კალციუმი+D3 ფორტე #60ტ საღ.ლიმ

კალციუმი+D3 ფორტე #60ტ საღ.ლიმ
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NICOMED FORTE
 
 
საერთაშორისო დასახელება - colecalciferol, calcium carbonate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A12AX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები
;  D3 ვიტამინის პრეპარატები

ნოზოლოგიური ჯგუფი - ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

30, 60, 100 და 120 საღეჭი ტაბლეტები

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს - 1250 მგ (500 მგ კალციუმის ექვივალენტს),ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) - 400 სე (10მკგ) დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, პოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ტაბლეტები ლიმონის გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობას. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია.

ფარმაკოკინეტიკა

D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D3 გამოყენება წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D­ ვიტამინ­დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი, იონიზი­ რებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

ჩვენებები

- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენო­პაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები

მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ოსტეოპოროზის საპ­როფილაქტიკო კურსია 2 ტაბლეტი დღეში: ერთი დილას, მეორე საღამოს, უპირატესად ჭამის დროს.
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და შარდში).

უკუჩვენება

- პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალციუ­ მის კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
- სარკოიდოზი.
- თირკმლების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე ვიტამინ D3- ზე მეტი.
ძუძუთი კვება: ვიტამინი D3 და კალციუმი გადადის დედის რძეში. ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატ კალციუმი­ D3 ნიკომედის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები

- კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
- 12 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.
- სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
- დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ანორექსია, წყურვი­ ლი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რე­ კომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი), კორტიკოსტერო­ იდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ვიტამინ D3­ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროულად მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები აძლიერებენ ტეტრაციკლინების შეწოვას კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმი­D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
- კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კო­ რტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმი­ D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
- თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას 15° ­დან 25°C-­მდე ტემპერატურაზე.
ვადა 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია.

ნორვეგია