დეკამევიტი #20ტ

დეკამევიტი


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, დამახასიათებელი სუნის მქონე შემოგარსულ ტაბლეტს.
 
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი  შეიცავს
რეტინოლის აცეტატს (ვიტამინი A) – 0,00227 გ (6 600 სე)
ალფა-ტოკოფეროლი (ვიტამინი E) – 0,01 გ
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1) – 0,02 გ
ან თიამინის ბრომიდი – (ვიტამინი B1) – 0,00258 გ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) – 0,02 გ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – 0,2 გ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B6)-0,002 გ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) – 0,05 გ
რუტინი (ვიტამინი P) – 0,02 გ
მეთიონინი – 0,2 გ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) – 0,0001 გ 

დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, შაქარი, ფქვილი, ჟელატინი, ტიტანის ორჟანგი, კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმი ნახშირორჟანგის ფუძით, ტარტრაზინი ან ტროპეოლინი O, ტალკი, ცვილი, მზესუმზირას ზეთი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
პოილივიტამინი სხვა საშუალებებთან ერთად.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11BA

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰექსავიტი წარმოადგენს პოლივიტამინურ პრეპარატს, რომლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებით, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის ჰომეოსტაზს. ვიტამინების ერთობლიობა უზრუნველყოფს შედარებით გამოხატულ და მრავალფეროვან ბიოლოგიურ მოქმედებას.
ვიტამინი A უზრუნველყოფს კანის ეპითელიუმის აღდგენას, ააქტიურებს ჭრილობის შეხორცების პროცესს, ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს.
ვიტამინი E-ს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება, იგი იცავს ენდოკრინულ სისტემას და აუცილებელია სასქესო, კუნთებისა და ნერვული სისტემების ნორმალური განვითარებისათვის.
B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აწესრიგებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას.
ვიტამინი ჩ ხელს უწყობს ორგანიზმის მომატებულ წინააღმდეგობას, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების ბიოქიმიურ აქტივაციას.
ვიტამინი P საკუთარი თვისებებით ავსებს ვიტამინ ჩ –ს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის მოქმედებას.  

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული კომპონენტები ორგანიზმში განიცდიან მათთვის დამახასიათებელი მეტაბოლიტების განვითარებას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების, ორგანიზმის ვიტამინების მიმართ მოთხოვნილებისას შემდეგი მოთხოვნილებეის დროს:
- ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვისას;
- ხანდაზმულებში ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებისათვის;
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეკონვალესცენციისათვის, მძიმე დაავადბების, მათ შორის სხვადასხვა გენეზის ინტოქსიკაციის დროს.


მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება საკვების მიღების შემდეგ 1 ტაბლეტის ოდენობით 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 20 დღეს. ჩვენებების მიხედვით შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება მათ შორის 2-3 თვიანი ინტერვალის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება და იშვიათად იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც როგორც წესი დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონეტეტის მიმართ მომატებული მგრძნობელობით. მათ შორის ალერგიული რეაქციები (ქავილი, კანის ჰიპერემია, კანზე გამონაყარი), რომელთა წარმოშობისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ მოიპოვება მონაცემები.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები

განსაკუთრებული მითითებები:
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა, რაც განპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით, რაც სრულიად უსაფრთხოა. დეკამევიტისა და სხვა ვიტამინური პრეპარატების კომბინაცია არ არის რეკომენდებულია.

შენახვის პირობები და ვადა:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
 ვარგისიანობის ვადა - 3 წელი
გაიცემა ურეცეპტოთ.

შეფუთვა:
N10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.
2 კონტურული შეფუთვა მუყაოს ყუთში.

მწარმოებელი:
“კიევის ვიტამინების ქარხანა”
უკრაინა