება ზრდის გულის რიტმის დარღვევის რისკს. არ მიიღება ვიტამინ D3- ის დიდ დოზებთან, ასევე ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან (მაგალითად, ქლორთიაზიდი) ერთად.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ ახდენს გავლენას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ კალციუმ აფლოფარმის (ხენდროს გემოთი) ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სიროფის 5 მლ შეიცავს 1,53გ საქაროზას. ზოგიერთი შაქრების მიმართ გამოხატული აუტანლობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს.
ჭარბი დოზირება
აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
პრეპარატ კალციუმ აფლოფარმის (ხენდროს გემოთი) დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებული მიღების ასანაზღაურებლად.
სამკურნალო საშუალების დოზის გამოტოვებისას და სიმპტომების არსებობისას შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ დანიშნულ დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ინფორმაცია, რომელიც მოცემულ ჩანართ ფურცელშია, შეიძლება ეხებოდეს როგორც წარსულში გამოყენებულ, ასევე მომავალში გამოსაყენებელ პრეპარატებს.
- კალციუმის ნაერთები ამცირებენ ტეტრაციკლინების, ფთორქინოლონების, ფთორის ნაერთების და სულფასალაზინის შეწოვას.
- საჭიროა სამსაათიანი ინტერვალის დაცვა კალციუმის პრეპარატების და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის.
- კალციუმის პრეპარატების და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული მიღება შეიძლება გახდეს რძე-ტუტოვანი სინდრომის (ჰიპერკალციემია, მეტაბოლური ალკალოზი, თირკმლის უკმარისობა) მიზეზი;
- ვიტამინი D3, გლუკოკორტიკოსტეროიდები, პარათჰორმონი, ლიმონმჟავა და კუჭის შიგთავსის მჟავე pH ზრდის კალციუმის მარილების შეწოვას.
- ლიპიდების სიჭარბე, კუჭის შიგთავსის ტუტე pH, ფიტატები (პურპროდუქტები), ოქსალატები (ისპანახი, რევანდი) და ფოსფატები კალციუმის მარილების შეწოვას ამცირებენ.
- საგულე გლლიკოზიდების და კალციუმის ნაერთების ერთობლივი მიღება, ზრდის გულის რიტმის დარღვევის რისკს.
- კალციუმის მაღალმა დოზებმა, განსაკუთრებით კომბინაციაში ვიტამინ D3- სთან შეიძლება გამოიწვიოს ვერაპამილის და კალციუმის სხვა ანტაგონისტების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს) მოქმედება.
ინფორმაცია, რომელიც მოცემულ ჩანართ ფურცელშია, შეიძლება ეხებოდეს როგორც წარსულში გამოყენებულ, ასევე მომავალში გამოსაყენებელ პრეპარატებს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
პრეპარატ კალციუმ აფლოფარმის (ხენდროს გემოთი) გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
შპს აფლოფარმი
პოლონეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში