დავიკოლი 10მლ თვ/წვეთები

დავიკოლი 10მლ თვ/წვეთები
დავიკოლი
Davikol
თვალის წვეთები


ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება


შემადგენლობა: თაფლი _ 100.0 გ, ასკორბინის მჟავა_ 0.05 გ, ბენზალკონიუმის ქლორიდი  ან  ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი 100მლ-მდე.                   

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება. წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს. ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესებს და თვალის ქსოვილების რეგენერაციას. ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.

ჩვენება:

> თვალის ტრავმები და დამწვრობები;
> კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
> "მონიტორული" კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
> ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
> ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
> თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
> ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
> სხვადასხვა გენეზის რქოვანის და ბადურის დისტროფიები;

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:  თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 10, 15 მლ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მოხრახნილი სახურავით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

შენახვის წესი: 8-15ºC  ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.