კლარიციდი 250მგ #14ტ

კლარიციდი 250 მგ
CLARICIDE 250 mg
 
 
საერთაშორისო დასახელება - clarithromycin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მაკროლიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
250 მგ 14 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლარითრომიცინი არის ნახევრად სინთეზური მაკროლიდური ანტიბიოტიკი.
მოქმედების მექანიზმი: კლარითრომიცინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი უკავშირდება მგრძნობიარე მიკროორგანიზმის 50S რიბოსომულ ქვეერთეულს, რაც იწვევს ცილის სინთეზის ინჰიბირებას. In vitro კლარითრომიცინი აქტიურია სხვადასხვა აერობული და ანაერობული გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. კლარითრომიცინს ასევე გააჩნია ბაქტერიციდული აქტივობა Helicobacter pylori - ს წინააღმდეგ მჟავას დათრგუნვის არსებობისას. გარდა ამისა, მის მეტაბოლიტს 14-OH კლარითრომიცინს გააჩნია ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული მოქმედება.
მიკრობიოლოგია: In vitro კვლევებმა უჩვენეს შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა კლარითრომიცინის მიმართ: Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Listeria monocytogenes, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophilia, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium avium, Mycobacteriul intracellulare, Mycobacterium leprae, Chlamydia pneumoniae, Chlamydia trachomatis, Ureaplasma urealyticum, Bacterioides fragilis, Clostridium perfringens, Propionibacterium acnes, Peptococcus da peptostreptococcus სახეობები.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: კლარითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. კლარითრომიცინი ძალზედ სტაბილურია კუჭის წვენის მიმართ. ამიტომ, კლარიციდის ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე. შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა პერორალური დოზირებიდან 2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 55%-ს შეადგენს.
განაწილება: კლარითრომიცინი კარგად ნაწილდება ქსოვილებში. კლარითრომიცინი მაღალი კონცენტრაციებით გვხვდება ცხვირის ლორწოვან გარსში, ნუშურა ჯირკვლებსა და ფილტვებში. კლარითრომიცინი ასევე აღწევს ლეიკოციტებში, მაკროფაგებსა და კუჭის ლორწოვანში. კლარითრომიცინი უზრუნველყოფს ქსოვილოვან კონცენტრაციებს, რაც ბევრჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მოცირკულირე წამლის დონე. განაწილების მოცულობა (VD) 243-266 ლიტრია.
ქსოვილებისა და შრატის კონცენტრაციების ნიმუშები მოყვანილია ცხრილში.

 
კონცენტრაცია
(500 მგ-ის შემდეგ q 24სთ)
 
 ქსოვილის ტიპი  ქსოვილი (მკგ/გრ) შრატი (მკგ/მლ)
 ნუშურა ჯირკვლები 1.6 0.8
 ფილტვები 8.8  1.7

კლარითრომიცინი 80%-ით შეკავშირებულია პლაზმურ ცილებთან თერაპიულ დონეზე.
მეტაბოლიზმი: კლარითრომიცინი განიცდის ინტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს და ღვიძლში გარდაიქმნება ანტიმიკრობულ აქიურ მეტაბოლიტად, 14-OH კლარითრომიცინად. 250 მგ-იანი ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში, კლარითრომიცინისა და 14-OH კლარითრომიცინის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5-7 საათს.
გამოყოფა: კლარითრომიცინი ძირითადად გამოიყოფა შარდში და დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა განავალში. 500 მგ-იანი ტაბლეტი გამოყენებისას პერორალურად ყოველ 12 საათში, დოზის დაახლოებით 36% გამოიყოფა შარდში კლარითრომიცინის სახით, ხოლო დოზის 10-15% გამოიყოფა შარდში 14-OH კლარითრომიცინის სახით.
მოქმედების მექანიზმი:
კლარითრომიცინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი უკავშირდება მგრძნობიარე მიკროორგანიზმის 50შ რიბოსომულ ქვეერთეულს, რაც იწვევს ცილის სინთეზის ინჰიბირებას. In vitro კლარითრომიცინი აქტიურია სხვადასხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. კლარითრომიცინს ასევე გააჩნია ბაქტერიციდული აქტივობა Helicobacter pylori -ს წინააღმდეგ კუჭის მჟავას სეკრეციის დათრგუნვის პირობებში. გარდა ამისა, მის მეტაბოლიტს 14-OH კლარითრომიცინს აქვს ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული მოქმედება.
მიკრობიოლოგია:
In vitro კვლევებმა გამოავლინეს შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა კლარითრომიცინის მიმართ: Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Listeria monocytogenes, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophilia, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium avium, Mycobacterium intracellulare, Mycobacterium leprae, Chlamydia pneumoniae, Chlamydia trachomatis, Ureaplasma urealyticum, Bacterioides fragilis, Clostridium perfringens, Propionibacterium acnes, Peptococcus da peptostreptococcus სახეობები.

ჩვენებები

კლარიციდი გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ:
# ზემო სასუნთქი გზები ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის მწვავე ანთება.
# ქვედა სასუნთქი გზები ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია.
# რბილი ქსოვილები და კანის ინფექციები:
# კლარიციდი, მჟავას დათრგუნვის პირობებში, ასევე ნაჩვენებია Helicobacter pylori - ს აღმოსაფხვრელად პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით. Helicobacter pylori - ს აღმოფხვრა აქვეითებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის განვითარების შესაძლებლობას.

მიღების წესები და დოზები

კლარითრომიცინის ტაბლეტების ჩვეული დოზა არის 250 მგ ყოველ 12 საათში. თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება, კლარითრომიცინით მკურნალობის ჩვეული ხანგრძლივობა არის 7-14 დღე. მწვავე სინუსიტის მკურნალობა არის 14 დღე, ხოლო ფარინგიტისა და ტონზილიტის მკურნალობა სულ მცირე 10 დღე გრძელდება.
H.pylori - ს აღმოფხვრა პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით. კლარიტრომიცინის ჩვეული დოზა არის 500 მგ სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში პერორალურ წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. Mycobacterium avium კომპლექსური დაავადება უფროსებში, კლარიციდის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ ორჯერ დღეში.
12 წელს ზემოთ ბავშვები: იგივეა, რაც უფროსებისათვის.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: კლარიციდის რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში 5-10 დღის განმავლობაში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია სუსპენზიის ფორმა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენების კლინიკური უსაფრთხოება დადასტურებული არ არის.
დოზა კორექციას საჭიროებს პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). თუ კორექცია საჭიროა, საერთო დღიური დოზა უნდა განახევრდეს მაგ. 250 დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების დროს, მაკროლიდების ჩათვლით, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება.
# შიდსით დაავადებულ პაციენტებში, კლარითრომიცინით მკურნალობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში M. avium - ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის მიზნით, ხშირად ძნელი იყო კლარითრომიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სავარაუდო გვერდითი მოვლენების განსხვავება არსებული აივ დაავადებებისა თუ ინტერკურენტული დაავადების გვერდითი მოვლენებისაგან.
# აღინიშნებოდა ენის შეფერადება პაციენტებში კლარითრომიცინითა და ომეპრაზოლით მკურნალობისას;
# კლარიციდი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე პერორალური კლარითრომიცინით თერაპიისას უფრო დაბალი იყო ვიდრე ტრადიციული მაკროლიდებით მკურნალობის დროს. აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, დისკომფორტი მუცელში, გემოს გაუკუღმართება, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
# შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მსუბუქი ჭინჭრის ციებითა და კანზე მსუბუქი გამონაყარით დაწყებული მძიმე ანაფილაქსიით და სტივენს-ჯონსონის სინდრომით დამთავრებული. პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებებისას აღინიშნებოდა გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზი, ღებინება, თავბრუ, სმენის შექცევადი დაკარგვა, ქცევის შეცვლა, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარები, ყურებში ხმაური და თავბრუ. მოვლენები ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
# ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებით და ჰეპატოცელულური და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის ჩათვლით, სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე. ღვიძლის დისფუნქცია შეიძლება იყოს მძიმე და ხშირად შექცევადი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნება ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მძიმე თანმხლებ დაავადებასა თუ მკურნალობასთან.
# იშვიათად ერითრომიცინის და კლარითრომიცინის მიღება დაკავშირებულია პარკუჭოვან არითმიებთან, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და torsades de pointes ჩათვლით პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება

კლარიციდი უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით კლარითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
ტერფენადინთან კლარითრომიცინის თანმხლები გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
კლარითრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლითა და თირკმლებით. კლარითრომიცინის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევითა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით დოზირების კორექციას არ საჭიროებს. თუმცა, თირკმლის მძიმე უკმარისობისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დოზირების ინტერვალის გაზრდა.
ასევე გასათვალისწინებელია სხვა მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობა.
მკურნალობის დროს მხედველობაშია მისაღები სუპერინფექციის განვითარების შესაძლებლობა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, წამლის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
C კატეგორიის პრეპარატი: ორსულ ქალებში სათანადო და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს. ორსულობის დროს კლარითრომიცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
მეძუძური ქალები: სიფრთხილეა საჭირო ლაქტაციის დროს კლარითრომიცინის გამოყენებისას.
გამოყენება ბავშვებში: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში კლარითრომიცინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით აუცილებელია დოზის კორექცია.

ჭარბი დოზირება

მონაცემები ცხადჰყოფენ, რომ კლარითრომიცინის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინალური სიმპტომები. ჭარბი დოზირების ალერგიული სიმპტომების მკურნალობა ხდება კუჭის გამორეცხვითა და შემანარჩუნებელი ღონისძიებებით. სხვა მაკროლიდების მსგავსად, შრატში კლარითრომიცინის დონეზე ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი ზეგავლენას არ ახდენს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლარითრომიცინთან ერთად რიტონავირის გამოყენება იწვევს პლაზმური კონცენტრაციებისა და კლარითრომიცინის გვერდითი მოვლენების მომატებას. როდესაც კლარითრომიცინი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც რიტონავირით მკურნალობენ, კლარითრომიცინის ჩვეული დოზირების შეცვლა საჭირო არ არის თირკმლის ნორმალური ფუნქციის არსებობისას: თუმცა კლარითრომიცინის დოზირება უნდა შემცირდეს 50%-ით პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 30-60 მლ/წთ_ში და შემცირდეს 75%-ით პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <30მლ/წთ. კალრითრომიცინის 1 გრ/დღეში უფრო მეტი დოზა არ გამოიყენება რიტონავირთან ერთად.
კლარითრომიცინის გამოყენება თეოფილინთან ერთად შეიძლება დაკავშირებული იყო შრატში თეოფილინის კონცენტრაციის ზრდასთან.
პოსტ-მარკეტინგული პერიოდის მონაცემებით, კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტი. კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის სათანადო მონიტორინგი.
კლარითრომიცინისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ასევე აღინიშნება შრატში დიგოქსინის კონცენტრაციების მომატება.
კლარითრომიცინისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენებისას, ტერფენადინის აქტიური მჟავა მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები საშუალოდ სამჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მაჩვენებლები, რომლებიც მხოლოდ ტერფენადინის გამოყენებისას აღინიშნებოდა. ტერფენადინით თანმხლები მკურნალობის პირობებში, კლარითრომიცინისა და 14-ჰიდროქსი-კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ. ტერფენადინთან ერთად კლარითრომიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას ომეპრაზოლთან, ომეპრაზოლის წონასწორული პლაზმური კოცენტრაცია და საშუალო 24-საათიანი pH მაჩვენებელი მომატებული იყო.
კლარითრომიცინის ერთჯერადი დოზისა და კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენება იწვევს კარბამაზეპინის პლაზმური კონცენტრციების მომატებას.
კლარიციდის ტაბლეტებისა და ზიდოვუდინის ერთად გამოყენება აივ ინფიცირებულ პაციენტებში იწვევს ზიდოვუდინის წონასწორული კონცენტრაციების დაქვეითებას.
ერითრომიცინისა და კლარითრომიცინის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ციტოქრომ P450 სისტემით მეტაბოლიზებულ პრეპარატებს, შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში სხვა წამლების დონეების მომატებასთან. არსებობს მონაცემები ერითრომიცინის და/ან კლარითრომიცინის ურთიერთქმედებისა კარბამაზეპინთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან, ჰექსობარბიტალთან, ფენიტოინთან, ალფენტანილთან, დიზოპირამიდთან, ლოვასტატინთან, ბრომკრიპტინთან, ვალპროატთან, ტერფენადინთან, ცისაპრიდთან, პიმოზიდთან და ასთემიზოლთან. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად რებულობენ ამ წამლებს აუცილებელია ციტოქრომ P450 სისტემით მეტაბოლიზებული პრეპარატების კონცენტრაციების მონიტორინგი შრატში.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში, ბნელ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდეომლ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოყენებამდე გაეცანით თანდართულ ინსტრუქციას.
შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.
ნუ გამოიყენებთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბილიმ ფარმასიუტიკალსი

თურქეთი