კალგელი-ღრძილების გელი 10გ

კალგელი-ღრძილების გელი 10გ

საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE; CETYLPYRIDINUM CHLORIDE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი+ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მაანესტეზირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ღრძილების გელი: ტუბში 10 გ

1 გ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .................  3.3 მგ

ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი .............   1 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, ხასიათდება ანტისეპტიური მოქმედებით. აბლოკირებს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აგზნებას; აქტიურია გრამდადებითი და ნაკლებად გრამუარყოფითი ბაქტერიებს მიმრთ, გავლენას არ ახდენს ბაქტერიების სპორებზე.

ჩვენებები:

ტკივილის სინდრომი ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივად. ბავშვებში 3 თვიდან – თითის წვერით გელი შეიზილება ღრძილების ანთებით უბანზე; აუცილებლობისას შეიძლება განმეორებით გამოყენება არა ნაკლებ 20წთ–იანი ინტერვალით , არაუმეტეს 6–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, ხანგრძლივი გამოყენებისას ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება.

ურთიერთქმედება:

ცეტილპირიდინის ქლორიდი შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანინურ სურფაქტანტებთან.