კორდიამიდი 15% 10მლ ფლ

კარდიამიდი
Cardiamidum
(Nicethamidum)
250 მგ/მლ, პერორალური წვეთები, ხსნარი

შემადგენლობა
1 მლ (დაახლოებით 20 წვეთი) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნიკეტამიდს 250 მგ
და დამხმარე ნივთიერებას (S)-რძემჟავას, გასუფთავებულ წყალს.

შეფუთვა
15 მლ
100 მლ
პასუხისმგებელი სუბიექტი
სს “პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა”
მარშალ ი. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე

ფურცელ-ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატი კარდიამიდი და რა მიზნით გამოიყენება
2. ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ სამკურნალო პრეპარატის კარდიამიდის მიღებამდე
3. როგორ მიიღება სამკურნალო პრეპარატი კარდიამიდი
4. შესაძლო არასასურველი ეფექტები
5. სამკურნალო პრეპარატის კარდიამიდის შენახვა
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატი კარდიამიდი და რა მიზნით გამოიყენება
პრეპარატ კარდიამიდის მოქმედი ნივთიერება ნიკეტამიდი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და სუნთქვის სისტემაზე.

გამოყენების ჩვენებები
კარდიამიდი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ქრონიკული სისუსტისა და დაღლილობის დროს.

2. ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ სამკურნალო პრეპარატის კარდიამიდის მიღებამდე
პრეპარატი კარდიამიდი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
-    ნიკეტამიდის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
-    გულის შეკუმშვების სიხშირის მომატების (ტაქიკარდიის) და გულის რითმის სერიოზული დარღვევებისას;
-    არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
-    არასტაბილური სტენოკარდიისას;
-    ეპილეფსიის დროს;
-    12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
-    ორსულობის პერიოდში.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კარდიამიდის გამოყენებისას მძიმე ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ბრონქოსპაზმის შესაძლო განვითარების გამო, აგრეთვე ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.
პორფირიის მქონე პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მწვავე შეტევები.

სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში:
კარდიამიდის გამოყენება ბავშვებში:
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო.
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა:
პრეპარატი ჩვეულებრივ არ იწვევს ფსიქოფიზიკური აქტივობის მოშლას და არ აქვეითებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ბოლო პერიოდში მიღებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

3. როგორ მიიღება კარდიამიდი
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის შემთხვევაში, კვლავ მიმართეთ ექიმს.
მოზრდილები: ჩვეულებრივ მიიღება 20-40 წვეთი დღე-ღამეში 3-ჯერ.
მოზარდები 12-დან 18 წლამდე: 20-40 წვეთი ერთჯერადად, დღეში ერთხელ.
წვეთები უნდა გაზავდეს მცირე რაოდენობის წყალში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.5 გ ნიკეტამიდს (დაახლოებით 120 წვეთი).
თუ შენიშნავთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას:
გამოყოფის ნახევარპერიოდის სიმცირის გამო, პრეპარატით ზედოზირება ნაკლებ მოსალოდნელია. მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ფსიქომოტორული აგზნება, გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, ეპილეპტოიდური კრუნჩხვები.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

4. შესაძლო არასასურველი ეფეტები
როგორც ყველა პრეპარატმა, კარდიამიდმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ქვემოთ მოყვანილია ნიკეტამიდის შესაძლო არასასურველი ეფექტები, სისტემებისა და ორგანოების კლასიფიკაციის მიხედვით.

დარღვევები გულის მხრივ: გულის შეკუმშების სიხშირის მომატება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, იშვიათად ტონურ-კლონური ხასიათის, ფსიქომოტორული აგზნება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება.
დერმატოლოგიური დარღვევები: ჰიპერჰიდროზი.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების რიგიდულობა.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას: სიცხის შეგრძნება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: კანის ქავილი, განსაკუთრებით ცხვირის, ხველა, ცემინება, კანის ჰიპერემია.
ფსიქიკური დარღვევები: შფოთვა.

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები.
სხვა ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

5. კარდიამიდის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6. დამატებითი ინფორმაცია
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პასუხისმგებელი სუბიექტის წარმომადგენელს.

სს “პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა”
მარშალ ი. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე
ტელ: (042) 225-05-55