ცელესტოდერმი V
CELESTODERM V
CELESTODERM V
საერთაშორისო დასახელება - betamethasone
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D07AC01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 0.1%: ტუბი 15 გ და 30 გ
მალამო 0.1 %: ტუბი 15 გ 30 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტამეთაზონის ვალერატს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი.
გენტამიცინი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ადგილობრივი გამოყენებისას ეფექტურია უმრავლეს გავრცელებულ პათოგენების მიმართ. გენტამიცინის მიმართ მგრძნობელობა გააჩნიათ შემდეგ ბაქტერიებს: სტრეპტოკის მგრძნობიარე შტამებს (A ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური), ოქროსებრი სტაფილოკოკს (კოაგულაზა-პოზიტიური, კოაგულაზა ნეგატიური და ზოგიერთი პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), აგრეთვე გრამუარყოფით ბაქტერიებს: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris და Klebsiella pneumoniae.
ჩვენებები
ცელესტოდერმი V გარამიცინთან ნაჩვენებია დერმატოზის ადგილობრივი მკურნალობისათვის, რომელსაც გააჩნია მგრძნობელობა კორტიკოსტეროიდულ თერაპიის მიმართ და გართულებულია მეორადი ინფექციით.
დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეული არიან გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ეკზემა (ატოპიური, ბავშვის, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, ექსფოლიატური დერმატიტი, სტაზდერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზური დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულების ქავილი.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის აპლიკაცია ხდება თხლად კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
დახურული სახვევის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.
გენტამიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება (ქავილის და ერითემის სახით), რაც ხშირ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულებში, მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს.
რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ლაქტაციის დროს, ამიტომ საჭიროა ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
თუ პრეპარატის მიღებისას აღინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეირჩეს ადექვატური თერაპია.
შეიძლება აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მომატებულია ხანგრძლივი გამოყენებისას, ფართო ზედაპირების მკურნალობისას, ან დახურული სახვევის გამოყენებისას და ბავშვებში.
ანტიბიოტიკების ადგილობრივ გამოყენებისას აღინიშნება არამგრძნობიარე მიკროფლორის ზრდა, მათ შორის სოკოვანის. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, ისევე, როგორც სუპერინფექციის განვითარებისას. ცელესტოდერ V გარამიცინთან არ გამოიყენება ოფტალმოლოგიაში. გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას, ვიდრე მოზრდილები. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, წონაში მატების შემცირება, ქალასშიდა წნევის მომატება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა და ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემის მეორადი დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სინდრომის განვითარება, მათ შორის კუშინგის სინდრომის. გენტამიცინის ჭარბი და ხანგრძლივი გამოყენების დროს დაზიანების ზონაში აღინიშნება არამგრძნობიარე ფლორის ზრდა, მათ შორის სოკოვანის. მკურნალობა: ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული, ტოქსიკური მოქმედების დროს რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების მიღების თანდათანობითი შეწყვეტა. არაკონტროლირებადი მიკროორგანიზმების ზრდის დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის შერჩევა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია