კანდიბენე სითხე 1% 40მლ ფლ

კანდიბენე 1% 40მლ
(Kandibene)


წამლის ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი

შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი შეიცავს 1,0 გ კლოტრიმაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, 2-ოქტილდოდეკანოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, წყალი.

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყავისფრო ფერისა და იზოპროპილის სპირტის მქონე ხსნარს.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მისი ანტიმიკოზური ეფექტი განპირობებულია კლოტრიმაზოლის (იმიდაზოლის წარმოებული) მიერ ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რომელიც შედის სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში, რაც იწვევს მემბრანის განვლადობის ცვლილებას და სოკოს უჯრედის შემდგომ ლიზისს.
პრეპარატი ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარასა და ობის სოკოს, აგრეთვე მრავალფეროვანი ლიქენის (Pityriasis versicolor), ერითრაზმას გამომწვევების მიმართ. ზემოთაღნიშნულ გამომწვევების პირველადი რეზისტენტობა კლოტრიმაზოლის მიმართ უმნიშვნელოა. მკურნალობის პროცესში რეზისტენტობის მომატება არ აღინიშნება. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამდადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Bacteroides, Gardnerella vaginalis), აგრეთვე Trichomonas vaginalis, Corynebacterium minutissimum-ის მიმართ. პრეპარატს გააჩნია მაღალი შეღწევის უნარი. მისი გარეგანი გამოყენებისას კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია ეპიდერმისში უფრო მაღალია, კანქვეშ და დერმაში არსებულ კონცენტრაციასთან შედარებით.

ჩვენებები: კანის, კანის ნაკეცების მიკოზების, ტერფის, ონიქომიკოზების სამკურნალოდ; შემომსალტველი ლიქენის, ერითრაზმის, ზედაპირული კანდიდოზის დროს, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარასა (Candida-ს რიგის ჩათვლით) და ობის, აგრეთვე სხვა სოკოებისა და იმ გამომწვევების მიმართ, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კლოტრიმაზოლის მიმართ; მიკოზები, გართულებულნი მეორადი პიოდერმიით.

წინააღმდეგჩვენება: კლოტრიმაზოლისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის I ტრიმესტრი; ლაქტაციის პერიოდში ფრთხილად გამოიყენება;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ იქნა დადგენილი, რომ პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე ან დედის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად ექიმის კონსულტაციით. კლოტრიმაზოლის მკერდზე დატანება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
 
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება წინასწარ გასუფთავებულ (გამოიყენება pH ნეიტრალური მნიშვნელობის საპონი) კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პათოლოგიური ცვლილებების ლოკალიზაციასა და მკურნალობის ეფექტურობაზე. მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით პრეპარატის მიღების შეწყვეტა დაავადების მწვავე სიმპტომების გაქრობისთანავე არ წარმოებს. ერმატომიკოზის დროს მკურნალობა ტარდება 4 კვირის განმავლობაში, მრავალფეროვანი ლიქენის – 1-3 კვირა. ფეხის კანის სოკოს სამკურნალოდ მკურნალობას ახანგრძლივებენ 2 კვირის განმავლობაში სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: ქავილი, წვის შეგრძნება, სიწითლე, ერითემა, წყლულები, შეშუპება, კანის გაღიზიანება და წვა. ალერგიული რეაქციები – ქავილი, ურტიკარია.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირებით მიღებისას სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები არ აღინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატისა და ნისტატინის, აგრეთვე ამფოტერიცინ B-ს, ნატამიცინის კომბინაციისას შესაძლებელია კლოტრიმაზოლის მოქმედების ეფექტის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის თვალის მიდამოში გამოყენება დაუშვებელია.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას მკურნალობას წყვეტენ. მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი საჭიროა დიაგნოზის შემოწმება.

გამოშვების ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის. 40 მლ პრეპარატი ყავისფერი მინის ფლაკონში, #1 შეფუთვაში.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოთ.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა: “Merckle GmbH”, გერმანია