დეკარისი 150მგ #1ტ

დეკარისი 150მგ #1ტ

დეკარისი 150 მგ
(Decaris)


წამლის ფორმა: ტაბლეტი 150 მგ.

შემადგენლობა: პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 150 მგ ლევამიზოლს.
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, საქარინი, სახამებელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.

წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ლაქტაციის პერიოდში, ხოლო ორსულობისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას ექიმის რეკომენდაციით.
დეკარისისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს დეკარისის მოქმედების ცვლილებას.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მისი მიღება მიზანშეწონილია ჭამის შემდეგ მცირეოდენი წყლის მიყოლებით საღამოს.
პრეპარატი მიიღება ერთჯერადად ერთი ტაბლეტის ოდენობით, რომელიც საკმარისია ჭიების გამოსადევნად.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
საფაღარათო სამკურნალო საშუალებების ან სპეციალური დიეტის დაცვა საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის მიღებამდე ან მის შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში ტკივილი, ფაღარათი, თავის ტკივილი.
პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თუკი აღინიშნება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაღლილობა ან მეხსიერების დარღვევა, ამის შესახებ უნდა შევატყობინოთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნება უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რითმის გახშირება, კრუნჩხვები.

შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 5 წელი
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი 150 მგ #1

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი